ტრაგედია უგმიროდ - შიმშილით გარდაცვლილი ერთი წლის გოგიტას მამის აღსარება

ტრაგედია უგმიროდ - შიმშილით გარდაცვლილი ერთი წლის გოგიტას მამის აღსარება

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში ერთი წლის ბავშვი შიმშილისაგან გარდაიცვალა, - პატარა გოგიტა აბაშიძეს სხეულს ყველა სასიცოცხლო ძალა იმდენად ჰქონდა გამოლეული, რომ ერთი წლის ბავშვი მოხუცივით იყო დანაოჭებული. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ორგანიზმის ამგვარი დაუძლურება ხანმოკლე პროცესის შედეგი არ უნდა ყოფილიყო, თვეები იყო საჭირო, რომ ბავშვი ამ დღეში ჩავარდნილიყო. მერე კი ალბათ ამ სოფელში აუცილებლად ხანძარი უნდა მომხდარიყო, რომ აქ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ ფარტენაძე ასულიყო, მოხუცივით დაბერებული ბავშვი ენახა და შეძრწუნებულს ქალაქ ბათუმში გადაეყვანა სამკურნალოდ, სადაც საუბედუროდ, ის იმ ღამესვე გარდაიცვალა.

ასეთია ის შემზარავი რეალობა, რომლის მიხედვით ჩვენს ქვეყანაში ბავშვები შიმშილით იხოცებიან, - სამწუხაროდ ამის თქმის საშუალებას ის პირადი გამოცდილებაც მაძლევს, რომ როგორც "მედიაპალიტრის" ჟურნალისტი, სხვა დროსაც არა ერთხელ შევხვედრივარ სიკვდილის პირას მისულ პატარებს და საზოგადოების ძალისხმევით გადაგვირჩენია. ახლა კი მივყვეთ იმ რეალობას, რომელმაც კიდევ ერთხელ ჩააგდო შოკში საზოგადოება. ამისთვის, მე პირადად ამ საბრალო ბავშვის მამასთან დაკავშირება ვარჩიე( ოჯახს გოგიტას გარდა კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს), რომელსაც მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა. მასთან საუბარი ძალზე მძიმე იყო, მაგრამ აუცილებელი, - თუ ასეთი ტრაგიკული მოვლენებიც არ დაგვაფიქრებს სადამდე მივყავართ გულგრილობას - მაშინ ჩვენი საშველი აღარ ყოფილა.

ჩემის აზრით, გარდაცვლილი ბავშვის მამის, ლევან აბაშიძის მთელი საუბარი სწორედ საზოგადოების ამ გულგრილობის ზუსტი სურათია, - იმ ერთი დეტალის დამატებით, რომ თავად გარდაცვლილი ბავშვის მშობლებს ამაზე ალბათ არც არასოდეს უფიქრიათ, რადგან უბრალოდ არც კი იციან, რომ ამ უბედურებაზე საკუთარი თავის ჩათვლით პასუხი ვინმეს მოეთხოვება.

ლევან აბაშიძე (სტილი დაცულია):

"ბაღანა დიდი ხანია ავად მყავდა. პირველად გვეგონა რომ კბილები ამოსდიოდა და იმიტომ იყო ავად. რომ აღარ გამოკეთდა, ვისესხე ფული და ბათუმის საავადმყოფოში დავაწვინე. იქ გვითხრეს, კუჭ-ნაწლავის ანთება აქვსო, გადასხმები გაუკეთეს და წამლები დაალევინეს. მაშინ გასუქდა ბაღანა და გამოკეთდა. რომ გამოგვატანეს, რაც გვითხრეს, ის რძის ფხვნილი ვუყიდეთ და ვაჭმევდით. მარა ცოტა ხანში ბაღანამ ამ ფხვნილს პირი აღარ დააკარა. ჩემმა ცოლმა, - მშიერს ხომ არ მოვკლავო და წყალში ფქნილი გახსნა, კარაქი ჩადო, მოუხარშა და შეაჭამა. აგი საჭმელი კი შეჭამა ბაღანამ. მერე სულ ამას ვაჭმევდით, მარა ცოტა ხანში ამის ჭამასაც დაანება თავი, ცოტას შეჭამდა თუ არა, გაჩერდებოდა. ბოლო სამი-ოთხი დღე ნამეტანი უღონოდ იყო.

- თქვენ როგორც ამბობთ, კუჭ-ნაწლავის ანთებით დაავადებულ შვიდი თვის ბავშვს კარაქზე მომზადებული პურის ფქვილის ფაფით კვებავდით. ნუთუ სოფლის ექიმმა მაინც არ გითხრათ, რომ ასეთი რამ დაუშვებელია.

- ადრე სხვა ექიმი გვყავდა, მერე გამოგვეცვალა . მაგენი გვითვლიდნენ ბაღანა ჩამეიყვანეთო, მარა რაფერ უნდა ჩაგვეყვანა თოვლში და ჭენჭყობში.

- თავად არ ამოდიოდნენ ბავშვის სანახავად?

- არა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"