Daily Mail -ი ქართველ მძღოლებზე სტატიას აქვეყნებს

Daily Mail -ი ქართველ მძღოლებზე სტატიას აქვეყნებს

ბრიტანული გავლენიანი გამოცემა Daily Mail-ი ქართველ მძღოლებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

გაზეთის ყურადღება ექსტრემალი ახალგაზრდა ქართველი მძღოლების გართობამ მიიპყრო. YouTube-ზე კლიპი სახელწოდებით "არ სცადო" (Do not try this) არის ატვირთული, რომელიც უკვე 2 მილიონამდე ადამიანმა ნახა.

ვიდეოში ჯგუფის "Need For Drive"-ს ლიდერი გიორგი თევზაძე 1995 წლის BMV M5-ს მართავს. მაღალ სიჩქარეზე მოძრავი ავტომობილი თბილისის ქუჩებში "დაფრინავს". მძღოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადატვირთულ თბილისის ქუჩებში სახიფათო მანევრებს აკეთებს. რამდენიმე კადრში ჩანს, როგორ გადარბის ავტომობილის წინ ფეხით მოსიარულე.

გიორგი თევზაძე იმედოვნებს, რომ ვიდეო კლიპი მას და მის გუნდს დაეხმარება, ავტომობილის მაღალ სიჩქარეზე მართვისადმი სიყვარული მხოლოდ ჰობად არ დარჩეს, პროფესიონალურ საქმიანობაში გადაიზარდოს და ჰოლივუდის ყურადღება მიიპყროს. გიორგი სკოლის დაარსებას გეგმავს, სადაც მსურველებს ავტომობილის ექსტრემალურად მართვას შეასწავლიან.

"თუ ჰოლივუდიდან ვინმე ჩვენი ვიდეოთი დაინტერესდება, სცენარისტებს მრავალფეროვან მართვის სტილს შევთავაზებთ - რბოლა და ექსტრემალური მანევრები. ჩვენს გუნდს ნებისმიერი სცენარის წარმოდგენა შეგვიძლია, მაგალითად რამდენიმე მანქანით რბოლა", - ამბობს ის.

მისი თქმით, პოლიცია რეგულარულად აჯარიმებს, მაგრამ მართვის მოწმობის ლეგალური ლიცენზია აქვს. გიორგი თევზაძე განმარტავს, რომ ეს ვიდეოები ძალიან დიდი ხნის წინაა გადაღებული.

Daily Mail ქართულ გაზეთზე დაყრდნობით წერს, რომ "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებდა, რომ თბილისი არის ქალაქი, სადაც მძღოლები სიჩქარის ლიმიტს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ".

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"