თამთა აშორტია - სააკაშვილს ისე მივმართე, რა დონეზეც იმსახურებს პატივისცემას

თამთა აშორტია - სააკაშვილს ისე მივმართე, რა დონეზეც იმსახურებს პატივისცემას

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც პრეზიდენტის და ქართველი სტუდენტი გოგონას საუბარია ნაჩვენები. საუბრის დასასრულს პრეზიდენტმა გოგონას დასცინა, რამაც დამსწრე საზოგადოების (ქეთა გაბიანი, მიშა თავხელიძე, გიგა ნასარიძე და სხვ.) დიდი აღტაცება გამოიწვია. ჩვენ ვესაუბრეთ ამ დიალოგის მთავარ მონაწილეს, თამთა აშორტიას.

- მე გამოვთვქი ჩემი მოსაზრება და პრეზიდენტს დავუსვი შეკითხვა, იმასთან დაკავშირებით, რაზეც ჩაატარა, როგორც თვითონ უწოდა, ლექცია. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც სტუდენტები, ისე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.

- შენ როგორ მოხვდი ამ შეხვედრაზე?

- უნივერსიტეტში მივიღეთ ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აწყობდა, შეხვედრას და როგორც სტუდენტმა, გამოვთქვი სურვილი, რომ დავსწრებოდი. უარი არ უთქვამთ, ვფიქრობ, არ იცოდნენ პრეზიდენტზე ჩემი შეხედულება.

- შენი გამოსვლით კმაყოფილი ხარ?

- იმ ვიდეოში, რაც გავრცელდა, ჩემი გამოსვლის ნაწილი ამოჭრილია, გარდა ამისა, კითხვა არც დამასრულებინეს და მიკროფონი ჩამომართვეს. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, არ ვარ კმაყოფილი. ვიდეო ისე დაჩეხეს, რომ მარტო სააკაშვილის ხმა ისმოდა და რასაც მე ვპასუხობ, არაფერი არ ჩანს. ჩემი დაცინვით სააკაშვილს თავისი თავის კარგი პიარი გამოუვიდა.

- თამთა, როგორიც არ უნდა იყოს შენი დამოკიდებულება სააკაშვილისადმი, ის არის პრეზიდენტი და პირში საღეჭი რეზინით მასთან ლაპარაკი უტაქტობა არაა?

- არაა უტაქტობა. მე ყველა ადამიანს ისე მივმართავ, რა დონეზეც იმსახურებს პატივისცემას. სააკაშვილი კი ჩემგან საერთოდ არ იმსახურებს პატივისცემას.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტმა სტუდენტი გააჯავრა - როგორ უპასუხა სააკაშვილმა მწვავე რეპლიკას