ცნობილი პოლიტიკოსების უცნობი და ნაცნობი ქორწილის ფოტოები

ცნობილი პოლიტიკოსების უცნობი და ნაცნობი ქორწილის ფოტოები

"ქორწილია ქუთაისის პარლამენტში" - არა, რეალურად ქორწილი უფრო ადრე იყო და თანაც, არაერთი... უბრალოდ, ამჯერად გადავწყვიტეთ, ქუთაისის პარლამენტის ბინადართა ქორწილის ფოტოებისთვის გადაგვევლო თვალი.

მართალია, პრემიერ-მინისტრი მოჯადოებულ შენობას იშვიათად სტუმრობს, მაგრამ ალბათ ბევრს აღარ ახსოვს ის დრო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ფოტოები ინტერნეტსივრცეში საერთოდ არ იძებნებოდა. ბიძინა ივანიშვილი ახალი გამოჩენილი იყო პოლიტიკაში, როდესაც ერთ-ერთმა მსახიობმა ინტერვიუს დროს მითხრა, შვილიშვილს ვთხოვდი, კომპიუტერში იმ კაცის ფოტო ეპოვა, რომელმაც წლების განმავლობაში შიმშილით სიკვდილს გადამარჩინა და ვერ პოულობდაო. როდესაც პრემიერ-მინისტრმა პირველი საჯარო პრესკონფერენცია გამართა, ჟურნალისტების ნაწილი სოციალურ ქსელში ხუმრობდა, რომ იმისთვის წავიდნენ პრესკონფერენციაზე, დარწმუნებულიყვნენ, ნამდვილად არსებობდა თუ არა ადამიანი-მეცენატი ბიძინა ივანიშვილი.

დღეს ინტერნეტსივრცე სავსეა ბიძინა ივანიშვილის ფოტოებით. ყოველკვირეულად პრესა ისე არ გამოდის, პრემიერ-მინისტრის ფოტო მინიმუმ სამი-ოთხი გამოცემის გარეკანზე მაინც არ იყოს გამოტანილი. ივანიშვილი იცინის, გაბრაზებულია, მეუღლესთან ერთად, ბერა და მამამისი, ივანიშვილი ქვედა საცვლით... მოკლედ, არჩევანი დიდია, მაგრამ დღემდე ბურუსით მოცული რჩება მისი ცხოვრებიდან ბევრი საინტერესო დეტალი. მაგალითად, სად გაიცნო და როგორ განვითარდა ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სიყვარულის ამბავი. რა წინააღმდეგობები გადალახა წყვილმა, ან როგორ შეაყვარა თავი პრემიერ-მინისტრმა მეორე ნახევარს. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე სოციალურ ქსელებში ივანიშვილის ახალგაზრდობის უცნობი ფოტოები გამოქვეყნდა. ივანიშვილი ჯინსში, გრძელი თმით, პატარა ბერასთან ერთად, მშობლებთან ერთად, მაგრამ არასოდეს გამოქვეყნებულა სკოლის მოსწავლე პრემიერ-მინისტრის ფოტო. როგორც ამბობენ, მის კლასელებს ინტერვიუს მიცემა აკრძალული აქვთ და შესაბამისად, მისი ბავშვობისდროინდელი ფოტოები ჯერჯერობით მედიამ ხელში ვერ ჩაიგდო.

თუმცა ამ კუთხით საინტერესო აღმოჩნდა გასულ კვირას გამოქვეყნებული ორი ფოტო. ერთზე, რომელიც ბერამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, ივანიშვილი-ხვედელიძის ახალგაზრდა წყვილი ბუნებაშია გადაღებული, ხოლო მეორე ფოტოზე, რომლის ნამდვილობაც ჯერჯერობით დაუზუსტებელია, მათი ქორწილია აღბეჭდილი. თუ ეს ფოტო ნამდვილია, პრემიერ-მინისტრი ქორწილში თეთრი კოსტიუმითა და თეთრი ფეხსაცმლით ყოფილა შემოსილი, თეთრ კაბაში ჩაცმული ეკატერინე ხვედელიძე კი საფირმო "ჩოლკის" გარეშე პირველად ვიხილეთ.

ლურჯი კაბა ეცვა საკუთარ ქორ­წილში ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს. პარლამენტარმა ქალბატონმა არჩევნების შემდეგ მალევე მეორედ შექმნა ოჯახი და საკუთარი ბედი ბავშვობის სიყვარულს ზაზა გოგიჩაიშვილს დაუკავშირა. მანანა კობახიძეს პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს.

პარლამენტარმა ზურაბ აბაშიძემ 2011 წლის ნოემბერში ჯვარი პროფესი­ით ექიმ თეონა ბენაშვილზე დაიწერა. წყვილმა ერთმანეთი საერთო სამეგობრო წრეში გაიცნო და მიუხედავად თერთმეტწლიანი ასაკობრივი სხვაობისა, ზურაბმა საყვარელი ქალბატონის გული ადვილად მოიგო. შეყვარებულები ყოველღამე მესიჯობდნენ, ზურა თეონას ძვირფასი საჩუქრებითაც ანებივრებდა.

ბოლოს კი ურთიერთობას სერიოზული სახე მისცეს, პოლიტიკოსი აბაშიძე საცოლის მამას სახლში ტრადიციების დაცვით ესტუმრა და შვილის ხელი სთხოვა. ზურას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს - 7 წლის ბიჭი და 5 წლის გოგონა. მისი ყოფილი მეუღლე, ანი მუსელიანი, მეორედაა დაოჯახებული. თეონა ბენაშვილისთვისაც ზურაბ აბაშიძესთან ქორწინება მეორეა. პირველი ქორწინებიდან მას 8 წლის ვაჟი ჰყავს. თეონა ამჟამად ორსულადაა და წყვილი პირველ საერთო ბავშვს ელოდება.

გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა ჯვარი რამდენიმე წლის წინ დაიწერეს. როგორც ფოტოზე ჩანს, ბოკერიას ერთ-ერთი მეჯვარე ქალაქის მერი გიგი უგულავა გახლდათ. ბოკერია-ჩერგოლეიშვილს წყვილს შეუღლებამდე უკვე ჰქონდათ ოჯახები. გიგას პირველი მეუღლე "პირველი არხის" ჟურნალისტი გახლდათ, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს - ლევან ბოკერია, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ერთი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან ასევე თამარ ჩერგოლეიშვილს. როგორც ამბობენ, მისი პირველი მეუღლე კრიმინალური ავტორიტეტი, ვინმე კოპალეიშვილი, მეტსახელად "კოკოშა" ყოფილა. ბოკერია-ჩერგოლეიშვილის წყვილს საერთო შვილი - კესო ბოკერია ჰყავს.

სკანდალური აღმოჩნდა რამდენიმე წლის წინ უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძის ქორწინება, რადგან პოლიტიკოსი მეუღლეზე 30 წლით, ხოლო სიდედრზე რამდენიმე წლით უფროსი გახლდათ. ფარმაცევტი სოფო ფარცხალაძე ერთ-ერთ აფთიაქში წამლის საყიდლად შესულმა გაიცნო. სოფომ იმდენად მოხიბლა პოლიტიკოსი, რომ რამდენიმე საათში ფარმაცევტის ტელეფონზე ზარი გაისმა და ყველაფერი შეხვედრებით გაგრძელდა. წყვილმა ორ თვეში იქორწინა და დღეს უკვე ორ შვილს ზრდიან.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"