"ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის აღ­დგე­ნა 800 ლა­რი ღირს"

"ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის აღ­დგე­ნა 800 ლა­რი ღირს"

სა­ქარ­თვე­ლო­ში "ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის სა­­კითხ­ზე" რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ აჟი­ო­ტა­ჟი ატყ­და და დღემ­დე არ ცხრე­ბა. სხვა­თა შო­რის, ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს ის იწ­ვევს, ხში­რად აკითხ­ა­ვენ თუ არა სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კლი­ნი­კებს ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის აღ­სად­გე­ნად.

კლი­ნი­კა "მე­დის" მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი თა­თა მიჩი­ტაშ­ვი­ლი:

- ჩვენს გი­ნე­კო­ლოგს ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის აღ­დგე­ნის ოპე­რა­ცია რამ­დენ­ჯერ­მე გა­უ­კე­თე­ბი­ა. სხვა­თა შო­რის ერ­თი და იმა­ვე პა­ცი­ენ­ტის­თვის რამ­დენ­ჯერ­მეც. უფ­რო მეტად თბი­ლი­სე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გვა­კითხ­ავს. სა­ერ­თოდ, ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი­ა. ჯერ გი­ნე­კო­ლოგ­თან ვი­ზიტს ითხ­ო­ვენ, შემ­დეგ იუ­რის­ტთან აფორ­მე­ბენ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. …ამ თე­მა­ზე აჟი­ო­ტა­ჟი ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს შე­სა­ხებ გა­კე­თე­ბულ რე­პორ­ტაჟს მოჰ­ყვა. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, ასე­თი რა აპა­რა­ტი აქვს სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს, მი­სი მეშ­ვე­ო­ბით რომ ამას ად­გე­ნენ?! გა­მო­რიცხ­უ­ლი­ა, ვინ­მეს და­ნად­გა­რი და­ა­დო და გა­ი­გო, ქა­ლიშ­ვი­ლია თუ არა, ან აღ­დგე­ნი­ლი აქვს თუ არა ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა.

- და მა­ინც, რა ღირს "ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის აღ­დგე­ნა"?

- ჰი­მე­ნოპ­ლას­ტი­კა ჩვენ­თან 800 ლა­რი ღირს.

მა­რი­ნა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი, ტა­ტიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის გი­ნე­კო­ლო­გი:

- ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის აღ­დგე­ნით ოპე­რა­ცი­ებს ჩვენ არ ვა­კე­თებთ. მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი ვარ და ეს პირ­ველ რიგ­ში, ცოდ­ვად მი­მაჩ­ნი­ა. თუ არ ვცდე­ბი, ამას კა­ნო­ნიც კრძა­ლავს. ასეთ ოპე­რა­ცი­ებ­ზე უფ­რო პრო­ვინ­ცი­ე­ბი­დან აკითხ­ა­ვენ სტა­ცი­ო­ნა­რებს. სა­მა­გი­ე­როდ, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ქა­ლიშ­ვილ გო­გო­ნებს უკ­ვე ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ვხე­დავ. სხვა კლი­ნი­კა­შიც ვმუ­შა­ობ და არც იქ ვა­კე­თებთ მსგავს ოპე­რა­ცი­ებს. პი­რა­დად მე ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის მომ­ხრე ვარ. დღეს გო­გო­ნე­ბი ყვე­ლა­ფერს კად­რუ­ლო­ბენ, ბევ­რი ქა­ლიშ­ვი­ლი არა­ქა­ლიშ­ვილ­ზე უა­რე­სი­ა. სუ­ლით გარ­ყვნი­ლე­ბი არი­ან და ხში­რად სა­მი პარ­ტნი­ო­რიც ჰყავთ.

ზაზა გიგაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)