"ცოცხ­ებს მო­ვი­მარ­ჯვებთ და მთვრა­ლებს ვუ­ტევთ"

"ცოცხ­ებს მო­ვი­მარ­ჯვებთ და მთვრა­ლებს ვუ­ტევთ"

ამბები.გე გთავაზობთ ერთი მეეზოვის ინტერვიუს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლეში" დაიბეჭდა. მეეზოვეე თავის პრობლემებზე და რთული სამუშაოს შესახებ ჰყვება.

მაშინ "ყველა სიახლე" ერ­თ-ერთ მე­ე­ზო­ვეს, ქალ­ბა­ტონ ნა­ნას ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ვი­უ­ზე მხო­ლოდ იმ პი­რო­ბით დაგ­ვთან­ხმდა, თუ მის ვი­ნა­ო­ბას არ გავამხელდით (სამ­წუ­ხა­როდ, მე­ე­ზო­ვე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უბ­რის­გან რა­ტომ­ღაც თა­ვი შე­ი­კა­ვა).

- რო­ცა ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და, მე­ზო­ბე­ლი ამ სამ­სა­ხურს შემ­პირ­და. ამას ჩე­მი მო­ზარ­დი შვი­ლე­ბის მხრი­დან სა­ში­ნე­ლი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. გა­მო­მიცხ­ა­დეს, რომ არ უნ­დო­დათ დე­და­მი­სი მე­ე­ზო­ვე ყო­ფი­ლი­ყო და ეს მათ მე­გობ­რებს გა­ე­გოთ. რა თქმა უნ­და, მა­თი თხოვ­ნა და პრო­ტეს­ტი არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე, მაგ­რამ ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რი­სი გა­და­ტა­ნა მო­მიხ­და.

- ძნე­ლია ქა­ლის­თვის ეს სა­მუ­შა­ო?

- ძნე­ლი კი­დევ იმი­ტო­მა­ა, რომ ზოგ­ჯერ მთე­ლი ღა­მის ნა­ქე­ი­ფა­რი ადამიანები გა­მო­ივ­ლი­ან და რო­ცა ორ ქალს მარ­ტოს და­გი­ნა­ხა­ვენ, სა­კუ­თარ თავს ბევ­რი რა­მის უფ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ. ასეთ დროს პატ­რუ­ლის გა­მო­ძა­ხე­ბით ვე­მუქ­რე­ბი, მახ­ლო­ბელ ქუ­ჩა­ზე მყოფ კო­ლე­გას და­სახ­მა­რებ­ლად ვე­ძა­ხი და ცოცხ­ებს მო­ვი­მარ­ჯვებთ ხოლ­მე, შე­ტე­ვა­ზე გა­დავ­დი­ვართ, ეს ჭრის (ი­ღი­მის). იმ მო­მენ­ტში კი ვჩან­ვართ ძლი­ე­რე­ბი და მედ­გრად ვუხ­ვდე­ბით ყვე­ლა პრობ­ლე­მას, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან მძი­მე გა­და­სა­ტა­ნი­ა, რო­ცა ქალს შე­უ­რაცხ­ყო­ფას გა­ყე­ნე­ბენ. რა თქმა უნ­და, ამა­ზე ოჯახ­ში არას­დროს მი­ლა­პა­რა­კი­ა, მხოლოდ ჩუ­მად მი­ტი­რი­ა...

მარი ონეზაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია