რატომ სადილობენ ქართველები მკვდრებთან ერთად? BBC-ის კორესპონდენტი თბილისიდან

რატომ სადილობენ ქართველები მკვდრებთან ერთად? BBC-ის კორესპონდენტი თბილისიდან

სადილი მიცვალებულებთან: ქართული ოჯახების მოლხენა სასაფლაოზე, - ამ სათაურით აქვეყნებს ტელეკომპანია "ბიბისი" დემიენ მაკგინესის სიუჟეტს საქართველოზე.

როგორც სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, ბევრ დასავლურ ქვეყანაში სასაფლაოს ავისმომასწავებლად ან საშიშადაც კი აღიქვამენ, თუმცა არა - საქართველოში.

"აღმოსავლური ორთოდოქსული ქვეყნების მსგავსად, ქართველებისთვისაც ჩვეულებრივი ამბავია გარდაცვლილი ნათესავებისთვის პატივის მიგება, მათ საფლავზე საჭმლისა და ღვინის გატანით და საფლავების გვერდით ქეიფით. ასობით ადამიანი აღდგომის შემდეგ მოდის გარდაცვლილი ნათესავების საფლავზე, სადაც საჭმელი და სასმელი მოაქვთ", - ამბობს "ბიბისის" კორესპონდენტი დემიენ მაკგინესი, რომელიც აღდგომის დღესასწაულის შემდეგ თავიანთი გარდაცვლილი ახლობლების საფლავზე გასულ ქართველებს შეუერთდა და უშუალოდ მათგან მოისმინა ამ პოპულარული ქართული ტრადიციის შესახებ.

სიუჟეტში დემიენ მაკგინესი აღნიშნავს, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია უმნიშვნელოვანესია ქართული საზოგადოებისთვის და საბჭოთა კავშირის დროს სწორედ ეკლესიამ გადაარჩინა ქართული კულტურა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"