გიორგი მარგველაშვილი: "სექტემბერი აღარ იქნება კატასტროფის თვე"

გიორგი მარგველაშვილი: "სექტემბერი აღარ იქნება კატასტროფის თვე"

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ სასწავლო წელს პირველ-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სახელმძღვანელოებს უფასოდ გადასცემს, პირველკლასელებს კი ნოუთბუქებს აჩუქებს.

ამ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გვესაუბრება:

- ყველა საჯარო სკოლას გადაეცემა საჭირო რაოდენობ­ის სახელმძღვანელოები და მათ მოსწავლეები უფასოდ მიიღებენ. წლის ბოლოს კი მოვლილ წიგნებს სკოლის ბიბლიოთეკას ჩააბარებენ. მომავალ წელს იმავე წიგნებს გამოვიყენებთ.

- შარშან უფასო სახელმძღვა­ნელოები მხოლოდ სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის შვილებს გადაეცა. გარდა ამისა, არ იყო სრული კომპლექტი. იმედია, ეს ხარვეზები გამოსწორდება.

- არსებობს სიები, რომლის მიხედვითაც გადაეცემა სკოლას სახელმძღვანელოები. მსმენია მაგ პრობლემის შესახებაც. ის, რაც სჭირდება სასწავლო პროცესს, იქნება უფასო. წიგნებზე რიგები არ იქნება, აღარ იარსებებს შავი ბაზარი და, რაც მთავარია, სექტემბერი აღარ იქნება ეკონომიკური კატასტროფის თვე.

- რა თანხაა საჭირო სასკოლო წიგნების დასაბეჭდად?

- თითქმის იმდენივე, რა თა­ნხაც დაუჯდა სახელმწიფო­ ბი­უჯეტს სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებისთვის წიგნების დაბეჭდვა 2011-2012 წლებში. შარშან 10 მილიონი გამოიყო, წელს კი 12 მილიონი გვჭირდება.

- სახელმძღვანელოები საქართველოში დაიბეჭდება?

- დიახ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტამბებში შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.

- გამომცემლები სახელმძღვა­ნელოების უფასოდ დარიგებაზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ?

- გამომცემლ­ე­ბი მიიღებენ კონტრაქტით გათვალისწინებულ 10%-ს. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, გაყიდონ სასკოლო სახელმძღვანელოები, რადგან ჩვენ არ ვამარაგებთ კერძო სკოლებს. ვფიქრობ, ამით საქმეს არ ვაფუჭებთ. საქართველოში, სადაც საშუალო შემოსავალი ძალიან დაბალია, ოჯახებს უძნელდებათ 150-200 ლარის წიგნების შეძენა.

ესაუბრა მარი მგელაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"