ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე, რომელმაც უამრავი ავადმყოფი გააჯანსაღა

ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე, რომელმაც უამრავი ავადმყოფი გააჯანსაღა

ზოგჯერ სასწაულის დასანახავად მხოლოდ თვალის გახელაა საჭირო, მაგრამ ხშირად, სასწაულსა და საუცხოოს, უცხოეთში ვეძებთ. მხოლოდ ქართველს შეუძლია თქვას: შედეგს ვხედავ, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებ, რადგან ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნიო... მართლაც ძნელი დასაჯერებელია, რომ ადამიანს შეუძლია, მსუბუქი დატვირთვით 47 დღეში მიაღწიოს ისეთივე შედეგს, რისთვისაც სხვებს 2 წლის განმავლობაში ყოველდღიური, უმძიმესი დატვირთვით ვარჯიში სჭირდებათ, მაგრამ... ფაქტი ჯიუტია და დატვირთვის გარეშე ფიზმომზადებასაც, მხოლოდ ქართველი თუ მოიფიქრებდა...

ფეხბურთელებისთვის შემუშავებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების უნიკალური სისტემის ავტორი, თბილისელი ნოვატორი გუჯა კახაძე გახლავთ, რომელმაც მრავალწლიანი ძიებისა და ქართველ სპორტსმენებსა და მოზარდების ხასიათზე დაკვირვების შემდეგ შეიმუშავა ახალი მეთოდი - ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე, რომელსაც მოკლე დროში საოცარი შედეგი მოაქვს და ორგანიზმის გაჯანსაღებას იწვევს. ლაპარაკია ე.წ. რეზონანსის მოვლენაზე, რომელსაც შეუძლია, ადამიანის მიერ დახარჯული მცირე ენერგიისგან ათჯერ მეტი ენერგია წარმოქმნას.

ბატონ გუჯას ეკუთვნის სირბილის სწავლების არატრადიციული ტექნოლოგიაც, რომელიც სისწრაფისა და ამტანობის ბუნებრივ მატებას იწვევს. საერთო ჯამში კი ჯანმრთელი ორგანიზმის ჩამოყალიბებას (განსაკუთრებით მოზარდებში) უწყობს ხელს, თანაც ისე, რომ სპორტსმენი სირბილისას დასვენებას სწავლობს!

გუჯა კახაძე ამბობს, რომ მიუხედავად სერიოზული შედეგებისა, ფიზმომზადების მწვრთნელების კონკურენტი არ არის. ფიზმომზადება დატვირთვებს გულისხმობს, მისი მეთოდი კი დატვირთვის გარეშე ვარჯიშებისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ ეს საოცარი მეთოდი უკვე ათი წელიწადია არსებობს, სათანადო პოპულარობა ვერ მოიპოვა. მეტიც, ამაზე ლაპარაკს ისინიც კი ერიდებიან, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა მისი ეფექტიანობა. რატომ? ამის გარკვევა მეთოდის ავტორთან ვცადეთ.

გუჯა კახაძე:

- ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა მითხრა, - შედეგს ვხედავ, მაგრამ ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნი, ამიტომ არ მჯერაო! ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავს ჩემი მეთოდისადმი ზოგად დამოკიდებულებას. ნაკრებისთვის შემუშავებული 2 მსუბუქი ვარჯიშისგან შემდგარი კურსით, სპორტსმენი გარანტირებულად იღებს ისეთივე შედეგს, როგორსაც ერთწლიანი მძიმე ფიზიკური დატვირთვისას...

ბავშვობის ოცნებად მქონდა, ფიზიკური დატვირთვა მინიმუმამდე შემემცირებინა და შედეგი მაქსიმალური მიმეღო. არქიტექტორი ვარ, რეზონანსის მოვლენა კარგად მქონდა შესწავლილი და გადავწყვიტე, მომესინჯა, რა მოხდებოდა, თუ შევძლებდი ადამიანის ორგანიზმში, სირბილით რეზონანსის გამოწვევას. ექიმები ამას აპარატურის დახმარებით ახერხებენ და საოცარ შედეგებსაც აღწევენ, მაგრამ სპორტსმენს სირბილის დროს აპარატურას ვერ ავკიდებდი. მოულოდნელად პრობლემის გადაწყვეტის გასაღები ვიპოვე და შედეგმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: სპორტსმენის მიერ დახარჯულმა მცირე ენერგიამ 10-ჯერ მეტი ენერგიის წარმოქმნა და ორგანიზმის სწრაფი გაჯანსაღება გამოიწვია!

- ყველაფერი სირბილის სწავლებით იწყება?

- ჩემი მეთოდის ათვისების შემდეგ სირბილი მინიმალური ენერგიის ხარჯვით ხდება. ამის გარეშე კი, რეზონანსს ვერ გამოიწვევ. სირბილის უამრავი ტექნიკა არსებობს, მაგრამ ყველა აქამდე არსებული ენერგიის დიდი რაოდენობით ხარჯვას მოითხოვს, ამიტომ ადამიანი იღლება და ჩერდება. მე კი შევქმენი სირბილის სწავლების არატრადიციული ტექნოლოგია, რომელიც გრავიტაციას ამცირებს, ამიტომ სირბილი იოლდება და სისწრაფისა და ამტანობის ბუნებრივ მატებას ნებისმიერი ასაკის ადამიანში იწვევს. ამის შემდეგ შესაძლებელი ხდება რეზონანსის გამოწვევა და დახარჯული ენერგია ათმაგ ენერგიას წარმოქმნის. როცა მოსწავლეს ვეუბნები, რომ რა რაოდენობის ენერგიასაც ძუნძულის დროს ხარჯავს, მთელი ძალით გაქცევის დროსაც იგივე დაეხარჯება, ეცინება და როცა სწავლობს, დაჯერება მაინც უძნელდება, რადგან სისწრაფის მატებას ტრადიციული მეთოდებით, მხოლოდ დამატებითი ენერგიის ხარჯზე ვაღწევთ.

ხუთი გაკვეთილის შემდეგ ჩემმა მოსწავლემ უკვე იცის, როგორ შეამციროს გრავიტაცია და ბუნებრივია, უწინდელზე ბევრად ლაღად დარბის... გარდა ამისა, სპორტსმენებს ვასწავლი მოძრაობის დროს დასვენებას, სწორად სუნთქვას, წონის კორექციას დიეტის გარეშე, მხრებში მოხრილობის გასწორებას, ფსიქიკის კონტროლს, ტრავმის სწრაფ რეაბილიტაციას, კოორდინაციის გაუმჯობესებას, სწრაფად აზროვნებას და ა.შ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი სავარჯიშოების მხოლოდ 10% ეთმობა მსუბუქ ფიზიკურ მომზადებას. დანარჩენი 90% კი გონებრივ ვარჯიშებზე მოდის. ამიტომაც არის შედეგი ასეთი სწრაფი...

- რამდენ ხანს გრძელდება მომზადების სრული კურსი?

- 47+5 მეთოდიკა სპორტსმენებს საშუალებას აძლევს, მსუბუქი ვარჯიშით 35 დღეში ისეთივე შედეგი მიიღონ, როგორსაც ერთწლიანი, მძიმე ვარჯიშის შედეგად ვიღებთ, სრული კურსი კი 47 დღე გრძელდება და ორწლიანი ვარჯიშის შესაბამისი შედეგი გარანტირებულია. პაციენტებს მხოლოდ 35 დღე სჭირდებათ. ჟურნალ "ფენომენის" მთავარმა რედაქტორმა გამოიკვლია, რომ ამ მეთოდს ანალოგი არ გააჩნია. მალე საკუთარი შვილიც მოიყვანა და 16 წლის მოზარდმა 35 დღის განმავლობაში, მხოლოდ მსუბუქი ვარჯიშებით, ლოგიკური აზროვნებისთვის ძნელად დასაჯერებელ შედეგებს მიაღწია. ეს უნიკალური მეთოდი უკვე 10 წელია არსებობს, მაგრამ ბევრისთვის დღესაც ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება.

- ცნობილ ფეხბურთელებს თუ მოუმართავთ?

- ცნობილი ფეხბურთელებიდან ფიზმომზადების ეს კურსი, ბოლოს დავით მუჯირმა გაიარა. მახსოვს, წელის ქრონიკული ტრავმით მოვიდა. გამაყუჩებელს უკეთებდნენ და სათამაშოდ ისე გადიოდა. გასაჯანსაღებლად 4 ვარჯიში საკმარისი აღმოჩნდა და მაშინვე ორჯერად ვარჯიშზე გადავიდა. იაპონიაში წასვლის წინ, თამაშის დროს აქილევსის მყესი დაიზიანა, სიარული უჭირდა და იაპონიაში წასვლაზე ხელის ჩაქნევასაც აპირებდა. დავარწმუნე, ვარჯიშზე მოსულიყო - ნახევარსაათიანი მსუბუქი ვარჯიშის შემდეგ ტკივილმა გაუარა და თავისუფლად სიარული შეძლო. მეორე დღეს უკვე დარბოდა. აქილევსის მყესის მორჩენის პარალელურად, ფსიქოლოგიური მომზადების ფონზე, ამტანობისა და სასტარტო სისწრაფის მომატება ძალიან ადვილად შეძლო. თუ მანამდე 30 მ-ს 4,3 წმ-ში ფარავდა, 20 დღის მსუბუქი ვარჯიშით მხოლოდ 4 წამი მოანდომა, რაც 33 წლის კაცისთვის საკმაოდ სერიოზული შედეგია.

დავით მუჯირი:

- ბატონმა გუჯამ ფიზმომზადების ინოვაციური სისტემა მაშინ შემომთავაზა, როცა უგუნდოდ ვიყავი და ინდივიდუალური გეგმით ვარჯიში მჭირდებოდა. გარკვეულწილად, გავრისკე, ჩემთვის და საფეხბურთო სამყაროსთვის უცნობ მეთოდს ვენდვე და არც მინანია. მეთოდის ავტორს ბრმად ვენდობოდი და სანამ იაპონიაში გავემგზავრებოდი, ერთი თვის განმავლობაში თავდაუზოგავად, ზოგჯერ დღეში ორჯერაც კი ვვარჯიშობდი. ბატონმა გუჯამ მითხრა, რომ ტრავმიანობისკენ მიდრეკილებასაც შემიმცირებდა. მართლაც, სანამ საფეხბურთო კარიერას დავასრულებდი, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ყველა თამაშში ვმონაწილეობდი და არც ტრავმას შევუწუხებივარ. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში საკმაოდ დიდი ფიზიკური დატვირთვა მქონდა, ნამდვილად არ გამჭირვებია. ეს ისეთი მეთოდია, ბევრი სკეპტიკურად შეხედავს და შესაძლოა, სპორტსმენმა ცოტა სხვანაირად აღიქვას. შესაბამისად, აუცილებელია, სპორტსმენი ენდობოდეს ამ მეთოდს და სჯეროდეს. სხვა შემთხვევაში, არაფერი გამოვა. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს მეთოდი ინდივიდუალურია და საერთო პანაცეად, ნამდვილად არ გამოდგება.

- ბატონო გუჯა, ყველაზე უფრო რომელი პაციენტი დაგამახსოვრდათ?

- ხელჯოხზე დაყრდნობილი ახალგაზრდა მამაკაცი მესტუმრა. კარიდანვე დავინახე, რომ ნაბიჯის გადადგმისას კოჭი მთლიანად უბრუნდებოდა და ამ გადაბრუნებულ კოჭს მთელი სიმძიმით აწვებოდა. ისეთი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს ფეხი მე გადამიბრუნდა. გავოცდი, როცა მითხრა, - მიჩვეული ვარ და ტკივილს ვეღარ ვგრძნობო. ბადრის ინსულტი გადაეტანა და მას შემდეგ ასე დადიოდა. ხელი მთლიანად გაშეშებული ჰქონდა. უშედეგო რეაბილიტაციის შემდეგ, ბოლო იმედად მე მივაჩნდი. 35 დღე ფეხის აღდგენას მოვანდომე და ტერფი ფეხის გადაუბრუნებლად დადგა. კიდევ 35 დღეში ხელის ფუნქციაც აღუდგა.

- სპორტსმენები უფრო ხშირად რომელი ტრავმების გამო გაწუხებენ?

- ჩემი მეთოდით ისეთი მძიმე ტრავმების მოშუშებაა შესაძლებელი, თანამედროვე ექიმები ქრონიკულად რომ თვლიან. ყველაზე ხშირად, ქართველი ფეხბურთელები ქუსლის, კოჭის, მუხლის, აქილევსის მყესისა და ხერხემლის ტრავმების მოსაშუშებლად მოდიან. მეთოდი იმითაც არის გამორჩეული, რომ ტრავმის მოშუშება და სპორტული ფორმის აღდგენა ერთდროულად მიმდინარეობს, რაც სარეაბილიტაციო პერიოდს საგრძნობლად ამცირებს.

- ფეხბურთელები მოედანს კუნთის გაჭიმვის გამოც ხშირად ტოვებენ...

- მსგავს პრობლემას ჩემი მოსწავლეები მოედნიდან გაუსვლელად, 10 წამში აგვარებენ. გაწელვების სპეციალურ სისტემას ვიყენებ, რომელიც ნებისმიერ კუნთს აწესრიგებს. სულ 16 გაწელვას ვასწავლი და ყველა კუნთი და სახსარი მაქსიმალურად წესრიგდება.

- მეთოდის დაპატენტებაზე არ გიფიქრიათ? მით უმეტეს, რომ უცხოეთიდან ბევრი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გაქვთ...

- უცხოეთიდან სერიოზული შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს და დიდ გასამრჯელოსაც მპირდებიან, მაგრამ მინდა, ეს ღვთისგან ბოძებული მეთოდი ჩემი ხალხისთვის გამოვიყენო და ამიტომაც მირჩევნია აქაური გროშები, უცხოეთში ნაშოვნ მილიონებს. რაც შეეხება დაპატენტებას, ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან სხვა რომც ეცადოს, ვერ გაიმეორებს. შესაძლოა, ჩემმა მოსწავლემ სხვებს გაუზიაროს ის, რაც ისწავლა, მაგრამ მხოლოდ ტრავმებს მიაყენებს. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და საერთო რეცეპტად არ გამოდგება. ყველა მოსწავლისთვის ინდივიდუალურად ვადგენ იმ 53 ელემენტის თანამიმდევრობას, რისგანაც ჩემი მეთოდი შედგება. ამიტომაც არა აქვს აზრი ამ მეთოდის დაპატენტებას ან წიგნად გამოცემას.

- როგორც ფეხბურთის მოყვარულმა, არ შემიძლია, არ გკითხოთ: თქვენი მეთოდი სტადიონებზე მაყურებლის მოზიდვაში თუ დაგვეხმარება?

- მარტივად და გასაგებად გადმოცემული ეს სიახლე (47+5) სინამდვილეში საკმაოდ რთულ, თვალისთვის ძნელად შესამჩნევ მეთოდს წარმოადგენს, რომელიც სპორტის ნებისმიერ სათამაშო სახეობაში ფილიგრანულ ტექნიკას ავითარებს. კურსის სრულად გავლის შემდეგ შესაძლებელი ხდება ტექნიკურად ბევრად უკეთ მომზადებული მოწინააღმდეგეების დამარცხება, რაც იწვევს სპორტსმენის სატრანსფერო ღირებულების მკვეთრ ზრდას და სტადიონზე მაყურებლის მაქსიმალური რაოდენობით მოზიდვას.

თემურ თოთლაძე:

- 61 წლის ვარ. 2000 წელს ნერვიულობის ნიადაგზე მცირე კანკალი დამეწყო. მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა: დავკარგე ძალა, მიჭირდა სიარული, ვერ ვიცავდი წონასწორობას, მაწუხებდა მაღალი წნევა, მარჯვენა ფეხს ვეღარ ვდგამდი და სიარულის დროს ძლივს მივათრევდი. ბ-ნი გუჯას შესახებ ახლობლისგან შევიტყვე. ამ ღვთისნიერმა ადამიანმა მარჯვენა ფეხი პირველივე ვარჯიშზე თავისუფლად გადამადგმევინა, ერთ კვირაში კი ხელ-ფეხს უკვე სინქრონულად ვამოძრავებდი, სირბილიც კი შევძელი. ვიცოდი, პარკინსონი არ იკურნებოდა და ასეთ შედეგზე ვერც ვიოცნებებდი. არადა, ხელის კანკალი საერთოდ გამიქრა. ძნელი დასაჯერებელია, მით უმეტეს - ექიმებისთვის, მაგრამ ნამდვილად ასეა. მდგომარეობის გაუმჯობესებას ვიდეოკამერითაც ვაფიქსირებთ.

გიორგი ჯიმშელეიშვილი:

- 63 წლის ვარ, მოყვარული ჩოგბურთელი. 2006 წელს, კომპიუტერთან 4-დღიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ, თავის არეში ვიგრძენი ძლიერი ტკივილი. სასწრაფოდ გამიკეთდა ანევრიზმის ოპერაცია, რომელსაც დაერთო მენინგიტი. მენინგიტისგან განვიკურნე, მაგრამ ოპერაციის შემდგომ მარცხენა ხელი საერთოდ გამიჩერდა და ცალი ფეხით ძლიერად ვკოჭლობდი, საგრძნობლად დამიქვეითდა მეხსიერება. 3 წელი ასე ვიტანჯებოდი, მაგრამ ჩოგბურთის სიყვარულით კორტებზე მაინც დავდიოდი და კედელთან ვცოდვილობდი. შემთხვევით მოვხვდი იმ კორტზე, სადაც ბ-ნი გუჯა ტრავმირებულ ფეხბურთელებს ავარჯიშებდა. მალე დავმეგობრდით. ჩემი მონდომება რომ დაინახა, შემომთავაზა: ვარჯიში დავიწყოთ, მსუბუქ ტრავმებს ვარჩენ და იქნებ შენც გიშველოო. ჩვენს საუბარს შეესწრო დამწყები ჩოგბურთელის დედა, რომელიც ექიმი აღმოჩნდა და გვითხრა: ფეხის ფუნქციის აღდგენა თუ მოხდა, სასწაული იქნება, ხელზე კი ტყუილად ნუ იწვალებთ, ვინც მსგავს პრობლემას დაძლევს, ნობელის პრემია ეკუთვნისო. 35 დღეში სირბილი შევძელი. შემდეგი 35 დღე ხელის აღდგენაზე ვვარჯიშობდით და ხელიც აღდგა და ჩოგბურთის თამაში მოედანზე დავიწყე. მესამე წელია, ვმონაწილეობ მოყვარულ ჩოგბურთელთა ტურნირებში და გასულ ზაფხულს გეიდარ ფალავანდიშვილის სახელობის თასი მოვიგე, წყვილთა კატეგორიაში. ბ-მა გუჯამ მეორე სიცოცხლე მაჩუქა, რისთვისაც მადლობას ვუხდი.

რატი შელეგია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსი სპორტსმენს დაუდგინდა - "ძალოსანის საკონტაქტო წრე საკმაოდ ფართოა"

"აუცილებელია გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე ვადაში" - ამირან გამყრელიძე იმ პროცედურებზე საუბრობს, რითაც კორონავირუსისთ გარდაცვლილი უნდა დაკრძალონ