ქარ­თუ­ლი ქორ­წი­ლის უც­ნა­უ­რო­ბე­ბი

ქარ­თუ­ლი ქორ­წი­ლის უც­ნა­უ­რო­ბე­ბი

ქარ­თუ­ლი ქორ­წი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფე­ნო­მე­ნი­ა. სტუმ­რებს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, ზოგ­ჯერ ისეთ უც­ნა­ურ სი­ძე-­პა­ტარ­ძალ­სა და ახი­რე­ბულ ნა­თე­სა­ვებს გა­და­აწყ­დე­ბი, წი­ნას­წარ იცი, რომ იმ ქორ­წილ­ში აუ­ცი­ლებ­ლად რა­ღაც მოხ­დე­ბა. ასე­თი ამ­ბე­ბი კი ყვე­ლა­ზე მე­ტად ვის ეცო­დი­ნე­ბა, თუ არა ქორ­წი­ლის გა­დამ­ღებ, მრავ­ლის­მნახ­ველ ოპე­რა­ტო­რებ­სა და ფო­ტოგ­რა­ფებს. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" უც­ნა­ურ მე­ქორ­წი­ნე­ებ­სა და მათ უც­ნა­ურ თუ კუ­რი­ო­ზულ ქმე­დე­ბებ­ზე ტე­ლე­ო­პე­რა­ტორ გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე­სა და ფო­ტოს­ტუ­დია SaveMomentstudio-ს დამ­ფუძ­ნე­ბელს, ფო­ტოგ­რაფ გი­ორ­გი გრძე­ლიშ­ვილს ესა­უბ­რა.

გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე: ერთ ქორ­წილ­ში სი­ძი­სა და დე­დოფ­ლის მა­მებ­მა ისე სცე­მეს ერ­თმა­ნე­თს, რომ არა სხვა ნა­თე­სა­ვე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა, ქორ­წი­ლი ჩა­იშ­ლე­ბო­და. ნამ­ტი­რა­ლე­ვი პა­ტარ­ძა­ლი გადღ­აბ­ნი­ლი მა­კი­ა­ჟით იჯ­და სუფ­რას­თან...

ერ­თ-ერთ ჯვრის­წე­რა­ზე რამ­დე­ნი­მე წყვი­ლი იდ­გა. მღვდე­ლი თა­ვის საქ­მეს შე­უდ­გა. რო­მელ წყვილ­საც ვი­ღებ­დი, იმ პა­ტარ­ძალ­თან მი­ვი­და, პირ­ჯვა­რი გა­და­სა­ხა, მთე­ლი რი­ტუ­ა­ლი ჩა­ა­ტა­რა და სი­ძის ჯე­რი რომ დად­გა, გა­მო­ი­ხე­და და სად არის სი­ძე? ბო­ლოს ძირს აღ­მო­ა­ჩი­ნა გულ­წა­სუ­ლი. ძლივს მო­ა­სუ­ლი­ე­რეს საწყ­ა­ლი ბი­ჭი. ფი­ზი­კუ­რად სუს­ტი იყო, დი­ლი­დან უჭ­მე­ლი, თა­ნაც ამ­დენ ემო­ცი­ურ დატ­ვირ­თვა­სა და სიცხ­ეს ვე­ღარ გა­უძ­ლო. მო­სუ­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ, რა თქმა უნ­და, ჯვრის­წე­რა გაგ­რძელ­და, მაგ­რამ პა­ტარ­ძა­ლი ფეხ­ზე იდ­გა, სი­ძე კი სკამ­ზე იჯ­და...

ზოგ­ჯერ ისე­თი უც­ნა­უ­რი და ახი­რე­ბუ­ლი წყვი­ლი­ა, ცუ­და­დაც კი მთავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ერ­თხელ ჯვრის­წე­რამ­დე ფო­ტო­სე­სი­ის­თვის წყვი­ლი ბუ­ნე­ბა­ში გა­ვი­და, რა თქმა უნ­და, მეც თან გავ­ყე­ვი და ვი­ღებ­დი. პა­ტარ­ძალ­მა აი­ხი­რა, გინ­და თუ არა, ხე­ზე უნ­და ავი­დე, ტოტ­ზე კა­ბა ლა­მა­ზად გად­მოვ­ფი­ნო და ისე გა­და­ვი­ღო ფო­ტო­ო. მეჯ­ვა­რე­ებ­მაც გა­აფ­რთხი­ლეს, არ ახ­ვი­დე­ო, სი­ძე­მაც, მაგ­რამ ვის და­უ­ჯე­რა?!. ხე­ი­რი­ა­ნად არც იყო ასუ­ლი, რომ გად­მო­ვარ­და... ბო­ლოს ქორ­წილ­ში სა­ხე­ზე ნა­კე­რებ­და­დე­ბუ­ლი იჯ­და...

ერ­თხელ კი მძი­მე­წო­ნი­ან­მა პა­ტარ­ძალ­მა მას­ზე ბევ­რად მცი­რე წო­ნის სი­ძეს ხელ­ში აყ­ვა­ნა და ფო­ტოს ისე გა­და­ღე­ბა მოს­თხო­ვა. ბიჭ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ვერ გა­უ­წი­ა, მო­ე­რი­და, თან სა­ში­ნე­ლი ამინ­დი იყო, ტან­მორ­ჩილ­მა სი­ძემ, რა თქმა უნ­და, ამ­ხე­ლა წო­ნას ვერ გა­უძ­ლო და პა­ტარ­ძა­ლი ტა­ლახ­ში აღ­მოჩ­ნდა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ბის გა­სუფ­თა­ვე­ბას ბევ­რი ცდი­ლობ­და, ქორ­წილ­ში მა­ინც ტა­ლა­ხი­ა­ნი კა­ბით იჯ­და...

ერთ ქორ­წილ­ში კი სი­ძის დე­დამ სტუმ­რე­ბი ჩა­მო­ი­ა­რა და ტი­რი­ლით ამ­ცნო ყვე­ლას, რომ პა­ტარ­ძა­ლი არ მოს­წონ­და, მაგ­რამ მის­მა შვილ­მა არ და­უ­ჯე­რა და მა­ინც მო­იყ­ვა­ნა. ყვე­ლა­ზე გა­საკ­ვი­რი ის იყო, რომ მეც კი შე­მომ­ტი­რა. ბო­ლოს დე­დამ­თი­ლის წუ­წუნს პა­ტარ­ძლის ნა­თე­სა­ვებ­მაც მოჰ­კრეს ყუ­რი და რომ არა მი­სი მე­უღ­ლის დრო­უ­ლი ჩა­რე­ვა, ალ­ბათ ქორ­წი­ლი ჩა­იშ­ლე­ბო­და.

ფო­ტოგ­რა­ფი გი­ორ­გი გრძე­ლიშ­ვი­ლი: ერთ ქორ­წილ­ში სა­ში­ნე­ლი პა­ტარ­ძა­ლი იყო, სი­ძე კი საკ­მა­ოდ სიმ­პა­თი­უ­რი. არი­ან წყვი­ლე­ბი, გა­რეგ­ნო­ბა რომ არ ანაღ­ვლებთ, რად­გან ერ­თმა­ნე­თი უყ­ვართ და ეს იგ­რძნო­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ ამ წყვილს სიყ­ვა­რუ­ლიც კი არ აკავ­ში­რებ­და. რო­დე­საც ჯვრის­წე­რა დას­რულ­და, სი­ძის დამ მი­ლოც­ვის ნაც­ვლად ტი­რი­ლი და­იწყ­ო, სი­ძე კი ამ­შვი­დებ­და - კარ­გი, ხომ არ ვთხოვ­დე­ბი, ცო­ლი მომ­ყავს, რაც არის, ეგ არი­სო. ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი და თვალ­ში­სა­ცე­მი კი ის იყო, რომ ყვე­ლა ცე­რე­მო­ნი­ალს - ჯვრის­წე­რას, ხე­ლის მო­წე­რას - ავ­ტო­მო­ბილ­ში მჯდა­რი მა­მა­კა­ცი აკონ­ტრო­ლებ­და. თა­ნაც ერ­თხე­ლაც კი არ გად­მო­სუ­ლა მან­ქა­ნი­დან, იქი­დან აკვირდებოდა თი­თო­ე­ულ დე­ტალს. ფო­ტო­სე­სი­ი­სას კი სი­ძე თა­ვის მე­გო­ბარ გო­გო­ნებ­თან პო­ზი­ო­რობ­და და მე­ძახ­და, მო­დი, ერ­თი, ნორ­მა­ლურ გო­გო­ებ­თან გა­და­მი­ღე ფო­ტო­ო­ო.. სი­ძე-­პა­ტარ­ძალ­მა ერ­თად სულ რამ­დე­ნი­მე ფო­ტო გა­და­ი­ღო, ისიც ისე­თი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით, რომ...

ერ­თი სი­ძე მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნის ფან­ჯრი­დან სა­ნა­ხევ­როდ გა­მოძ­ვრა და შამ­პა­ნურს ისე ხსნი­და, წო­ნას­წო­რო­ბა ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და გად­მო­ვარ­და...

მა­რი ონე­ზაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია