კომაში მყოფ ჯაბა ბოჯგუას ადამიანები თანადგომას უცხადებენ

კომაში მყოფ ჯაბა ბოჯგუას ადამიანები თანადგომას უცხადებენ

მას მერე, რაც "ამბები.გემ"- კომაში მყოფ ჯაბა ბოჯგუას დედის, მანანა გვასალიას ინტერვიუ გამოაქვეყნა, ქალბატონი მანანა დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მასთან სატელეფონო ზარები არ წყდება. ადამიანები რეკავენ, ამხნევებენ და თანადგომას უცხადებენ. ამასთან, მატერიალური დახმარების სურვილსაც გამოთქვამენ.

მანანა გვასალია:

- მას შემდეგ, რაც თქვენი საინფორმაციო პორტალის საშუალებით ჯაბას მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, უამრავი ადამიანი მიკავშირდება. ვინც კი მირეკავდა ყველა მირჩევდა, ჯაბას სახელზე სატელეფონო ანგარიში გამეხსნა, სადაც ხალხი თუნდაც ერთი ლარის ჩარიცხვას შეძლებდა.

სიახლე ის არის, რომ "ბილაინმა" ჯაბას ნომერი გამოუყო, რომელზეც შესაძლებელია ზარის განხორციელება "მაგთისა" და "ბილაინის" აბონენტებისათვის 0901 700 039.

ასევე "ბანკ რესპუბლიკაში გახსნილია ანგარიში GE22BR000001038169963

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია