ჯემალ ჭკუასელი: ორასი მეტრის გადმოწევა გაუკვირდათ? - ეს სულ ასე იქნება!

ჯემალ ჭკუასელი: ორასი მეტრის გადმოწევა გაუკვირდათ? - ეს სულ ასე იქნება!

სამხრეთ ოსეთში ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევას ქვეყანაში ყველა თავისებურად გამოეხმაურა - აი, ვნახეთ, რომ რუსეთი რჩება რუსეთად და არაფერი მოაქვს კრემლის კარზე "დავლურს" - ითქვა საქათველოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან... ყველასთვის ცხადი იყო რომ ადრესატებში ანსამბლი "ერისიონი" იგულისხმებოდა... კრიტიკულად განწყობილ ნაწილს ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელმა - ჯემალ ჭკუასელმა უპასუხა...

- გეგონათ, რომ გამიკვირდა ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა? - არაფერი გამკვირვებია... ასე მალე ვერ მოვაჭკვიანებთ რუსეთს, მაგრამ ერთი ის მითხარით, მათ რა გააკეთეს ვინც ჩვენ დაგვცინიან?! რა თქმა უნდა, მეც ვიცი, რომ რუსეთის მხრიდან ეს ძალიან ცუდი ნაბიჯია, მაგრამ ამ შემოდგომაზე ჩვენ კიდევ ვაპირებთ რუსეთში საგასტროლოდ წასვლას. იმის იმედი არ გვაქვს, რომ ასე უცებ დავამთავრებთ ომს, მაგრამ ხალხთან უნდა გვქონდეს ურთიეთობა. ეს ურთიერთობა არ უნდა დაიკარგოს! იარაღის და თოფის ჟღარუნით არაფერი გამოვა, ტყუილია ეგ! მითხარით რა მოუტანია სიხსლისღვრას და ომს?! დაიღუპა ხალხი და ვიღაცეები ტრაბახობენ გავიმარჯვეთო, არაკაცები ესენი...ზეიმი რომ გამართეს, იმ დღეს მე, ანზორ ერქომაიშვილი და ჯანსუღ ჩარკვიანი ვიდექით რუსთაველზე და სირცხვილისგან არ ვიცოდით, თავები სად წაგვეღო...

ყვარყვარიზმი ყოველთვის იყო, პოლიკარპე კაკაბაძე ნამდვილად გენიოსი იყო ეს რომ დაწერა. ხალხის შეკრება ზოგჯერ ბრბოდ იქცევა და ამას კარგად იყენებენ არაკაცები. არაფრით არ შეიძლება ტყუილში ცხოვრება, რასაც ისინი კადრულობდნენ.

- ძალიან გაბედულია თქვენი ნაბიჯები ამ ბოლო დროს...

- როგორ არ ვბედავ, კაცო, რა დამრჩენია?!... მომდგარი არიან მარჯვნიდან, მარცხნიდან, ყოველი გვერდიდან. რა გააკეთა წინა ხელისუფლების პოლიტიკამ, მითხარით, რა მოგვცა?! ყველაფერი, რაც ხდება, უგუნური პოლიტიკის ბრალია. წინა მთავრობის ავყიაობა არ მომწონს პირველ რიგში. არაფერი რომ არ გამოგდის და მაინც უღიტინებ მტერს. გაჩერდნენ მაინც, ყველაფერს აჯობებს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"ბატონო ზურაბ! ვინ მოგახსენათ, რომ ჩვენ მიწაში დაგვმარხეს, თქვენმა ერთი მუჭა "ჰეითერებისგან" შემდგარმა საძმომ?" - ცერცვაძე გურულს

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გყავდეს მეგობრად ვერძი

"რა არ გასვენებს? შენზე ბევრად ნიჭიერი ვარ... ვერ ინელებ ჩემს არსებობას?" - დარსმელიძესა და კონტრიძეს შორის წლების წინ დაწყებული დაპირისპირება გრძელდება