საქართველოს პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი დელეგაცია მსოფლიო პატრიარქთან ერთად ჩამოვა

საქართველოს პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი დელეგაცია მსოფლიო პატრიარქთან ერთად ჩამოვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი დელეგაცია თბილისში მსოფლიო პატრიარქთან ერთად ჩამოვა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უწმინდესის საიუბილეო თარიღების აღმნიშვნელი სახელმწიფო კომისიის წევრმა, პოლიტიკური მეცნიერებათა დოქტორმა არმაზ ახვლედიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, უწმინდესის საიუბილეო თარიღის გამო საქართველოში თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წარმომადგენელი ჩამოვა. მათ შორის არიან მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს II, სერბეთის პატრიარქი, უწმინდესი ირინეოსი, ჩეხეთისა და სლოვაკიის ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი ქრისტეფორე და, ასევე, ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი კირილე.

ახვლედიანის განცხადებით, სხვა ეკლესიების დელეგაციები მღვდელმთავრების მეთაურობით ჩამოდიან. მათ შორის არის რუსეთიდან დელეგაციაც. კერძოდ, რუსეთის დელეგაციას რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი უხელმძღვანელებს. მასთან ერთად დელეგაციაში იქნება ასევე ორი მღვდელმთავარი.

საქართველოს საპატრიარქო პირველ საპატიო სტუმარს უკვე ხვალ მიიღებს. 9 იანვარს საღამოს სერბეთის პატრიარქი უწმინდესი ირინეოსი ჩამობრძანდება. სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციები კი - 10 იანვარს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"