რა აკავშირებს მიხეილ სააკაშვილს სოფო აბულაძესთან და ვის ჩუქნის პრეზიდენტი ერთნაირ საათებს

რა აკავშირებს მიხეილ სააკაშვილს სოფო აბულაძესთან და ვის ჩუქნის პრეზიდენტი ერთნაირ საათებს

რუბრიკა "ჭორი და მართალი"

მიხეილ სააკაშვილის საათების მიმართ სიყვარულზე არაერთხელ მოგვიყოლია. ისიც გვიამბია, თუ როგორ ჩუქნის რჩეულ ქალბატონებს თავისივე საყვარელ აქსესუარს.

ამჯერად კიდევ ერთ დასაჩუქრებულ და პრეზიდენტთან დაახლოებულ მშვენიერ ქალბატონს, სოფო აბულაძეს გაგაცნობთ. სოფო კულტურის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობს. როგორც შევიტყვეთ, ისევე, როგორც კულტურის სფეროში მოღვაწე არაერთი მომხიბვლელი ქალბატონი, თურმე ისიც პრეზიდენტისგან სასიამოვნო პრივილეგიებით სარგებლობს.

ფართო საზოგადოების წინაშე მიხეილ სააკაშვილი და სოფო აბულაძე პირველად ორი წლის წინ, საქართველოს მოდის კვირეულის "ავთერ ფართიზე" იხილეს. ერთ-ერთ კლუბში ისინი ერთ მაგიდასთან სხვა ცნობილ და არცთუ ცნობილ სახეებთან ერთად ისხდნენ. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, სოფო აბულაძე პრეზიდენტს რამდენჯერმე ოფიციალური ვიზიტის დროსაც ახლდა. გარდა ამისა, სააკაშვილის პირადი ვერტმფრენითაც სარგებლობდა და მასში ფოტოც აქვს გადაღებული.

ისიც ცნობილია, რომ პრეზიდენტის პირადი ძვირად ღირებული და კომფორტული ვერტმფრენით, სააკაშვილის ნებართვით, როდესაც თავად არ ეცალა, ხშირად სარგებლობდნენ სხვა ცნობილი სახეები. მიშას ბრძანებით, ეკიპაჟი მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ასეირნებდა და სიღნაღს, ბათუმსა და სხვა ქალაქებს ათვალიერებინებდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"