პატრიარქმა მრევლს სულთმოფენობა მიულოცა

პატრიარქმა მრევლს სულთმოფენობა მიულოცა

გავაღოთ ჩვენი გულის კარები, რათა შემოვიდეს სულიწმინდა ჩვენში და გვაცხოვნოს ჩვენ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა დღეს სამების ტაძარში სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა აღავლინა, რის შემდეგაც იქადაგა და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, დღეს არის დიდი დღესასწაული, წმინდა სამების დღე, ტაძრის დღესასწაული. "უფალი ყოველგან არის და ყოველგან აღავსებს მადლითა თვისითა, ამიტომ გავაღოთ ჩვენი გულის კარები, გონება, რათა შემოვიდეს სული წმინდა ჩვენში და გვაცხოვნოს ჩვენ", _ ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

ამასთან, ილია მეორემ ტაძარში შეკრებილ მრევლს და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა და ღვთის მფარველობა უსურვა. "ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მადლი ყოვლადწმინდისა სამებისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს. დღეს არის დიდი დღესასწაული, წმინდა სამების დღე, ტაძრის დღესასწაული, მამა, ძე და სულიწმინდა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს", - აღნიშნა პატრიარქმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია