ილია II - ჩვენ გვიცავს ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი და ასიათასობით წმინდანი

ილია II - ჩვენ გვიცავს ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი და ასიათასობით წმინდანი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს გიორგობის დღესასწაული მოილოცა. როგორც პატრიარქმა დღევანდელი სადღესასწაულო წირვის შემდგომი ქადაგებისას ბრძანა, განსაკუთრებით ულოცავს იმ ადამიანებს, ვინც წმინდა გიორგის სახელს ატარებენ. "წმინდა გიორგი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი", - ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქმა უფალს მადლობა შესწირა იმ მოთმინებისა და სიყვარულისთვის, რომელსაც იგი "მოჰფენს ყოველთა". მან წმინდა გიორგის ცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წმინდა გიორგი იყო იმპერატორ დიოკლიტიანეს მხედართმთავარი, რომელმაც გაბედა ხმამაღლა ეთქვა, რომ ქრისტიანია. "იმპერატორი დიოკლიტიანე ჭკვიანი პიროვნება იყო, მაგრამ იყო წარმართი და ეგონა წარმართობის განმტკიცებით ქვეყანას იცავდა. სინამდვილეში კი - პირიქით. მისი მხედართმთავარი გიორგი კი იყო ქრისტიანი, რომელმაც ხმამაღლა თქვა ეს. მე ვნახე იარაღი, რომლითაც აწამებდნენ წმინდა გიორგის, ეს არის რკინის უღელი, რომელიც ყელზე ჰქონდა შემოხვეული. ასევე, აკრავდნენ ფიცარზე და დანებით უსერავდნენ სხეულს", - აღნიშნა უწმიდესმა.

თუმცა, პატრიარქის თქმით, ბოლო წამებისას, როდესაც წმინდა გიორგი სისხლისგან იცლებიდა, მას ჩაესმა უფლის ხმა - ნუ გეშინია, მე შენთან ვარ. "ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტი ძალა ვერაფერს იზამს საქართველოს წინააღმდეგ, რადგან ჩვენ გვიცავს ღვთისმშობელი დედა, წმინდა გიორგი და ასიათასობით წმინდანი. მშვიდობა და სიუხვე იყოს თქვენს ოჯახებში, გულსა და გონებაში", - ბრძანა უწმიდესმა.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, დღეს მოსახლეობა გადის საფლავებზე, ხვალ კი არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაული, რასთან დაკავშირებითაც საზეიმო ლიტურგია მახათას მთაზე ჩატარდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"