პატრიარქი ახალგაზრდებს საპატრიარქოს ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს

პატრიარქი ახალგაზრდებს საპატრიარქოს ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საპატრიარქოს ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადგებისას ბრძანა, საპატრიარქოსთან უნდა ჩამოყალიბდეს ახალგაზრდული ცენტრი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

"ამაზე ფიქრობს ხელისუფლებაც და ეს ცენტრი იქნება დამხმარე ქართული საზოგადოებისთვის. ახალგაზრდები, ვინც დაინტერსებულია სოფლის მეურნეობით, შეიკრიბეთ. მე ცოტა ხანში დავბრუნდები უცხოეთიდან, შეგხვდებით და განვიხილავთ თქვენს წინადადებებს. ძალიან გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის", - მიმართა პატრიარქმა საზოგადოებას.

უწმინდესმა დღევანდელი ქადაგებისას ადამიანის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანი არის ხატება ღვთისა და ღვთის ქმნილების გვირგვინი.

"ხშირად ვფიქრობთ ადამიანის შესახებ და ვერ ვხსნით იმას, ვინ არის ადამიანი. ამიტომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ცნებები ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ადამიანი ძლიერია თავისი სულიერი სამყაროთი, მაგრამ ამავე დროს ძალიან უძლურია. ადამიანი შეიძლება ავიდეს ღმერთამდე და შეიძლება დაეცეს ჯოჯოხეთამდე, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანს და ერთამენთს უნდა დავეხმაროთ", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ადამიანის გაძლიერების უპირველესი საშუალება ღვთის მადლი და სულიწმიდის მადლია, რომელიც "არის უძლურთა მკურნალი და ნაკლოვანთა აღმავსებელი".

"თუმცა ასევე არსებობს ბუნებრივი საშუალებები ადამიანის გასაძლიერებლად – ჩვენი მიწა, ბუნება, სამყარო, მცენარეები, ხეები. ძველად, ხალხი, როდესაც დაიღლებოდა, დაჯდებოდა მუხასთან, მიეყრდნობოდა ბეჭებით და უარყოფით ძალას მუხა იღებდა თავის თავზე", - ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორის შემოქმედის ეპარქიის მონაზვნები დააჯილდოვა და ტრადიციულად რამდენიმე გვარიც დალოცა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია