სამ სასულიერო პირს მსახურების უფლება შეუჩერდა

სამ სასულიერო პირს მსახურების უფლება შეუჩერდა

მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში მღვდელთმსახურების უფლება სამ სასულიერო პირს შეუჩერდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორე ჭუაძემ განუცხადა. მისი თქმით, სამ სასულიერო პირს მღვდელთმსახურების უფლება სხვადასხვა დროით აქვთ შეჩერებული, ეს გადაწყვეტილება კი, საპატრიარქოში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მიიღო.

რაც შეეხება კომისიის გადაწყვეტილების მოტივს, თეოდორე ჭუაძემ მიზეზების დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ "ეს ეკლესიის შიდა საქმეა". საპატრიარქოში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა უბისისა და მარგვეთის მოსახლეობის დაპირისპირება სასულიერო პირებთან.

მოსახლეობის ნაწილი სასულიერო პირებს აღსარების გათქმაში, ეკლესიის ქონების მიტაცებასა და მრუშობაში ადანაშაულებდა.

საპატრიარქოში შექმნილი სპეციალური კომისია დაპირისპირებაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მოსახლეობის ნაწილმა ეკლესიის კარი აჭედა.

დღეს, საპატრიარქოს სპეციალური კომისიის წევრები შეხვდნენ მრევლს, სასულიერო პირებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტ ვახტანგ ახვლედიანის საქმის შესწავლის მიზნით საპატრიარქოში სპეციალური კომისია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ადგილობრივმა მრევლმა დახმარებისთვის საპატრიარქოს მიმართა. მეუფე ვახტანგს მრევლი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვასა და საეკლესიო კანონების დაუცველობაში ადანაშაულებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია