სახიფათო მულტფილმები - რა პრობლემა ექმნება ბავშვის ფსიქიკას

სახიფათო მულტფილმები - რა პრობლემა ექმნება ბავშვის ფსიქიკას

რამდენიმე წლის წინ ფსიქოლოგებისგან მოვისმინე უცხოელ ფსიქოლოგთა კვლევების შესახებ, რომ თურმე ბავშვები და მოზარდები ძალადობის ამსახველი მულტფილმების ინტენსიური ყურებით, ასევე, კომპიუტერული თამაშებით პოტენციურად დიდი რაოდენობით მკვლელობას ჩადიან. ფაქტია, ბავშვებიც და მოზარდებიც ბოლოხანს განსაკუთრებით აგრესიულები და დაუნდობლები გახდნენ. მართლაც რა საფრთხეს შეიცავს კომპიუტერთან და ტელეეკრანთან მიჯაჭვულობა და თუ ასეა, რით შეიძლება ამ საფრთხის აცილება კომპიუტერის ეპოქაში? - გვესაუბრება ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი, ფსიქოლოგი, ნინო ახალაია:

- მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბამ, მრა­ვალ სა­სარ­გებ­ლო შე­დეგ­თან ერ­თად, საკ­მა­ოდ ბევ­რი პრობ­ლე­მის აღ­მო­ცე­ნე­ბას შე­უწყო ხე­ლი - საფ­რთხე ადა­მი­ა­ნის, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის ფსი­ქი­კურ სი­ჯან­სა­ღეს შე­ექ­მნა. თა­ნა­მედ­რო­ვე მულ­ტფილ­მე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა აგ­რე­სი­ი­სა და ძა­ლა­დო­ბის ელე­მენ­ტებს შე­ი­ცავს. ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ჩაფ­ლუ­ლი მო­ზარ­დი საყვარელ გმირ­თან იდენ­ტი­ფი­ცირ­დე­ბა და მი­სი სა­ხით თა­ვად ხდე­ბა სხვა­დას­ხვა მი­სი­ის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, აქვს მი­ზა­ნი, რომ­ლის მიღ­წე­ვას ხში­რად მსხვერ­პლი სჭირ­დე­ბა. თა­მა­შის პრო­ცეს­ში ბავ­შვე­ბი სა­კუ­თა­რი და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა და უარყოფითი გან­ცდე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას ახ­დე­ნენ და წყე­ნა ვირ­ტუ­ა­ლურ მტრებ­ზე გა­და­აქვთ. ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხის გა­ცე­მა რთუ­ლი­ა: უშუ­ა­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი იწ­ვე­ვს აგ­რე­სი­უ­ლო­ბის მო­მა­ტე­ბას, თუ აგ­რე­სი­უ­ლო­ბისკენ მიდრეკილი ბავ­შვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი ირ­ჩე­ვენ ძა­ლა­დობ­რი­ვი ში­ნა­არ­სის სი­უ­ჟე­ტებს. ერ­თი რამ კი აშ­კა­რა­ა, წარ­მო­სა­ხულ და არა­რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ძლი­ე­რი ჩარ­თუ­ლო­ბა ცალ­სა­ხად ქმნის პი­როვ­ნულ პრობ­ლე­მებს - ყა­ლიბ­დე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც საფ­რთხეს უქ­მნის ემო­ცი­ურ სფე­როს და სო­ცი­ა­ლურ კონ­ტაქ­ტებს, ზრდის ნევ­რო­ტუ­ლო­ბის, აგ­რე­სი­უ­ლო­ბის, მტრო­ბის გა­მოვ­ლე­ნის ხა­რისხს, ზი­ან­დე­ბა ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა და შე­საძ­ლო­ა, რი­გი ფსი­ქი­კუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბაც მოხ­დეს.

- პა­ტა­რე­ბი ერ­თი შე­ხედ­ვით უვ­ნე­ბელ მულ­ტფილ­მებს უყუ­რე­ბენ. რა ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ეს მულ­ტფილ­მე­ბი მათ ცნო­ბი­ე­რე­ბა­სა და ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე?

- სა­ში­ნაო თუ სა­გა­რეო საქ­მე­ე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მშო­ბე­ლი, პა­ტა­რის ინ­ტე­რე­სის მი­უ­ხე­და­ვად, ხში­რად სა­კუ­თა­რი დრო­ის გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხარ­ჯზე ბავ­შვის­თვის მულ­ტფილ­მე­ბის ჩარ­თვას არ­ჩევს. ასეთი მშო­ბე­ლი თვი­თონვე უწყ­ობს ხელს მულ­ტფილ­მე­ბის ყუ­რე­ბის მზარ­დი მოთხ­ოვ­ნი­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. თა­ნა­მედ­რო­ვე მულ­ტფილ­მის აგრესიული სი­უ­ჟე­ტი ცუდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს მზარდ, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში მყოფ ფსი­ქი­კა­ზე, ზო­გა­დად - ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. მულ­ტფილ­მე­ბის უკონ­ტრო­ლო ყუ­რე­ბამ შე­საძ­ლოა ხე­ლი შე­უწყ­ოს აგ­რე­სი­უ­ლო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბას, ყუ­რადღ­ე­ბის დე­ფი­ცი­ტის გან­ვი­თა­რე­ბას, მეტყ­ვე­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, სხვა­დას­ხვა ნევ­რო­ტუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნას, წო­ნის მა­ტე­ბას, მხედ­ვე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას და ა.შ.

