"სოთბის" აუქციონზე ლადო გუდიაშვილის "ცდუნება" 782 500 ფუნტად გაიყიდა

"სოთბის" აუქციონზე ლადო გუდიაშვილის "ცდუნება" 782 500 ფუნტად გაიყიდა

ლონდონის "სოთბის" აუქციონზე ლადო გუდიაშვილის "ცდუნება" 782 500 ფუნტად გაიყიდა. ამის შესახებ "სოთბის" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. აუციონზე გატანილი "ცდუნების" საწყისი ფასი 400-600 ათასი ფუნტი იყო. ქართველი მხატვრის მიერ შესრულებული ფერწერული ტილო "რუსული ხელოვნების კვირეულის ფარგლებში" იყო წარდგენილი და რუსული ხელოვნების სახელით იყო გამოფენილი.

ლადო გუდიაშვილმა "ცდუნება" 1921 წელს პარიზში დახატა, მოგვიანებით კი ის მსახიობ ნინო ნიკოლაძეს აჩუქა.

შარშან, 26 ნოემბერს "სოთბის" აუქციონზე ლადო გუდიაშვილის "შავი ნაკადული" 937 ათას ფუნტად გაიყიდა, რაც დღემდე ქართველი მხატვრის ყველაზე ძვირად გაყიდულ სურათად ითვლება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია