"სტა­ი­ან­ში­კე­ბი" და "სი­თი პარ­კი" გა­რიგ­დნენ?!

"სტა­ი­ან­ში­კე­ბი" და "სი­თი პარ­კი" გა­რიგ­დნენ?!

სტა­ი­ან­ში­კე­ბის სამ­სა­ხუ­რი 2007 წელს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­უქ­მდა. იმა­ვე წელს დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის მი­ერ გა­მოცხ­ა­დე­ბულ ტენ­დერ­ში პარ­კი­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის უფ­ლე­ბა 15 წლით კომ­პა­ნია "სი­თი პარ­კმა" მო­ი­პო­ვა. "სი­თი პარ­კის" 6-თვი­ა­ნი ქვით­რის ფა­სი 25 ლა­რით გა­ნი­საზღ­ვრა. მე­რი­ის ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სტა­ი­ან­ში­კე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა, მაგ­რამ ქალ­აქის მერ­მა გა­ნაცხ­ა­და, რომ ის "სტა­ი­ან­ში­კე­ბის" დევ­ნას არ აპი­რებ­და და მძღო­ლე­ბის ქველ­მოქ­მე­დე­ბის იმე­დად შე­ეძ­ლოთ მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. ასეა თუ ისე, პარ­კი­რე­ბის პრობ­ლე­მა თბი­ლის­ში კვლავ მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია და მძღო­ლე­ბიც დაბ­ნე­უ­ლე­ბი არი­ან. მა­თი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა "სი­თი პარ­კის" მი­მართ ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა. ზო­გი იმა­ზე დარ­დობს, რომ ქვით­რის ქო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც უწევს "სტა­ი­ან­ში­კის­თვის" თან­ხის გა­დახ­და, ზო­გი კი "სი­თი პარკს" უკა­ნო­ნო და­ჯა­რი­მე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

გია მი­ქა­ძე: - არაერთხელ მქონია ასეთი შემთხვევა, გამიჩერებია მან­ქა­ნა და მითხოვია "სტა­ი­ან­შიკისთვის", რომ ყუ­რადღ­ე­ბა მი­ექ­ცი­ა, რა­თა "სი­თი პარკს" არ და­ვე­ჯა­რი­მე­ბი­ნე. გა­მოვ­სულ­ვარ, არა­ნა­ი­რი ქვი­თა­რი არ დამ­ხვედ­რია და შემ­დეგ იმ ად­გი­ლას არას­წო­რი პარ­კი­რე­ბის­თვის ჯა­რი­მა მომ­სვლი­ა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქვით­რებს "სტა­ი­ან­ში­კე­ბი" იპა­რა­ვენ, რა­თა შემ­დეგ მძღო­ლის­გან გა­სამ­რჯე­ლო არ და­კარ­გონ. ამ ბო­ლო დროს იმა­შიც ვრწმუნ­დე­ბი, რომ "სი­თი პარ­კი" და "სტა­ი­ან­ში­კე­ბი" გა­რი­გე­ბუ­ლე­ბი არი­ან. გეტყ­ვი­ან - მობ­რძან­დი, შე­იძ­ლე­ბა გა­ჩე­რე­ბაო და უც­ბად, ჩნდე­ბა "სი­თი პარ­კი" და გა­ჯა­რი­მებს.

ნა­თია გე­დე­ნი­ძე: - ჩემ­მა მე­უღ­ლემ აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე გა­ა­ჩე­რა ავ­ტო­მო­ბი­ლი, ქვი­თა­რი ჰქონ­და, მაგ­რამ "სტა­ი­ან­შიკ­მა" თან­ხის გა­დახ­და მოს­თხო­ვა. გა­და­ვა­მოწ­მეთ და აღ­მოჩ­ნდა, რომ ტე­რი­ტო­რია "სი­თი პარკს" ეკუთ­ვნის და პარ­კი­რე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი თან­ხის გა­დახ­და სა­ჭი­რო არ იყო.

გი­ორ­გი სვა­ნი­ძე: - ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ არის სა­ჭი­რო "სი­თი პარ­კის" ქვით­რის შე­ძე­ნა: მან­ქა­ნას სა­დაც ვა­ჩე­რებ, მო­დის "სტა­ი­ან­ში­კი" და თან­ხის გა­დახ­დას მთხოვს. ბევ­რჯერ 10 ლა­რით და­ვუ­ჯა­რი­მე­ბი­ვარ "სი­თი პარკს", მაგ­რამ ­ჯა­რი­მის ფურ­ცე­ლი და­კარ­გუ­ლა. მა­საც "სტა­ი­ან­ში­კე­ბი" იპა­რა­ვენ და თუ ვერ გა­ი­გე, რომ და­ჯა­რიმ­დი და დრო­უ­ლად არ გა­და­ი­ხა­დე, კი­დევ 100 ლა­რით დაჯა­რიმ­დე­ბი".

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" "სი­თი პარ­კის" პი­არ­მე­ნე­ჯერ ლე­ვან ტა­ბი­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- რა აღარ მო­მის­მე­ნია "სი­თი პარ­კზე" მძღო­ლე­ბის­გან. კა­ნო­ნი "სტა­ი­ან­ში­კებს" მუ­შა­ო­ბას არ უკ­რძა­ლავს, შე­სა­ბა­მი­სად, ეს ვერ და­რე­გუ­ლირ­დე­ბა. თუ მძღოლს აქვს "სი­თი პარ­კის" ქვი­თა­რი, თბი­ლი­სის მას­შტა­ბით ყველ­გან შე­უძ­ლია მან­ქა­ნის უფა­სო პარ­კი­რე­ბა, კერ­ძო ავ­ტო­სად­გო­მე­ბის გარ­და. "სტა­ი­ან­შიკს" კი სურ­ვი­ლი­სა­მებრ უხ­დის თან­ხას. კა­ნო­ნი ამას არ ავალ­დე­ბუ­ლებს.

- მძღო­ლე­ბი ჩი­ვი­ან, რომ "სტა­ი­ან­ში­კე­ბი" თქვენს კომ­პა­ნი­ას­თან შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მათ 10-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის ქვით­რებს ჰპა­რა­ვენ...

- ხელს ვე­რა­ვის და­ვა­დებ, მაგ­რამ არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა ჯა­რი­მის ქვი­თა­რი იკარ­გე­ბა. ა­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჯა­რი­მის გა­დახ­დის ათ­ვლა არ იწყ­ე­ბა მა­ნამ, ვიდრე ის მძღოლს იუ­რი­დი­ულ მი­სა­მარ­თზე არ მი­უ­ვა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია