სოფელ ბაშში დედა 18 წლის წინ გარდაცვლილი შვილის მუმიას უვლის

სოფელ ბაშში დედა 18 წლის წინ გარდაცვლილი შვილის მუმიას უვლის

ჯონი ბაკარაძე 18 წლის წინ, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამის გადაწყვეტილებით, ოჯახმა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაშში ცხოვრობს, მიცვალებული არ დაასაფლავა და უკვე 18 წელია, დედა, ციური კვარაცხელია შვილს ცოცხალივით უვლის. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება შვილიშვილის გამო მიიღეს, რომელიც მამის გარდაცვალების დროს 2 წლის იყო. "ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, არ დაგვესაფლავებინა. ამბობდა, შვილმა უნდა ნახოს, როგორი მამა ჰყავდაო. ჯონის შვილი ახლა 20 წლისაა და მოდის ხოლმე. არ აქვს მკვდრის შიში, პირიქით, ამაყობს, რომ ასეთი კარგი მამა ჰყავდა", - ამბობს შვილმკვდარი დედა.

პირველი 4 წელი მიცვალებულს ბალზამით ინახავდნენ, შემდეგ კი, როგორც დედა ამბობს, სიზმარში ნახა, რომ სპირტით შეენახა ცხედარი. მას შემდეგ ციური კვარაცხელია საკუთარი მეთოდით უვლის მკვდარ შვილს.

ავტორები: მაკა ქობალია, ნინო ჭანია

იხილეთ ვიდეო

გაფრთხილებთ, კადრები მძიმე სანახავია!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია