ბართლომე პირველი - ილია მეორემ ქვეყანაში ერთობის ხატი შექმნა

ბართლომე პირველი - ილია მეორემ ქვეყანაში ერთობის ხატი შექმნა

მსოფლიო პატრიარქმა, უწმინდესმა ბართლომე პირველმა სიხარული გამოხატა იმის გამო, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქვეყანაში ერთობის ხატი შექმნა.

ბართლომე პირველმა საქართველოდან გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარშემო გაერთიანებულია ერი და ამის ნიშანი იყო გუშინ საპატრიარქოში გამართული შეხვედრა.

კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საპატრიარქოში ძველით ახალ წელს ერთად შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. იქ იმყოფებოდნენ ასევე მღვდელმთავრები, ჩამოსული მაღალი რანგის სასულიერო პირები.

მსოფლიო პატრიარქი მიიჩნევს, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ერის სულიერი მამაა. მსოფლიო პატრიარქმა კმაყოფილება და ბედნიერება გამოხატა ასევე ქართველი ახალგაზრდობის მიმართ.

"კმაყოფილი და ბედნიერი მივდივარ. გისურვებთ ერთობას. ყველა ქართველს მივულოცავ ახალ წელს. მშვიდობა, სიყვარული და ერთობა სუფევდეს. იღვაწეთ თქვენი ისტორიული და ლამაზი ქვეყნისთვის. ძალიან გაგვახარა საქართველოს ახალგაზრდობამ და მათი რწმენისადმი დამოკიდებულებამ. ვუცქერთ და ვხვდებით, რომ ქართველი ახალგაზრდები ძალიან განსხვავდებიან ევროპელი ახალგაზრდებისაგან. მთელი გულით გაკურთხებთ. დარწმუნებული ვართ ასეთ ერს დიდი მომავალი აქვს. უნეტარესო მადლობას მოგახსენებთ მასპინძლობისათვის და გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს", - ბრძანა ბართლომე პირველმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"