მხეცები თვინიერდებიან, ადამიანები მხეცდებიან?

მხეცები თვინიერდებიან, ადამიანები მხეცდებიან?

უზარმაზარი ტყის მასივების გაჩანაგების შედეგად გაჩენილი ეკოლოგიური პრობლემები სარჩო-საბადებელს და თავშესაფარს უსპობს ფაუნას - ცხოველები საცხოვრებლად უვარგის გარემოს ტოვებენ და გარბიან, თუმცა მძიმე პირობებს გადარჩენილები ბრაკონიერების სისასტიკეს ეწირებიან. პერიფერიებში არსებული რესტორნები კვლავაც სავსეა ერთი ციდა გალიებში გამომწყვდეული მხეცებით. მომვლელებმა კი თავი დაცულად რომ იგრძნონ, ბელებს და მგლის ლეკვებს ადრეულ ასაკში კბილებს აძრობენ(!), - თუ აიშვეს, ასე ნაკლებად საშიშნი არიან, ვერ დაგვგლეჯენო. სამწუხაროდ, ამ ბოროტების ჩამდენები დღემდე დაუსჯელნი არიან. არადა, კანონი კატეგორიულად კრძალავს ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას!

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი (რომელიც მალევე გააქრეს), სადაც საქართველოს ერთ-ერთ მთიან სოფელში გლეხების მიერ დათვის მოკვლის კადრებია ასახული. კანონი კი დათვზე ნადირობას კრძალავს!

ასევე გავრცელდა ფოტო, რომელზეც ბელს თაკარა სიცხეში კისერზე ჯაჭვმობმულს და ალიკაპით პირაკრულს დაატარებენ მასთან ფოტოს გადაღების მსურველთათვის. მოქმედი კანონმდებლობით, ასეთი ბიზნესიც დასჯადია!

ევროპის ქვეყნებში ამის ჩამდენი გვარიან ფულად ჯარიმას და პატიმრობასაც კი გამოჰკრავდა ხელს. ჩვენთან კი... სად არიან კანონის და სამართლის აღმასრულებლები? ან სად არის გარემოს დაცვის სამინისტრო?!

...რამდენიმე წლის წინ, იმერეთისა და ქართლის სოფლებში ძროხებს უცნაური დაავადება შეეყარათ. იმის გამო, რომ გლეხებმა ვერ გაიგეს, პირუტყვს რა სჭირდა, იძულებული გახდნენ საქონელი დაეკლათ. ეს კი მომაკვდინებლად მოქმედებდა მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მაშინ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მივმართე (ბაკურ კვეზერელის მინისტრობის დროს) კითხვით, რა ეშველებათ პირუტყვს და გლეხებს? ჩვენ არაფერი ვიცით, ძროხებს არ მოუმართავთო(?!).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია