NDI - მოწონების რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზე პატრიარქია

NDI - მოწონების რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზე პატრიარქია

NDI-ის კვლევის თანახმად, მოწონების რეიტინგში პირველ ადგილზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია. პატრიარქი გამოკითხულთა 94 პროცენტს მოსწონს. ილია მეორის საქმიანობას დადებითად აფასებს რესპონდენტთა 90 პროცენტი.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი  შერჩევის საფუძველზე 3 838 ადამიანი გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია