ა­ნო­რექ­სია - მო­დელ­თა და­ა­ვა­დე­ბა

ა­ნო­რექ­სია - მო­დელ­თა და­ა­ვა­დე­ბა

"სი­ლა­მა­ზე მსხვერპლს მო­ითხ­ოვს, მაგ­რამ არა სი­ცოცხ­ლის ფა­სად", - ექი­მი-­დი­ე­ტო­ლო­გე­ბის თქმით, ეს სიტყ­ვე­ბი არა­ვინ უნ­და და­ი­ვიწყ­ოს, გან­სა­კუთ­რე­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე შო­უ­ბიზ­ნე­სი­სა და მო­დის სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. ბო­ლო წლებ­ში მსოფ­ლი­ო­ში საკ­მა­ოდ გახ­შირ­და მო­დელ გო­გო­ნა­თა ანო­რექ­სი­ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, ამი­ტომ ანო­რექ­სი­ა, პირ­ველ რიგ­ში, მო­დის სამ­ყა­როს და­ა­ვა­დე­ბად მი­იჩ­ნე­ვა. თუმ­ცა სხვა­დას­ხვა დი­ე­ტის დაც­ვი­თა და წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლით შეპყ­რო­ბი­ლე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ახალ­გაზ­რდე­ბი და მო­ზარ­დე­ბიც არი­ან. გვე­სა­უბ­რე­ბა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნი­ნო აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლი:

- მარ­ტი­ვი გან­მარ­ტე­ბით, ანო­რექ­სია კვე­ბი­თი აშ­ლი­ლო­ბა­ა, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ა­ნი წო­ნა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იკ­ლებს. სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით, ანო­რექ­სია მა­დის სრუ­ლი და­კარ­გვა­ა, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა იწ­ვევს, მათ შო­რის ინ­ფექ­ცი­უ­რი, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელი სის­ტე­მის თუ სხვა. არ­სე­ბობს პირ­ვე­ლა­დი ანო­რექ­სია - შიმ­ში­ლის გრძნო­ბის არა­რ­სე­ბო­ბა, რო­მე­ლიც ჰორ­მო­ნა­ლურ დის­ფუქ­ცი­ას, აგ­რეთ­ვე ნევ­რო­ლო­გი­ურ პა­თო­ლო­გი­ებ­სა და ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნე­ებს უკავ­შირ­დე­ბა. სხე­უ­ლის წო­ნის დაკ­ლე­ბის მიზ­ნით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ანო­რექ­სი­ას კი არა მარ­ტო სხვა­დას­ხვა და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი დი­ე­ტა, არა­მედ ის პრე­პა­რა­ტე­ბი იწ­ვე­ვენ, რომ­ლებ­საც ზედ­მე­ტი კა­ლო­რი­ე­ბის დაწ­ვის­თვის სვა­მენ. ვი­თარ­დე­ბა ნერ­ვუ­ლი პა­თო­ლო­გი­ა, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ა­ნი წო­ნა­ში მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იკ­ლებს, მაგ­რამ თავს მსუქ­ნად მა­ინც გრძნობს და გა­მუდ­მე­ბით ცდი­ლობს კი­დევ და­იკ­ლოს.

- რა სიმ­პტო­მე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა ეს და­ა­ვა­დე­ბა?

- იწყ­ე­ბა სა­ერ­თო სი­სუს­ტე, უძი­ლო­ბა, არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვი­სა და სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის დაქ­ვე­ი­თე­ბა, კა­ნის სიმ­შრა­ლე, თმის ცვე­ნა, ანე­მია და სხვა. ამ დროს ზი­ან­დე­ბა გულ­-სის­ხლძარ­ღვთა, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი სის­ტე­მა, ვი­თარ­დე­ბა კუნ­თე­ბის სი­სუს­ტე, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დაქ­ვე­ი­თე­ბა და შე­დე­გიც სა­ვა­ლა­ლო­ა, გა­მო­სა­ვა­ლი ლე­ტა­ლუ­რი­ა. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ეს და­ა­ვა­დე­ბა ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდა ქა­ლებ­ში ვლინ­დე­ბა, თუმ­ცა ხში­რია მო­ზარდ გო­გო­ნებ­შიც.

- მაგ­რამ თუ მო­ზარდს ზედ­მე­ტი წო­ნა არ აწუ­ხებს, ის დი­ე­ტას არც მი­მარ­თავს.

- მარ­თა­ლი­ა, მაგ­რამ მო­ზარ­დი დი­ე­ტას არ ირ­ჩევს, ის უფ­რო შიმ­ში­ლობს. წო­ნის დაკ­ლე­ბის მიზ­ნით შერ­ჩე­უ­ლი დი­ე­ტა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი უნ­და იყოს, კვე­ბის რა­ცი­ო­ნი უნ­და მო­ი­ცავ­დეს მო­ზარ­დი ორ­გა­ნიზ­მის­თვის ცი­ლე­ბის, მი­ნე­რა­ლე­ბი­სა და ვი­ტა­მი­ნე­ბის აუ­ცი­ლე­ბელ მა­რაგს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ირ­ღვე­ვა არა მარ­ტო ზრდის პრო­ცე­სი, არა­მედ ენ­დოკ­რი­ნუ­ლი სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი გო­ნებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­სა და ჯანმ­რთე­ლო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა. ამ­ხა­ნა­გის რჩე­ვით ან ინ­ტერ­ნეტ­ში ამო­კითხ­უ­ლი დი­ე­ტის დაც­ვა სა­ზი­ა­ნო­ა. ამი­სათ­ვის არ­სე­ბო­ბენ დი­ე­ტო­ლო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ზარდს ანამ­ნე­ზის, სი­მაღ­ლი­სა თუ აღ­ნა­გო­ბის მი­ხედ­ვით შე­ურ­ჩევენ დი­ე­ტას. ამი­ტომ, პირ­ვე­ლი წე­სი, რაც მშო­ბელ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს არის ის, რომ მე­ტი ყუ­რადღ­ე­ბა და­უთ­მოს სამ­ზა­რე­უ­ლო­ს და ბავ­შვე­ბის კვე­ბის კულ­ტუ­რას. უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ სიმ­სუქ­ნი­სა და ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, ძი­რი­თა­დად, ენერ­გე­ტი­კუ­ლი დის­ბა­ლან­სია მი­ღე­ბულ და და­ხარ­ჯულ კა­ლო­რი­ებს შო­რის. სა­ერ­თოდ ორ­გა­ნიზ­მის ენერ­გე­ტი­კუ­ლი ცვლა მო­ი­ცავს ორ პრო­ცესს - ენერ­გი­ის მი­ღე­ბა­სა და მის და­ხარ­ჯვას. პირ­ვე­ლი კომ­პო­ნენ­ტი გა­ნი­საზღ­ვრე­ბა ენერ­გი­ით, რო­მელ­საც ვღე­ბუ­ლობთ საკ­ვე­ბით, მე­ო­რე კი მი­სი გა­ნა­წი­ლე­ბით.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ზარ­დი უნ­და მი­ეჩ­ვი­ოს ნორ­მა­ლურ კვე­ბას, ანუ - სა­ჭი­რო ენერ­გი­ის მი­ღე­ბას და მის მიზ­ნობ­რი­ვად გა­ნა­წი­ლე­ბას, ანუ იყოს ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი. მო­ზარ­დმა უნ­და იცო­დეს, რომ მკაც­რმა "დი­ე­ტამ", შე­საძ­ლო­ა, წო­ნის სწრა­ფი დაკ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, მაგ­რამ ასე­თი ტი­პის დი­ე­ტის შეწყ­ვე­ტის შემ­დეგ მა­და ძლი­ერ­დე­ბა, უმ­ჯო­ბეს­დე­ბა საკ­ვე­ბის შე­წო­ვა და ხდე­ბა წო­ნის პირ­ვე­ლად­ზე მე­ტად მო­მა­ტე­ბა. სწო­რედ აქ იწყ­ე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დის­კომ­ფორ­ტი, რო­მე­ლიც გა­სუ­ქე­ბის პა­ნი­კურ შიშს იწ­ვევს და ახალ­გაზ­რდა შიმ­შილს იწყ­ებს, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში კი ინ­ტერ­ნეტ­ში ამო­კითხ­უ­ლი წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის "დამ­ხმა­რე პრე­პა­რა­ტე­ბის" მი­ღე­ბას. ამის შე­დე­გად წო­ნა­ში მარ­თლაც სწრა­ფად იკ­ლებს და ასე ვთქვათ, ეშ­ხში შე­სუ­ლი, კვლავ ამ მე­თოდს მი­მარ­თავს, რაც დიდ საფ­რთხეს უქ­მნის მის ჯანმ­რთე­ლო­ბას.

- რას ურ­ჩევ­დით მათ?

- იმი­სათ­ვის, რომ წო­ნა­ში და­ვიკ­ლოთ და იმავ­დრო­უ­ლად საფ­რთხე­ში არ ჩა­ვიგ­დოთ არც ჯან­მრთე­ლო­ბა და არც სი­ცოცხ­ლე, სა­ჭი­როა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად, კვე­ბი­თი ჩვე­ვე­ბი­სა და კვე­ბი­თი ქცე­ვის კო­რექ­ცი­ას მო­ი­ცავს, ასე­ვე ცხოვ­რე­ბის წე­სის შეც­ვლას, რაც, პირ­ველ რიგ­ში, ფი­ზი­კურ აქ­ტი­უ­რო­ბას გუ­ლის­ხმობს. რაც შე­ე­ხე­ბა დი­ე­ტას, ვი­მე­ო­რებ, რომ ის და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი უნ­და იყოს - ცი­ლე­ბის, ცხი­მე­ბის, ნახ­შირ­წყლე­ბის, ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის შემ­ცვე­ლო­ბის მი­ხედ­ვით, ასეთ დი­ე­ტას უკუჩ­ვე­ნე­ბა არ გა­აჩ­ნია და უმ­ჯო­ბე­სი­ა, რომ ის რო­გორც მო­ზარდს, ისე ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ანს სა­ჭი­რო გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ სპე­ცი­ა­ლის­ტმა შე­უდ­გი­ნოს.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია