პირ­ვე­ლი კლა­სი­დან ინ­გლი­სუ­რი ენის სწავ­ლა ფსი­ქი­კა­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს?

პირ­ვე­ლი კლა­სი­დან ინ­გლი­სუ­რი ენის სწავ­ლა ფსი­ქი­კა­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ინ­გლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბა პირ­ვე­ლი კლა­სი­დან სა­ვალ­დე­ბუ­ლო­ა. რო­გო­რია სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თვალ­საზ­რი­სი? - ამ სა­კითხ­ზე ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი გო­გო­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ჩვენს სკო­ლებ­ში ინ­გლი­სუ­რი ენა პირ­ვე­ლი კლა­სი­დან 2010-2011 სას­წავ­ლო წლი­დან ის­წავ­ლე­ბა და დღემ­დე ასე­ა, სტან­დარ­ტი შე­იც­ვა­ლა, არა­და, ამ­გვა­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ მეც­ნი­ე­რულ კვლე­ვას, გა­მოც­დი­ლე­ბას უნ­და ემ­ყა­რე­ბო­დეს. ად­რინ­დე­ლი სტან­დარ­ტით, მოს­წავ­ლეს ერ­თდრო­უ­ლად მხო­ლოდ ორი უცხო ენის სწავ­ლა შე­ეძ­ლო: პირ­ვე­ლი უცხო ენის - სწავ­ლე­ბის მე­სა­მე წლი­დან, მე­ო­რე ენის­/ - მეშ­ვი­დე კლა­სი­დან, ხო­ლო თუ სკო­ლა მე­სა­მე უცხო ენის სწავ­ლე­ბას ჩათ­ვლი­და სა­ჭი­როდ, მას მე­ა­თე კლას­ში პირ­ვე­ლი უცხო ენა უნ­და ჩა­ე­ნაც­ვლე­ბი­ნა. თუმ­ცა, იქ­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ სკო­ლას, შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ, შე­ეძ­ლო მეშ­ვი­დე კლა­სამ­დე ეს­წავ­ლე­ბი­ნა ორი უცხ­ო­უ­რი ენა ან მე­სა­მე კლა­სა­მ­დე და­ეწყო უცხო ენის სწავ­ლე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ან­გა­რი­ში გა­უ­წი­ეს ისეთ სკო­ლებს, რო­გო­რიც არის დე­მი­რე­ლის კო­ლე­ჯი, იტა­ლი­უ­რი სკო­ლა, ეგ­ზი­უ­პე­რის სკო­ლა და ა.შ, სა­დაც პირ­ვე­ლი კლა­სი­დან იწყ­ე­ბა უცხო ენის სწავ­ლე­ბა. ­კლა­სი­კო­სე­ბი - გო­გე­ბაშ­ვი­ლი, უშინ­სკი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ ბავ­შვმა ჯერ მშობ­ლი­ურ ენა­ზე უნ­და ის­წავ­ლოს წე­რა-­კითხ­ვა და ან­გა­რი­ში, მე­რე კი - უცხო ენა. ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის აზ­რით, თუ პი­რი­ქით მოხ­და და ბავ­შვმა ჯერ უცხო ენა­ზე და­იწყო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, ან ერ­თდრო­უ­ლად ორ ენა­ზე, მა­შინ მო­ზარ­დის გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ერ­თი სა­ფე­ხუ­რით ჩა­მოქ­ვე­ით­დე­ბა. ამ თვალ­საზ­რისს მომ­დევ­ნო თა­ო­ბის მეც­ნი­ერ­თა დი­დი ნა­წი­ლიც იზი­ა­რებ­და და იზი­ა­რებს. პრო­ფე­სო­რი გუ­რამ რა­მიშ­ვი­ლი ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბით ას­კვნის, რომ სკო­ლა­ში არა­უ­ად­რეს სწავ­ლე­ბის მე-3-4 წელს უნ­და და­იწყ­ოს უცხო ენის შეს­წავ­ლა. ასე­თი­ვეა ფსი­ქო­ლო­გე­ბის აზ­რიც, აკა­დე­მი­კო­სი შო­თა ნა­დი­რაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ "უცხო ენის სწავ­ლე­ბის დაწყ­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც ბავ­შვმა კარ­გად იცის წე­რა-­კითხ­ვა, თვლა­-ან­გა­რი­ში და აზ­როვ­ნე­ბა მშობ­ლი­ურ ენა­ზე, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, უცხო ენის შეს­წავ­ლა მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­დენს მო­ზარ­დის ფსი­ქი­კა­ზე და შე­ა­ფერ­ხებს მის გო­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბას... თუ ინ­გლი­სუ­რი მშობ­ლი­უ­რი ენის კონ­კუ­რენ­ტად აქ­ცი­ეს, ეს ძა­ლი­ან ცუ­დად იმოქ­მე­დებს ბავ­შვის ფსი­ქი­კა­სა და მი­სი აზ­როვ­ნე­ბის მთლი­ა­ნო­ბა­ზე". ერ­თი შე­ხედ­ვით, ეს შე­იძ­ლე­ბა არც ჩან­დეს, მაგ­რამ მო­ზარ­დის ფსი­ქი­კა თან­და­თან მა­ხინ­ჯდე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, ამ თვალ­საზ­რისს ისი­ნი გა­ეც­ნონ, ვინც დღეს ქარ­თუ­ლი სკო­ლის ბედს წყვეტს. ეს ხომ ერის მო­მავ­ლის სა­კითხ­ი­ა, ერ­თი ენი­დან მე­ო­რე­ზე გა­დას­ვლი­სას ხდე­ბა აზ­როვ­ნე­ბის გა­ფან­ტვა, მოს­წავ­ლე­თა დიდ ნა­წილს კონ­ცენ­ტრი­რე­ბა უჭირს. მხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი ასა­კი­დან ვე­ღარ არ­ღვევს ორი ენის თა­ნაცხ­ოვ­რე­ბა მო­ზარ­დის აზ­როვ­ნე­ბის მთლი­ა­ნო­ბას. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ადა­მი­ანს მხო­ლოდ ერ­თი მშობ­ლი­უ­რი ენა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ პრო­ფე­სორ­მა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ ჩა­ა­ტა­რა ექ­სპე­რი­მენ­ტი, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა: მან ახალ­შო­ბი­ლი ბავ­შვის ტი­რი­ლი ჩა­ი­წე­რა, რომ­ლის პირ­ვე­ლი ამო­ძა­ხი­ლი ა ბგე­რის ტემ­ბრის არის. ცნო­ბი­ლი­ა, რომ ჟღე­რა­დო­ბით, წარ­მოთ­ქმის ად­გი­ლით ქარ­თუ­ლი, რუ­სუ­ლი თუ ინ­გლი­სუ­რი ა ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა, რა­საც თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რა ად­ვი­ლად აფიქ­სი­რებს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ქარ­თვე­ლი მშობ­ლე­ბის ბავ­შვის ტი­რი­ლი ქარ­თუ­ლი ა ბგე­რის პა­რა­მეტ­რებს ემ­თხვე­ო­და, რუ­სი მშობ­ლე­ბის ბავ­შვის ტი­რი­ლი რუ­სუ­ლი ა-ს პა­რა­მეტ­რებს, ანუ ჩვილ­ში თა­ვი­დან­ვე არის ჩა­დე­ბუ­ლი მშობ­ლი­უ­რი ენის კო­დი.

- ამ თვალ­საზ­რი­სით ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა რო­გო­რი­ა?

- ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში უცხო ენის სწავ­ლე­ბა პირ­ვე­ლი კლა­სი­დან, დე­და­ე­ნას­თან ერ­თად არ იწყ­ე­ბა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია