"სა­ქარ­თვე­ლო­ში 9-ბა­ლი­ა­ნი მი­წის­ძვრის ალ­ბა­თო­ბაც არ­სე­ბობს"

"სა­ქარ­თვე­ლო­ში 9-ბა­ლი­ა­ნი მი­წის­ძვრის ალ­ბა­თო­ბაც არ­სე­ბობს"

სა­ქარ­თვე­ლო აქ­ტი­ურ სე­ის­მურ ზო­ნა­ში მდე­ბა­რე­ობს და მცი­რე მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბი იშ­ვი­ა­თო­ბა არ არის. თუმ­ცა გა­სულ კვი­რას აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ბიძ­გე­ბი და­ფიქ­სირ­და, რა­მაც ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია და არ წყდე­ბა მით­ქმა-­მოთ­ქმა იმის შე­სა­ხებ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა კი­დევ უფ­რო ძლი­ე­რი რყე­ვე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს აქვს თა­ვი­სი სე­ის­მო­რუ­კა, რო­მე­ლიც ექ­სპერ­ტებს რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.

ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­ხე­ილ ელაშ­ვი­ლი: "რუ­კა­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია 7, 8 და 9-ბა­ლი­ა­ნი მი­წის­ძვრის ზო­ნე­ბი, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ 9-ბა­ლი­ა­ნი მი­წის­ძვრის ალ­ბა­თო­ბაც არ­სე­ბობს, ისე­ვე რო­გორც 7 და 8-ბა­ლი­ა­ნის. ოღონდ 50-წლი­ა­ნ მონაკვეთში ასე­თი სიმ­ძლავ­რის მი­წის­ძვრის ალ­ბათო­ბა 2 პრო­ცენ­ტი­ა. 9-ბა­ლი­ა­ნი მი­წის­ძვრა მო­სა­ლოდ­ნე­ლია კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვა­რი ქე­დის გას­წვრივ - სიღ­ნაღ­ში, გურ­ჯა­ან­ში, ყვა­რელ­ში, ლა­გო­დეხ­ში, თე­ლავ­ში, ახ­მე­ტა­ში, თი­ა­ნეთ­ში, ყაზ­ბეგ­ში, საჩხ­ე­რე­ში, ამ­ბრო­ლა­ურ­ში, ონ­ში, ცა­გერ­ში, წა­ლენ­ჯი­ხა­ში, ჩხო­როწყ­უ­სა და აფ­ხა­ზე­თის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ასე­ვე ჯა­ვა­ხე­თის ზე­გან­ზე - ახალ­ქა­ლაქ­ში, ნი­ნოწ­მინ­და­სა და დმა­ნის­ში. ხოლო 7-ბა­ლი­ან მი­წის­ძვრა­ზე მე­ტი მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის შემ­დეგ რა­ი­ო­ნებ­ში: ლან­ჩხუ­თი, სამ­ტრე­დი­ა, ბა­თუ­მი, ხელ­ვა­ჩა­უ­რი, ქე­და, შუ­ა­ხე­ვი, ხუ­ლო, ადი­გე­ნი, ასე­ვე რუს­თა­ვი და გარ­და­ბა­ნი. და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია კი ამ რუ­კით 8-ბა­ლი­ა­ნი მი­წის­ძვრის ზო­ნა­შია მოხ­ვედ­რი­ლი.

ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლო სე­ის­მუ­რად აქ­ტი­ურ რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს. სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ალ­ბა­თუ­რი სე­ის­მუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბის რუ­კა შე­იქ­მნა 1999-2000 წლებ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2009 წელს სე­ის­მუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბის ალ­ბა­თუ­რი რუ­კა ოფი­ცი­ა­ლუ­რად დამ­ტკიც­და ნორ­მა­ტი­ულ დო­კუ­მენ­ტად და შე­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მედ სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მებ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი რუ­კა ემ­ყა­რე­ბა პრინ­ციპს: "მი­წის­ძვრის კე­რის ზო­ნე­ბი­დან - დე­და­მი­წის ზე­და­პირ­ზე სე­ის­მუ­რი ეფექ­ტი­სა­კენ", ანუ თავ­და­პირ­ვე­ლად შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნა და გა­ნი­საზღ­ვრა მი­წის­ძვრა­თა პო­ტენ­ცი­უ­რი კე­რე­ბი, მა­თი პა­რა­მეტ­რე­ბი, ხო­ლო შემ­დეგ გა­მო­ით­ვა­ლა ამ მი­წის­ძვრე­ბის შე­საძ­ლო ეფექ­ტე­ბის ჯა­მუ­რი ალ­ბა­თო­ბა დე­და­მი­წის ზე­და­პი­რის სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე სე­ის­მუ­რად აქ­ტი­უ­რი ზო­ნა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყოს, პირ­ველ რიგ­ში ესაა კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვა­რი ქე­დი და ჯა­ვა­ხე­თის ზე­გა­ნი, ამა­ვე დროს აღ­სა­ნიშ­ნა­ვია აჭა­რა-­თრი­ა­ლე­თის ქე­დის რღვე­ვა­თა სის­ტე­მა, რო­მელ­თა­ნაც ის­ტო­რი­უ­ლი და­მან­გრე­ვე­ლი მი­წის­ძვრე­ბი ასო­ცირ­დე­ბა. კავ­კა­სი­ა­ში მი­წის­ძვრებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის პე­რი­ო­დი მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწყ­ისს ემ­თხვე­ვა. ამ პე­რი­ოდ­ში რე­გი­ონ­ში რამ­დე­ნი­მე და­მან­გრე­ვე­ლი მი­წის­ძვრა მოხ­და, რომ­ლე­ბსაც მნიშ­ვნე­ლო­ვანი ზა­რალი და მსხვერპლი მოჰყვა.

სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც გა­სუ­ლი წლე­ბის პრაქ­ტი­კამ გვიჩ­ვე­ნა, მა­ღა­ლი სე­ის­მუ­რი რის­კი სა­შუ­ა­ლო სიმ­ძლავ­რის მი­წის­ძვრებ­თა­ნაც ასო­ცირ­დე­ბა, რაც თა­ვის მხრივ დიდ მე­გა­პო­ლი­სებს უკავ­შირ­დე­ბა. 2002 წლის 25 აპ­რი­ლის თბი­ლი­სის მი­წის­ძვრამ, რომ­ლის ეპი­ცენ­ტრიც ქა­ლა­ქის ფარ­გლებ­ში მდე­ბა­რე­ობ­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზა­რა­ლი და ნგრე­ვა გა­მო­იწ­ვი­ა. თუმ­ცა მი­წის­ძვრის მაგ­ნი­ტუ­დამ მხო­ლოდ 4.5, ხო­ლო ინ­ტენ­სი­ვო­ბამ ეპი­ცენ­ტრში 7 ბა­ლი შე­ად­გი­ნა, 7 კა­ცი და­ი­ღუ­პა, ხო­ლო ზა­რალ­მა 160 მი­ლი­ა­ნი აშშ დო­ლა­რს მიაღწია.

და­მან­გრე­ვე­ლი მი­წის­ძვრე­ბი

1920 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ძლი­ე­რი მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბი მოხ­და. ეპი­ცენ­ტრი ქა­ლაქ გორ­თან იყო. და­ი­ღუ­პა 150-მდე ადა­მი­ა­ნი. 1991 წელს რა­ჭა­ში 7-9 ბა­ლი­ან­მა მი­წის­ძვრამ 200 ადა­მი­ა­ნამ­დე შე­ი­წი­რა, 60.000 კი - უსახ­ლკა­როდ დარ­ჩა.

მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია