გამოკითხულთა 92%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს

გამოკითხულთა 92%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულებს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონთ. როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა, ყველაზე მოწონებად ფიგურებს შორის პატრიარქი პირველობას 92%-ით ინარჩუნებს.

რეიტინგში მეორე ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რესპონდენტთა 75%-ს მოსწონს.

ლუის ნავაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მოწონების მაჩვენებელი, წინა კვლევასთან შედარებით, 5%-ით შემცირდა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოკითხულთა 66%-ს მოსწონს.

გამოკითხულთა 59%-ს მოსწონს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი, ეკა ბესელია 58%-ს, ზვიად ძიძიგური - 52%-ს.

უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გამოკითხულთა 48%-ს მოსწონს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოკითხულთა 25%-ს.

როგორც ლუის ნავარომ განაცხადა, წინა კვლევასთან შედარებით ყველას მოწონების მაჩვენებელი დაეცა, თუმცა დავით უსუფაშვილის და დავით ბაქრაძის მაჩვენებლები გაიზარდა.

კვლევა 13-27 მარტამდე ჩატარდა და 3 103 ადამიანი გამოიკითხა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"