რესტორან "ლა ტრუფეში" რაც მოხდა ნაციონალებსა და მოქალაქეთა ერთ ჯგუფს შორის, ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. თუმცა არსებული ინფორმაციით, იმავე დღეს დაახლოებით მსგავსი ინციდენტი რესტორან "ელ ცენტროშიც" მოხდა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც "ლა ტრუფეში" ჩხუბისას დაშავებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნაციონალების ნაწილმა ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ელ ცენტროში" გადაინაცვლა. პიროვნებამ, ვინც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა, ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. მისი განცხადებით, "ელ ცენტროში" იმყოფებოდა 2010 წელს თბილისის საკრებულოს წევრი, მორაგბე ვახო მჭედლიძეც, მასთან ერთად გააგრძელა ქეიფი "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებულმა რამდენიმე პირმა. არც ამ რესტორანში ჩაუვლია მათ სტუმრობას ინციდენტის გარეშე. ნაციონალების თანმხლები ქალბატონი გვერდით მაგიდასთან მჯდომმა მამაკაცმა შეურაცხყო და შეხლა-შემოხლამ რესტორნიდან ქუჩაში გადაინაცვლა. ინფორმაციის გადამოწმება თავად "ელ ცენტროშიც" ვცადეთ, თუმცა იქ კომენტარს არ აკეთებენ. ამ რესტორნამდე კი, "ლა ტრუფე" იყო. 11 მაისის საღამოს რესტორანში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი სააკაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მეუღლითურთ, დავით საყვარელიძე, გიორგი ვაშაძე, ზაზა გოროზია, თინათინ ბოკუჩავა, გვანცა დარასელიას მეუღლე ვახო მჭედლიძე, ხათუნა კალმახელიძის ყოფილი მოადგილე გიგი მაკასარაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ნიკა მელია, ია ფარულავა, თიკო სადუნიშვილი და სხვ. რესტორანში ასევე იყვნენ მამუკა ბაკურია, ბექა მაზიაშვილი, მანანა გიორგობიანი და ხათუნა დარბაისელი.
ჩემს მოპირდაპირე მხარეს იჯდა პრეზიდენტი სააკაშვილი. დაპირისპირება ნიკა მელიასა და ბექა მაზიაშვილს შორის დაიწყო. ბექა ნიკას უბრალოდ მიესალმა და მელიამ მხარზე აგდებულად დაარტყა ხელი. შევახსენეთ, რომ გოგონებთან ერთად ვიყავით და ასეთი მოქცევა სწორი არ იყო, მაგრამ რამდენიმე წამში წამოგვადგა თავზე ხუთი ნაციონალი. ვცადე ინციდენტის განმუხტვა, მაგრამ ისინი ჩხუბის ხასიათზე იყვნენ და ვერაფერი გავაწყვე. ეტყობა, მელიას ბავშვობის დროინდელი ბოღმა ჰქონდა მაზიაშვილისადმი და ახლა, დიდი კაცი რომ გახდა, გადაწყვიტა უპირატესობის დამტკიცება. ბექამ მელიას აგდებული ქცევა ვერ აიტანა და შენიშვნა მისცა, მელიამ კი უპასუხა, მოგეფერე, მერე რა მოხდაო? ამის შემდეგ ატყდა ზედახორა. ბექას მისამართით ისეთი აგრესია წამოვიდა, მზად იყვნენ მოეკლათ.
- არსებული ინფორმაციით, სასტიკად არის ნაცემი დათო საყვარელიძე, ზაზა გოროზიას კი ხელი აქვს მოტეხილი...
- იტყუება გოროზია, ხელი კი არა, თითი აქვს მოტეხილი. ხელი როგორ უნდა მომეტეხა? დავით საყვარელიძე ჭაღიდან-ჭაღზე დახტოდა, ისროდა თეფშებს, საფერფლეებს, უხამსი სიტყვებით გვაგინებდა და გვაფურთხებდა. ვანო მერაბიშვილი კუთხეში იდგა და გვიყურებდა როგორ იწევდნენ ჩვენს დასახოცად მისი ბიჭები".
თამარ ბოჭორიშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)