ზო­გა­დად, სამ წლამ­დე ბავ­შვის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით არა­სა­სურ­ვე­ლია მულ­ტფილ­მე­ბის ხან­გრძლი­ვი დრო­ით ყუ­რე­ბა, ცოტა მოზრდილებისთვის კი მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბი ში­ნა­არ­სის მი­ხედ­ვით მკაც­რად უნ­და შე­ირ­ჩეს, ასე­ვე, გა­კონ­ტროლ­დეს ყუ­რე­ბის ხანგრძლივობაც. თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­­ლ­­ტიპ­ლი­კა­ცი­უ­რი სივ­რცე შე­ივ­სო სწრა­ფად და ია­ფად შექმნილი უხა­რის­ხო პრო­დუქ­ცი­ით. მულ­ტფილ­მის გმი­რე­ბი მყვი­რა­ლა ფე­რე­ბით, სა­ხი­სა და სხე­უ­ლის და­მა­ხი­ნჯე­ბუ­ლი პრო­პორ­ცი­ე­ბით, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი გახ­­მო­­ვა­ნე­ბით და აგ­რე­სი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბით პა­ტა­რის ფსი­ქი­კა­ზე სა­სი­კე­თო გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დე­ნენ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რომ შვი­ლის­თვის შერ­ჩე­ულ მულ­ტფილ­მში მთა­ვა­რი გმი­რი იყოს და­დე­ბი­თი პერ­სო­ნა­ჟი, ჰქონ­დეს კარ­გი იუ­მო­რი, ჯან­სა­ღი მიზ­ნე­ბი, გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს კარ­გი თვი­სე­ბე­ბით - იყოს მე­გობ­რუ­ლი, კე­თი­ლი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, ანუ ფლობ­დეს სა­სურ­ველ და კარგ თვი­სე­ბებს. ეს გმი­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს თუნ­დაც ცელ­ქი, მო­უს­ვე­ნა­რი, სა­სა­ცი­ლო, მაგ­რამ მთა­ვა­რი­ა, სა­კუ­თარ თავ­თან და გა­რე სამ­ყა­როს­თან პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დეს, რად­გან ბავ­შვი შე­უც­ნობ­ლად სწო­რედ საყ­ვა­რე­ლ გმირ­თან აი­გი­ვებს თავს. ასე­ვე, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი­ა, მულ­ტფილ­მის ფი­ნა­ლი იყოს ბედ­ნი­ე­რი, სი­კე­თე იმარ­ჯვებ­დეს, რომ ბავ­შვში ოპ­ტმი­ზ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას შე­უწყ­ოს ხე­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ნე­ბის­მი­ე­რი სა­სი­კე­თო გავ­ლე­ნი­სა, ვერც ერ­თი მულ­ტფილ­მი, თუნ­დაც შე­მეც­ნე­ბი­თი, ვერ ჩა­ა­ნაც­ვლებს ეფექტს, რაც ბავ­შვის მოზ­რდი­ლებ­თან და თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მო­აქვს.

- ად­რე­ულ ასაკ­ში კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბით პა­ტა­რე­ბის გა­ტა­ცე­ბა­ზე რას იტყ­ვით - რას აძ­ლევს ეს ბავშვს (თუ­კი რა­ი­მე და­დე­ბი­თი აქვს) და რას ვნებს?

- ზო­მი­ე­რად მოხ­მა­რე­ბი­სას კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მაშ­საც აქვს და­დე­ბი­თი მხა­რე - ის შე­იძ­ლე­ბა იყოს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი, შე­მეც­ნე­ბი­თი, ას­ე­ვე, ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი. ამას­თან, აყა­ლი­ბებს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლო­ბას - და­სა­ხუ­ლი მიზ­ნისკენ სწრაფ­ვას, თუმ­ცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა, რა თქმა უნ­და, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბის გა­რე­შეც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ თა­მა­შე­ბის უარ­ყო­ფი­თი მხა­რე უფ­რო ძლი­ე­რია - ხში­რად ის გა­ტა­ცე­ბა კი არა, უფ­რო მე­ტად თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ა, რაც ანაც­ვლებს და უინ­ტე­რე­სოს ხდის ოჯახს, თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, სწავ­ლას. თან­და­თა­ნო­ბით ვიწ­როვ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი წრე და იზ­რდე­ბა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, აგ­რე­სი­უ­ლო­ბა, წყე­ნა. მა­ტუ­ლობს დეპ­რე­სი­უ­ლი ფო­ნი, იკარ­გე­ბა მო­ტი­ვა­ცი­ა, შე­საძ­ლო­ა, ოჯა­ხის წევ­რე­ბიც კი მტრად იქ­ცნენ ბავ­შვის გან­ცდა­ში, რად­გან ხელს უშ­ლი­ან და უპი­რის­პირ­დე­ბი­ან­.

ცნო­ბი­ლი გამონათ­ქვა­მი­ა - მთა­ვა­რი საფ­რთხე ის კი არ არის, რომ კომ­პი­უ­ტე­რი და­იწყ­ებს აზ­როვ­ნე­ბას, არა­მედ სა­ხი­ფა­თო­ა, რომ თვი­თონ ადა­მი­ან­მა არ და­იწყ­ოს კომ­პი­უ­ტე­რი­ვით ფიქ­რი.

ესაუბრა ირმა ხარშილაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია