"ა­ფეთ­ქე­ბე­ბი­სა და წი­ვილ­-კი­ვი­ლის ხმა გვეს­მის" - სი­რი­ა­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ნა­ამ­ბო­ბი

"ა­ფეთ­ქე­ბე­ბი­სა და წი­ვილ­-კი­ვი­ლის ხმა გვეს­მის" - სი­რი­ა­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ნა­ამ­ბო­ბი

ალ­ბათ, მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბობს კუთხ­ე, სა­დაც ქარ­თველს არ შეხ­ვდე­ბით და მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ამ ქვე­ყა­ნა­ში ომია თუ მშვი­დო­ბა. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სი­რი­ა­ა. ისე, ამ ქვე­ყა­ნა­ში უკ­ვე სა­მი წე­ლია მძვინ­ვა­რებს სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და თქვენს მო­ნა-­მორ­ჩილს რა­ტომ­ღაც ეგო­ნა, რომ ქარ­თვე­ლებს უკ­ვე კარ­გა ხნის წინ და­ტო­ვე­ბუ­ლი ექ­ნე­ბო­დათ ეს სა­ხელ­მწი­ფო. თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც სი­რი­ა­ზე აშშ-ის მხრი­დან დარ­ტყმის ალ­ბა­თო­ბამ რე­ა­ლუ­რი კონ­ტუ­რე­ბი შე­ი­ძი­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ "აღ­მო­ა­ჩი­ნა", რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში 22 ქარ­თვე­ლი იყო ჩარ­ჩე­ნი­ლი. ისი­ნი დახ­მა­რე­ბას ითხ­ო­ვენ და იმე­დი­ა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სი შე­სა­ბა­მის ზო­მებს ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­ი­ღებს და რო­დე­საც "ყვე­ლა სი­ახ­ლის" ეს ნო­მე­რი დღის სი­ნათ­ლეს იხი­ლავს, ქარ­თვე­ლე­ბი უკ­ვე სამ­შვი­დო­ბოს იქ­ნე­ბი­ან გა­სუ­ლე­ბი.

ნარ­გი­ზა ლომ­თა­თი­ძე: 10 წე­ლია სი­რი­ა­ში ვცხოვ­რობ და ვმუ­შა­ობ. აქ ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბი ვართ სა­მუ­შა­ოდ ჩა­მო­სუ­ლი. დი­დი შრო­მი­სა და წვა­ლე­ბის ფა­სად ვა­ხერ­ხებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხე­ბის რჩე­ნას. მანდ რომ ვე­რა­ფე­რი ვი­ხე­ი­რეთ, იმი­ტომ წა­მო­ვე­დით აქეთ წლე­ბის წინ. ზო­გი მა­ღა­ზი­ა­ში მუ­შა­ობს, ზოგს თა­ვად აქვს მცი­რე ბიზ­ნე­სი, ძი­რი­თა­დად ვვაჭ­რობთ. ჩვენ თუ არ ვი­მუ­შა­ვეთ, ოჯა­ხე­ბი შიმ­ში­ლით ამოგ­ვიწყ­დე­ბა. თუმ­ცა ახ­ლა მთა­ვა­რი­ა, გა­დავ­რჩე და სამ­სა­ხურს რო­გორ­მე ვი­შო­ვი. რა­მე რომ მო­მი­ვი­დეს, ჩემს შვი­ლებს ვი­ღა არ­ჩენს?

- რა ხდე­ბა ახ­ლა და­მას­კო­ში, რა ვი­თა­რე­ბაა ქუ­ჩებ­ში?­ (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 3 სექ­ტემ­ბერს)

- ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში სიმ­შვი­დე­ა, მაგ­რამ აფეთ­ქე­ბე­ბის, სრო­ლი­სა და წი­ვილ­-კი­ვი­ლის ხმა ჩვე­ნამ­დეც აღ­წევს. ბევ­რმა საცხ­ოვ­რე­ბე­ლი და­ტო­ვა და ბავ­შვე­ბი გა­ხიზ­ნა. არა­ვინ იცის, რო­დის და­იწყ­ე­ბა ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბის შტურ­მი. მო­სახ­ლე­ო­ბის დი­დი ნა­წი­ლი ბე­ი­რუთ­ში მი­დის, ვი­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, თურ­ქეთ­ში გა­და­დის. ბო­ლო ხანს ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბა მდგო­მა­რე­ო­ბა, აქამ­დე ქვე­ყა­ნას იმი­ტომ არ ვტო­ვებ­დით, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დით.

- სი­რი­ის მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბა რო­გო­რი­ა?

- და­მას­კო­ელ­თა უმე­ტე­სო­ბა ბა­შარ ალ ასა­დის მხარ­დამ­ჭე­რია და მზად არის, იბ­რძო­ლოს მის­თვის. ამ­ბო­ბენ, რომ ტე­ლე­ფო­ნე­ბიც ის­მი­ნე­ბა და ხალ­ხი დიდ სიფ­რთხი­ლეს იჩენს. არც მე მინ­და პო­ლი­ტი­კა­ზე ტე­ლე­ფო­ნით სა­უ­ბა­რი...

- რა­ტომ თქვით უა­რი 1-ელ სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოს­ვლა­ზე? სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ნაცხ­ა­და, რომ თქვენ­თვის ავი­ა­ბი­ლე­თე­ბი უკ­ვე შე­ძე­ნი­ლი ჰქონ­დათ.

- ბე­ი­რუთ­ში რომ გა­გიშ­ვან, 4-5 დღე რიგ­ში უნ­და იდ­გე. ვე­ღარ ვას­წრებ­დით იქ ჩას­ვლას. რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე თუ არ გაგ­ვაფ­რთხი­ლე­ბენ, ისე აზ­რი არა აქვს ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნას. აქ ძი­რი­თა­დად 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი ვართ და ბე­ი­რუთ­ში ქუ­ჩა­ში ხომ ვერ ვიცხ­ოვ­რებთ. იქ ძა­ლი­ან სიძ­ვი­რე­ა. ინ­ფლა­ცია მოხ­და. რა­ღაც კა­პი­კე­ბი გვქონ­და შეგ­რო­ვი­ლი და ისიც გა­უ­ფა­სურ­და. მში­ე­რი მოვ­კვდე­ბით ბე­ი­რუთ­ში და თან ქუ­ჩა­ში უნ­და და­ვი­ძი­ნოთ. გა­სა­ყი­დი სა­ქო­ნე­ლიც დავ­კარ­გეთ ამ არე­უ­ლო­ბა­ში და არა­ფე­რი აღარ გაგ­ვაჩ­ნი­ა. ვე­ლო­დე­ბით, რომ დაგ­ვი­რე­კავს სა­კონ­სუ­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და გა­დაწყ­დე­ბა ჩვე­ნი თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის ამ­ბა­ვი. ოღონ­დ ეგ არის, რომ ტრან­ზი­ტით ფრე­ნა არ შეგ­ვიძ­ლი­ა, რად­გან და­მა­ტე­ბით ბარ­გზე 35-40 დო­ლა­რის გა­დახ­და მოგ­ვი­წევს, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი არ გვაქვს. გვინ­და პირ­და­პირ თურ­ქეთ­ში გავ­ფრინ­დეთ და იქი­დან რა­მე­ნა­ი­რად დავ­ბრუნ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუნ­დაც ფე­ხით გა­და­ვალთ აჭა­რა­ში. გა­ი­გეთ, რომ არ გვაქვს ფუ­ლი, ამ­დე­ნი წლის შრო­მა და და­ნა­ზო­გი წყალ­ში ჩაგ­ვე­ყა­რა. ქარ­თულ მხა­რეს ალ­ტერ­ნა­ტი­ვას ვთა­ვა­ზობთ - რად­გან სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა­ა, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ქარ­თვე­ლე­ბის­თვი­საც გახ­სნან თურ­ქე­თის საზღ­ვა­რი და გე­მით წა­ვალთ თურ­ქეთ­ში. სა­კონ­სუ­ლო ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა და გვერ­დით გვიდ­გას, მაგ­რამ სა­კონ­სუ­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ნის­ტრე­ბი არ არი­ან, მსგავ­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი რომ მი­ი­ღონ. აქ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოც კი არ არის. ისევ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, პი­რა­დად ქალ­ბა­ტონ მაია ფან­ჯი­კი­ძეს ვთხოვთ დახ­მა­რე­ბას. რო­გორ­მე აქე­დან უსაფ­რთხოდ გაგ­ვიყ­ვა­ნონ და მე­რე სა­კუ­თარ თავ­საც მივ­ხე­დავთ და ოჯა­ხებ­საც.

მე­გი კურ­ცხა­ლი­ა:

- თქვენ ახ­ლა გა­ი­გეთ, სი­რი­ა­ში ასე რომ და­ი­ძა­ბა მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ ბო­ლო ორი კვი­რაა ამ დღე­ში ვართ. ჯერ ყვე­ლა ობი­ექ­ტი და სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მუ­შა­ობს, მაგ­რამ რო­დის დაგ­ვარ­ტყა­მენ, კაც­მა არ იცის, თან და­მას­კო­ში ვართ...

- აქამ­დე რა­ტომ არ ეცა­დეთ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას?

- ყვე­ლა საზღ­ვა­რი ჩა­კე­ტი­ლი იყო, თა­ნაც არც გვე­გო­ნა, ასე თუ და­ი­ძა­ბე­ბო­და მდგო­მა­რე­ო­ბა.

- თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, თით­ქოს სი­რი­ა­ში ქარ­თვე­ლე­ბი არ იყ­ვნენ...

- ეს იმი­ტომ, რომ სა­ელ­ჩო­ში აღ­რიცხ­ვა­ზე არ ვი­ყა­ვით. უკ­ვე 6 წე­ლია სი­რი­ა­ში ვცხოვ­რობ და ვვაჭ­რობ. სა­მი წე­ლი­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვყო­ფილ­ვარ. ვი­ზა­ზე ვა­დის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ბე­ი­რუ­თის საზღ­ვარ­ზე მი­წევ­და გა­დას­ვლა. ალ­ბათ სხვე­ბიც ასე იქ­ცე­ოდ­ნენ, ამი­ტო­მაც ფიქ­რობ­დნენ, რომ არ იყ­ვნენ ქარ­თვე­ლე­ბი სი­რი­ა­ში. ძა­ლი­ან მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ა, ამას ინ­ფლა­ცი­აც და­ე­მა­ტა, ერ­თი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი 800 სი­რი­უ­ლი ფუნ­ტი ღირს, დო­ლა­რიც აღარ იშო­ვე­ბა არ­სად, უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში ვართ, ფუ­ლიც აღარ გვაქვს, ვზი­ვართ სას­ტუმ­რო­ში და ვე­ლო­დე­ბით, რა მოხ­დე­ბა, რა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს მსოფ­ლი­ო. ტე­ლე­ვი­ზი­ით შე­ვიტყ­ვეთ, რომ ჩვე­ნი ელ­ჩი ცდი­ლობს გაგ­ვიყ­ვა­ნოს აქე­დან, მაგ­რამ რო­დის მო­ხერ­ხდე­ბა, არ ვი­ცით. ამ­ბო­ბენ, რომ 9 სექ­ტემ­ბრამ­დე სიმ­შვი­დე იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რის­გან ვართ დაზღ­ვე­უ­ლი?

- სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ნაცხ­ა­და, ავი­ა­ბი­ლე­თე­ბი და­ჯავ­შნი­ლი იყო, მაგ­რამ ქარ­თვე­ლებ­მა უა­რი გა­ნაცხ­ა­დეს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა­ზე­ო, მარ­თა­ლი­ა?

- სა­მი­ნის­ტრომ მარ­თლაც შე­ი­ძი­ნა ჩვენ­თვის ბი­ლე­თე­ბი, მაგ­რამ ბე­ი­რუთ­ში ხომ უნ­და ჩა­ვი­დეთ? 5-დღი­ა­ნი რი­გე­ბი­ა, ფუ­ლია სა­ჭი­რო იქ ჩა­სას­ვლე­ლა­დაც, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფუ­ლი კი ვი­შო­ვეთ, მაგ­რამ ყვე­ლა მძღოლ­მა უა­რი გვითხ­რა ბე­ი­რუთ­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე. ახ­ლა ვე­ლო­დე­ბით, იქ­ნებ თურ­ქე­თის­კენ გაგ­ვიხ­სნან ერ­თი სა­ა­თით გზა, უკ­ვე მივ­მარ­თეთ შე­სა­ბა­მის უწყ­ე­ბებს და ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა. თუ ახ­ლა ცოცხ­ლებ­მა გა­მო­ვაღ­წი­ეთ, აქ აღა­რა­სო­დეს ჩა­მო­ვალთ.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია