"ფული სხვას რატომ უნდა გავუყო, მე რა, კლიენტს ვერ შევაბამ?"

"ფული სხვას რატომ უნდა გავუყო, მე რა, კლიენტს ვერ შევაბამ?"

საქართველოში პროსტიტუცია არალეგალურია, მაგრამ მაინც ვითარდება. მეძავებს სად არ ნახავთ - ქუჩებში, სასტუმროებსა თუ ღამის კლუბებში, მათი კლიენტები, როგორც თავად ამბობენ, რიგით ქართველებთან ერთად, პოლიტიკოსებიც არიან. თბილისის ცენტრში ერთი ქუჩაა, სადაც გვიან ღამით სადარბაზოებთან შეყუჟულ მეძავებს ადვილად შეამჩნევთ. შუაღამე გადასული იყო, "წითელი ფარნების" ქუჩას რომ ვესტუმრე. ჩემდა გასაკვირად, სასაუბროდ მალე დავიყოლიე ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ნათიად გამეცნო...

- სანამ ამ საქმიანობას დავიწყებდი, რესტორნებში ვმღეროდი. მაგრამ მალე ძალიან გამიჭირდა, ძმისშვილი ავად გამიხდა, 22 ათასი ლარი უნდა ვიშოვოთ, რომ ოპერაცია გავუკეთოთ. ყოველდღიური ფული თუ არ გვექნება, დაიღუპება. რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი ქუჩაში თუ დავდგებოდი, მაგრამ...

- ვინ არიან თქვენი კლიენტები?

- ხშირად გვსტუმრობენ პოლიტიკოსები და ჩვეულებრივ კლიენტებზე უხეშები არიან. ღამე უნდა ნახოთ, როგორი მანქანებით მოდიან. ფული მაგათ აქვთ და... არ მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა და არასდროს მივყვები. ხელისუფლება რაც შეიცვალა და პატიმრები გამოუშვეს, მუშაობა გართულდა. მთვრალები მოდიან და უხეშობენ. პატრულს გამოიძახებ და - აქ დგომისთვის დაგაჯარიმებენ! ჰოდა, ჩვენც ვითმენთ. აი, სააკაშვილის დროს აქ დგომას არავინ გვიშლიდა. მაშინ შეურაცხყოფას ნაკლებად გვაყენებდნენ.

- უცხოელები ხშირი სტუმრები არიან?

- ძირითადად, ერაყელები მოდიან. ქართველებისგან განსხვავებით, უცხოელები ზრდილობიანად გვექცევიან. ქართველებმა შეიძლება გცემონ ან ისეთი რამე მოგთხოვონ, რაზეც თავიდან არ შეთანხმებიხარ. 24 საათი ქუჩაში ვაგდივარ, დღეში რა ვიცი რამდენი კაცი მჯიჯგნის, მაგრამ ფული ხომ მჭირდება...

22 წლის ანი, ორი შვილის დედაა, ზაფხულში ბათუმის სასტუმროებში მუშაობდა:

- მთელი ცხოვრება სულ იმაზე ვოცნებობდი, ვინმეს ვყვარებოდი. დედის და მამის არეულმა ცხოვრებამ გზას ამაცდინა. ამ დროს ყველაფერი გძულს და გინდა, ცუდად მოიქცე, გგონია, ამით მშობლებს დასჯი, სინამდვილეში კი მხოლოდ შენი თავის დასჯა გამოგდის.

- ორი შვილის დედას რამ გაიძულათ ქუჩაში გასულიყავით?

- ქმარი ყურადღებას არ მაქცევდა. ერთი შვილი უკვე მყავდა, თან ფეხმძიმედ ვიყავი და ლუკმაპური არ მქონდა. ავდექი, სახეზე თავსაფარი ჩამოვიფარე და ვაგზალზე მათხოვრობა დავიწყე.

ვცდილობდი, მეძაობამდე არ მივსულიყავი, მაგრამ ფულის სიყვარული ბევრ რამეს შეგაჩვევს,

მერე ეს საქმე ისე ჩაგითრევს, რომ ბოლომდე გაგანადგურებს. კი ვხვდები, რომ სხვა გამოსავალიც არსებობს, მაგრამ არ ვიცი სხვა რამის გაკეთებას შევძლებ კი?

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია