დი­დი ჩეხ­ვა - ანუ რას ეწი­რე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის ფილ­ტვე­ბი

დი­დი ჩეხ­ვა - ანუ რას ეწი­რე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის ფილ­ტვე­ბი

"კაც­მა, შე­უბ­რა­ლე­ბელ­მა ადა­მი­ან­მა მოგ­ვიკ­ლა გუ­ლი, მოგ­ვიკ­ლა შვილი და დაგ­ვტო­ვა თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი. ად­გა, ცუ­ლით და­უწყო ჭრა; იმას არ ეს­მოდა ჩვე­ნი და ჩვე­ნის შვი­ლის კვნე­სა. ცულს რომ გვცე­მენ, ჩვენ ვკვნე­სით და თქვენ­-კი, კაც­ნი, ამას "რა­კუნს" ეძა­ხით. გად­მოგ­ვდის სის­ხლი და თქვენ ჩვენს სისხლს "ხის წვენს" უწო­დებთ... გა­ნა რომ ხელს არ გა­მო­ვი­ღებთ, თავ­-პირს არავის ვა­კაწ­რით... იმი­ტომ არა­ფერ­სა ვგრძნობთ?!"

რე­პორ­ტა­ჟის მომ­ზა­დე­ბი­სას სწო­რედ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ეს სტრი­ქო­ნე­ბი მიტ­რი­ა­ლებ­და გო­ნე­ბა­ში და მივ­ხვდი, რომ ამ პრობ­ლე­მის აღ­სა­წე­რად უკე­თეს შე­სა­ვალს ვერ მო­ვი­ფიქ­რებ­დი. თი­თო­ე­უ­ლი ფო­ტოს გა­და­ღე­ბი­სას თით­ქოს ამ ხე­ე­ბის მწუ­ხა­რე ჩურ­ჩუ­ლი ჩა­მეს­მო­და და გან­ვიც­დი­დი, რომ ვერ ვშვე­ლო­დი. მა­ინც რა სას­ტი­კე­ბი ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი...

რა­ტომ იჩე­ხე­ბა ხე­ე­ბი დე­და­ქა­ლაქ­ში? ამის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბე­ბი­ა. ხე­ე­ბი მო­იჭ­რა კიკ­ვი­ძის ბა­ღში, მტკვრის სა­ნა­პი­რო­ზე, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, აღ­მა­შე­ნებ­ლი­სა და წე­რეთ­ლის გამ­ზი­რებ­ზე, უზ­ნა­ძის, პე­კი­ნი­სა და პუშ­კი­ნის ქუ­ჩებ­ზე, იპოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და სხვა მრა­ვალ ად­გი­ლას.

პირ­ვე­ლად კიკ­ვი­ძის ბა­ღი მო­ვი­ნა­ხუ­ლე და სა­ნამ იმ ავადსახ­სე­ნე­ბელ პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბამ­დე მი­ვაღ­წევ­დი, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­საც მრა­ვა­ლი ხე შე­ე­წი­რა, გზად და­ახ­ლო­ე­ბით 30-მდე მოჭ­რი­ლი ხე და­ვით­ვა­ლე. ზო­გან ხის ფეს­ვი­ა­ნად ამოთხ­რის მცდე­ლო­ბის კვალ­საც წა­ვაწყ­დი. ეს კი ად­ვი­ლი რო­დი­ა, რო­ცა ხეს ფეს­ვე­ბი ღრმად აქვს გად­გმუ­ლი.

პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან მი­სულს სა­ინ­ტე­რე­სო სუ­რა­თი დამ­ხვდა. მარ­თა­ლი­ა, შე­ნო­ბის ირ­გვლივ აბი­ბი­ნე­ბულ ბა­ლახს ხე­ე­ბის კვა­ლი წა­უშ­ლი­ა, მაგ­რამ ეს ამო­ძირ­კვუ­ლი ხე­ე­ბი იქ­ვე, სა­ბავ­შვო ატ­რაქ­ცი­ო­ნის მახ­ლობ­ლად შევ­ნიშ­ნე. ბა­ტო­ნი სტე­ფა­ნე, რო­მე­ლიც ამ ატ­რაქ­ცი­ონ­ზე მუ­შა­ობს, ამ ფეს­ვებს უკ­ვე დი­დი ხა­ნია ინა­ხავს:

"პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბის აგე­ბი­სას ეს ხე­ე­ბი ძი­რი­ა­ნად ამოთხ­ა­რეს. ისე და­მე­ნა­ნა, რაც მო­ვას­წა­რი, აქ შე­მო­ვი­ტა­ნე და მი­წა­ში ჩავ­ფა­ლი. თუმ­ცა, ვერ ვუშ­ვე­ლე, ყვე­ლა გახ­მა, რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან და­ა­ზია­ნეს. ახ­ლა გა­დავ­წყვი­ტე ამ ფეს­ვე­ბის ღრმუ­ლებ­ში მი­წა ჩავ­ყა­რო და ყვა­ვი­ლე­ბი ჩავ­რგო, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გა­მო­ვა, მე­ნა­ნე­ბა გა­და­საყ­რე­ლად, ბო­ლოს და ბო­ლოს ეს ხომ ჩვე­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბუ­ნე­ბის ფეს­ვე­ბი­ა".

21-ე სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი აღარ არის "ტყე შე­უ­ნა­ხე შვი­ლებ­სა, მა­მა ხარ შე­ნი ვა­ლი­ა". თა­ნა­მედ­რო­ვე მა­მე­ბი ალ­ბათ, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ამ სა­უ­კუ­ნის ბავ­შვებს ტყე კი არა, გა­სარ­თო­ბი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სჭირ­დე­ბათ.

კიკ­ვი­ძის ბა­ღი­დან გე­ზი მეტ­რო "მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის" სი­ახ­ლო­ვეს მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბე­ბის­კენ ავი­ღე. უკ­ვე მრავ­ლად მოჭ­რილ ხე­ებს შო­რის ეუ­ლად მდგა­რი ხე შევ­ნიშ­ნე, რო­მე­ლიც ტრაქ­ტო­რის მი­ერ ამოთხ­რი­ლი უზარ­მა­ზა­რი ორ­მოს ნა­პი­რას ფეს­ვებ­მოწყ­ვე­ტი­ლი ელის სიკ­ვდილს. ხვალ ან ზეგ მის ფეს­ვებ­საც მოგ­ლეჯს მე­ქა­ნი­კუ­რი "ურ­ჩხუ­ლი". სა­ცო­და­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ და­ჩე­ხი­ლი ხე­ე­ბი, ჯერ კი­დევ შერ­ჩე­ნო­დათ სი­ნედ­ლე. იქ­ვე მჯდომ­მა მუ­შებ­მა მხო­ლოდ ის მითხ­რეს, რომ ეს მა­თი სამ­სა­ხუ­რი­ა, ამით შო­უ­ლო­ბენ ლუკ­მა­პურს...

ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი და­ბა წყნე­თის და­საწყ­ის­ში, ეგ­რეთ წო­დე­ბულ "კაკ­ლე­ბის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დამ­ხვდა. ერ­თ-ერთი სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტის ეზო­ში ნაძ­ვნა­რი სამ­შე­ნებ­ლო ნივ­თებ­სა და ნაგ­ვშია ჩაფ­ლუ­ლი. აქ ნაძ­ვის მტვრით ფილ­ტვებს ნამ­დვი­ლად ვერ გა­იწ­მენდთ, ყვე­ლა­ფე­რი ცე­მენ­ტის ბუღშია გახ­ვე­უ­ლი.

ამ ტრაქ­ტო­რე­ბით და სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბით სავ­სე ქუ­ჩას თუ გა­უყ­ვე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად წა­აწყ­დე­ბით ნაგ­ვის ურ­ნას­თან დაწყ­ო­ბილ ფეს­ვებს, ძი­რი­ა­ნად მოთხ­რილ ნაძ­ვებს და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ - ბზა­საც. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია მშე­ნებ­ლო­ბის სი­ახ­ლო­ვეს ჯერ კი­დევ ცოცხ­ლად დარ­ჩე­ნი­ლი ხე­ე­ბიც, თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნი ტო­ტებ­ჩა­მო­ტე­ხი­ლი და და­კაწ­რუ­ლი­ა.

ანა გაბ­რი­ა­ძე - არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "უ­საფ­რთხო სივ­რცის" ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნი, მით უმე­ტეს ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ნერ­ვებ­და­სუს­ტე­ბუ­ლი და გა­მო­ფი­ტუ­ლი­ა, ამი­ტომ მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნა. ბუ­ნე­ბა გვამ­შვი­დებს, მი­სი სი­ლა­მა­ზე და სი­ჯან­სა­ღე ჩვენს სულს სალ­ბუ­ნად ედე­ბა. ბა­ღე­ბი და პარ­კე­ბი ფუ­ფუ­ნე­ბის სა­გა­ნი კი არ არის, მათ გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. არა­და, ამის გა­გე­ბა არა­ვის სურს, არც ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას და არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

თბი­ლი­სის გა­რე­უბ­ნებ­ში, და არა მარ­ტო გა­რე­უბ­ნებ­ში, კარ­გა ხა­ნია უმოწყ­ა­ლოდ იჭ­რე­ბა და ზი­ან­დე­ბა ხე­ე­ბი. ასე­თი ფაქ­ტე­ბი ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ოქ­რო­ყა­ნა­სა და თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ავ­ლი­ნა. ოქ­რო­ყა­ნა­ში ვნა­ხეთ ტყის საკ­მა­ოდ დი­დი მა­სი­ვი, რო­მე­ლიც შარ­შან­წინ ხან­ძარ­მა გა­ა­ნად­გუ­რა.

სრუ­ლი­ად და­უც­ვე­ლია თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აც. ხე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას წაჭ­რი­ლი აქვს კენ­წე­რო, ტო­ტე­ბი კი ჩა­მოს­ხე­პი­ლი. ათე­უ­ლო­ბით ფიჭ­ვის­თვის 50 სმ სი­მაღ­ლე­ზე ნა­ჯა­ხით და­უ­ზი­ა­ნე­ბი­ათ მერ­ქა­ნი. ეს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფიჭ­ვნა­რი 2 ჰექ­ტარ ფარ­თობს მო­ი­ცავს. თუ შარ­შან ხე­ე­ბის უნე­ბარ­თვო ჭრა გა­რე­უბ­ნებ­ში და ძნე­ლად მი­სას­ვლელ ად­გი­ლებ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, წელს უკ­ვე მა­ს­ობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს ქა­ლაქ­შიც. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა­ა".

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია