რას უწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლებს ექ­სტრა­სენ­სი სა­ა­კაშ­ვილს

რას უწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლებს ექ­სტრა­სენ­სი სა­ა­კაშ­ვილს

ლა­ლი ხე­ლაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი ექ­სტრა­სენ­სი­ა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ექ­სტრა­სენ­სე­ბის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დახ­მა­რე­ბის­თვის მათ მი­მარ­თა­ვენ. ლა­ლი ხე­ლაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კურ პროგ­ნო­ზებ­საც აკე­თებს, რო­მე­ლიც ასეა თუ ისე, ყო­ველ­თვის მარ­თლდე­ბა. - პრო­ფე­სი­ით მკურ­ნა­ლი ექ­სტრა­სენ­სი ვარ, პა­რაფ­სი­ქო­ლოგ­მა ზა­ლა­ტინ­სკიმ პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის ექ­სტრა­სენ­სის წო­დე­ბა მო­მა­ნი­ჭა. სა­მი თვე ვმუ­შა­ობ­დი გერ­მა­ნი­ა­ში, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხის გა­მო დავ­ბრუნ­დი. ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­თვის არის ექ­სტრა­სენ­სის მი­მართ. ამ­ჯე­რად გერ­მა­ნი­ი­დან, სა­ბერ­ძნეთიდან და ჰო­ლან­დი­ი­დან მაქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პრო­ექ­ტი­დან "ექ­სტრა­სენ­სთა ბრძო­ლა" გა­მიც­ნო. 30 წელ­ზე მე­ტი პრაქ­ტი­კა მაქვს. ჩე­მი პა­ცი­ენ­ტე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, სა­ერ­თოდ არ ჰგავ­ხართ სხვა ექ­სტრა­სენ­სებ­სო. სამ­წუ­ხა­როდ, მკითხ­ა­ვი ექ­სტრა­სენ­სთან არის გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი. მე არც კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მი­მი­ღია ეს ნი­ჭი, ბავ­შვო­ბი­დან ამ ნი­ჭით და­ვი­ბა­დე. მოვ­ლე­ნებს წი­ნას­წარ ვხე­დავ­დი, მაგ­რამ ამას ბავ­შვურ სი­ცელ­ქეს აბ­რა­ლებ­დნენ. პირ­ვე­ლი ხილ­ვა რომ მქონ­და, მა­შინ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვა­ბა­რებ­დი. ერთ დღეს, რო­ცა მას­წავ­ლე­ბელ­თან მივ­დი­ო­დით, მეტ­რო­დან გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ვთქვი, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თან სუფ­რა დაგ­ვხვდე­ბო­და გაშ­ლი­ლი, რო­მელ­ზეც ბო­კა­ლე­ბი იქ­ნე­ბო­და დაწყ­ო­ბი­ლი და გვეტყ­ოდ­ნენ, რომ გაკ­ვე­თი­ლი არ ჩაგ­ვი­ტარ­დე­ბო­და. მარ­თლაც ასე მოხ­და. ეზო­ში გაშ­ლი­ლი იყო თეთ­რი სუფ­რა და მა­გი­და­ზე ბო­კა­ლე­ბი იდ­გა. ლექ­ტო­რის მე­უღ­ლემ გვითხ­რა: ბავ­შვე­ბო, წა­დით სახ­ლში, სტუმ­რებს ვე­ლო­დე­ბით". ამ ფაქ­ტმა მეც გა­მა­ოგ­ნა. გა­ვი­და დრო და ახა­ლი ხილ­ვე­ბი მქონ­და, ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, არა­ფერს ვჭამ­დი. ერთ დღე­საც პუ­რი გავ­ტე­ხე, ფი­გუ­რე­ბი ათა­მაშ­და და მა­შინ მივ­ხვდი, რომ ახა­ლი ძა­ლა მო­მე­ცა, მას შემ­დეგ პურ­ზე ვმკითხ­ა­ობ.

- რო­დის გა­ა­კე­თეთ პირ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პროგ­ნო­ზი?

- პირ­ვე­ლი პროგ­ნო­ზი 80-ი­ან წლებ­ში გა­ვა­კე­თე, რო­ცა ექ­სტრა­სენ­სო­რი­კა და­ვამ­თავ­რე, ზა­ურ ჭი­კა­ძე გახ­ლდათ სა­პა­ტენ­ტოს უფ­რო­სი სა­მე­დი­ცი­ნო­ში. მის კა­ბი­ნეტ­ში მქონ­და სე­რი­ო­ზუ­ლი ხილ­ვა. კე­დელ­ზე თეთ­რი ფო­ნი ჩა­მო­ეშ­ვა, გა­მო­სა­ხულ წყალ­ში ერ­თი მხრი­დან ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია იყო, მე­ო­რე მხა­რეს იე­სო ქრის­ტე. მა­თი სა­ხე­ე­ბი კე­დელ­ზე ირეკ­ლე­ბო­და, მაცხ­ო­ვა­რი სა­ხეც­ვლი­ლე­ბას გა­ნიც­დი­და. აკან­კა­ლე­ბულ­მა ვუთხ­ა­რი ბა­ტონ ზა­ურს ამ ხილ­ვის შე­სა­ხებ, რომ­ლის ჩა­ნა­წე­რიც დღემ­დე შე­მო­ნა­ხუ­ლი­ა. 9 აპ­რილ­ზეც მქონ­და ხილ­ვა. ჯერ მო­შიმ­ში­ლე­ე­ბიც არ იყ­ვნენ ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლე­ბი. მა­ლე­ვე აი­რია სი­ტუ­ა­ცი­ა, და­იწყო სა­მო­ქა­ლა­ქო ომი... 2002 წელს, 6 თვით ად­რე ვთქვი, რომ რე­ვო­ლუ­ცია მოხ­დე­ბო­და, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს ახალ­გაზ­რდა, უშ­ნო და ქა­ლებ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი მა­მა­კა­ცი შეც­ვლი­და. დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლია ის ჩა­ნა­წე­რე­ბი. ხილ­ვა ოქ­რუ­აშ­ვილ­ზეც მქონ­და: ოქ­რუ­აშ­ვილ­მა პი­ჯა­კი გა­მო­იც­ვა­ლა, მავ­თულ­ხლარ­თებს იქით იდ­გა და მივ­ხვდი, რომ და­ი­ჭერ­დნენ. ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზეც მქონ­და ხილ­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვით ად­რე დავ­წე­რე, რომ სა­მე­უ­ლი­დან ერ­თ-ერთს ვე­ღარ ვხე­დავ­დი, ვი­გუ­ლის­ხმე ბურ­ჯა­ნა­ძე, სა­ა­კაშ­ვი­ლი და ჟვა­ნი­ა. მე­სიზ­მრა, პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი გარ­დაც­ვლილს მი­ა­ცი­ლებ­დნენ. რომ გა­ვიღ­ვი­ძე, მივ­ხვდი, სა­მე­ულს მა­მა­კა­ცი გა­მო­აკ­ლდე­ბო­და, რო­მელ­საც შვი­ლე­ბი ჰყავ­და. მა­შინ­ვე ვთქვი, მოხ­დე­ბო­და მკვლე­ლო­ბა, რო­მე­ლიც დიდ­ხანს ბუ­რუ­სით იქ­ნე­ბოდა მო­ცუ­ლი. ჩე­მი ნა­ამ­ბო­ბი შემ­თხვე­ვამ­დე ერ­თი კვი­რით ად­რე ჩა­ი­წე­რა დიქ­ტო­ფონ­ზე ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა. ინ­ფორ­მა­ცია ლა­პა­რა­კის დროს თა­ვის­თა­ვად მო­მე­წო­დე­ბა. ერ­თი პე­რი­ო­დი - ციფ­რე­ბს 7,4, 9, 5 ვხედავდი, მივხვდი რომ ეს ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის კო­დი იყო. დიდ­ხანს ვითხ­ოვ­დი პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რას. ეს კო­დი აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და გა­ი­შიფ­როს. ეს ამ­ბა­ვი 7 ნო­ემ­ბრამ­დე, 7 აგ­ვის­ტომ­დე ხდე­ბო­და. შემ­დეგ ვცა­დე ან­ბა­ნუ­რად ამეხ­სნა - ზ, დ, ი, ე გა­მო­ვი­და. ასე გავ­შიფ­რე, რომ ეს ნიშ­ნავს "ზდიე ბო­ლომ­დე და გა­ი­მარ­ჯვებ". ზ-ზვი­ა­დი­ა, დ-და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი, ე-ე­დუ­არ­დი და ი-­ვი­ცო­დი, ივა­ნიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლიც არის ეს და შე­უძ­ლი­ათ ნა­ხონ. თით­ქმის ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოს­ზე მაქვს ხილ­ვა. ამო­ვი­ცა­ნი ბურ­ჯა­ნა­ძის - პო­ლი­ტიკი­დან, ეკა ხო­ფე­რი­ას "რუს­თა­ვი 2"-დან წას­ვლა. ვთქვი, გრი­გო­ლია მი­დის პო­ლი­ტი­კა­ში-­მეთ­ქი და წა­ვი­და კი­დეც.

- მოკ­ლუ­ლია ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი?

- გა­იხ­სნე­ბა ეს საქ­მე, მაგ­რამ არ მაქვს უფ­ლე­ბა ვთქვა, ვინ არის დამ­ნა­შა­ვე. არ მინ­და გა­მო­ძი­ე­ბას ხე­ლი შე­ე­შა­ლოს.

- რო­გორც ვი­ცი, ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი და­დის თქვენ­თან სე­ან­სებ­ზე...

- საფ­რთხე რომ არა­ვინ შე­მიქ­მნა, იმის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა, რომ კო­რექ­ტუ­ლო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე. ჩემ­თან ყვე­ლა რჯუ­ლი­სა და კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნი მო­დის, მაგ­რამ და­კონ­კრე­ტე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ.

- ახ­ლა რა პო­ლი­ტი­კუ­რი პროგ­ნო­ზე­ბის გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლი­ათ?

- პრე­ზი­დენ­ტი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე წა­ვა. სწორედ მი­სი შეც­დო­მის გა­მო ჩა­მო­ას­ვე­ნეს ბი­ჭე­ბი ავ­ღა­ნე­თი­დან. უპა­ტი­ე­ბელ შეც­დო­მას ჩა­ი­დენს და წა­ვა. დი­დი შეც­დო­მა გახ­დე­ბა მი­სი წას­ვლის და გა­სა­მარ­თლე­ბის მი­ზე­ზიც. სა­ხელს და გვარს არ და­ვა­სა­ხე­ლებ, მაგ­რამ მო­დის წე­სი­ე­რი, პა­ტი­ო­სა­ნი, სუ­ლით ხორ­ცამ­დე ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც დი­დი ღვაწ­ლი აქვს ქვეყ­ნის­თვის გა­წე­უ­ლი. ის მო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­სარ­ჩე­ნად.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილი განცხადებას ავრცელებს

როგორ ეხმაურება The Guardian ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს - გავლენიანი გამოცემა ქართველ ჩოგბურთელზე წერს

ადვოკატის ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე გათავისუფლებულია და სახლში იმყოფება