კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:28 / 27-09-2013
ბაკურ გულუა ჟიული შარტავასა და მამია ალასანიას დახვრეტის სკანდალურ ფაქტს ახმაურებს
სოხუმის დაცემის დღე - 27 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაღუპვის დღეცაა. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის გარდაცვალებიდან 20 წლის თავზე, მასთან უკანასკნელ შეხვედრასა და მისი ცხედრის გადმოსვენების დეტალებს იხსენებს ყოფილი ვიცე-პრემიერი და სოფლის მეურნეობის ექსმინისტრი ბაკურ გულუა. 27 სექტემბერი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეაო, - ამბობს გულუა და იმასაც გვიმხელს, რომ გული წყდება - ჟიული შარტავას გარდაცვალებიდან 20 წლის თავზე, მის საფლავზე ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ გავა.

- არასოდეს მითქვამს, რომ ომის მონაწილე ვარ, რადგან იარაღი ხელში არ ამიღია, თუმცა სოხუმში ხშირად ვიყავი. სამწუხაროდ, იქ ვიყავი იმ დრამატულ დღეებშიც. სოხუმი აქტიურად რომ იბომბებოდა, რეზო სალუქვაძემ, სოხუმის ფიზიკოტექნიკური ინსტიტუტის დირექტორმა მთხოვა, ცოტა ბენზინს თუ გამომიყოფთ, თავდაცვის მიზნით, ჭურვებსა და ქვემეხებს დავამზადებთო. მეომრები გვთხოვდნენ, იქნებ ცოლ-შვილი გაარიდოთ აქაურობას ნავსადგურში მდგომ მეთევზეების გემითო. შევარდნაძესთან დავრეკე. არც კი იცოდა, რომ სოხუმში ვიყავი. მითხრა, ჟიული შარტავა სხდომას ატარებს, მოდი და გამოგიყოფთ ბენზინსო. რას ვიფიქრებდი, რომ ეს ჩემი და ჟიულის ბოლო შეხვედრა იქნებოდა. მივედი, რაღაც ინციდენტი მოხდა და ხმაურზე გამოვიდა ჟიული. დამინახა თუ არა, გადამეხვია.

- მთავრობის სხდომის წინ რა ინციდენტი მოხდა?
- გენო ადამია დაუპირისპირდა ერთ გენერალს, ვინც იაქტიურა ქართული ჯარის განიარაღების საქმეში. უთხრა, ხომ გეუბნებოდით, ომი დაიწყება და ხელცარიელები დავრჩებითო და გაიწია მასზე, მაგრამ გია ყარყარაშვილმა შეუშალა ხელი. დეტალებს აღარ დავაკონკრეტებ... სწორედ ამ ხმაურზე გამოვიდა შარტავა. ერთმა კორესპონდენტმა ფოტოების გადაღება დაიწყო. ჟიულიმ ჯერ დაუშალა. მერე თქვა, ბაკურთან დიდი ხანია სურათი არ გადამიღია, მოდი, გადაგვიღეთო... მივმართავ იმ კორესპონდენტს, თუ ომს გადაურჩა და აქვს ფირი, დამავალებს, თუ მომაწვდის. ეს იქნება ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მატიანე... იმ დღეს დავცილდით ერთმანეთს მე და ჟიული შარტავა. სალუქვაძისთვის 4 ტონა ბენზინი გამოყვეს. ნავსადგურისკენ გავემართე. უშიშროების მინისტრმა შევარდნაძის თხოვნა გადმომცა, ოჩამჩირეში ჩადით და თან გაიგეთ, რა ვითარებააო. ნავსადგურში მოველაპარაკე გემის კაპიტანს, მექანიკოსს. უშიშროების წარმომადგენლებმა საწვავი ჩაგვისხეს. შუქურას ზონასთან მოიყვანეს დაჭრილები, მოხუცები, ქალები და ბავშვები. ოთხად ოთხი ბიჭი ვიახლე ერთი ავტომატით.

ყურეში გავედით თუ არა, მტერმა დაბომბვა დაგვიწყო, გემზე პანიკა ატყდა. ჭურვები ახლომახლო ცვიოდა. თან, საშინელების მოწმენი გავხდით - სოჭიდან სამგზავრო თვითმფრინავი მოფრინავდა. გუდაუთიდან მომავალმა კატერმა რაკეტა ესროლა და ჩვენ თვალწინ, პირდაპირ ყურეში ჩამოაგდო. დაახლოებით, 27 კაცი დაიღუპა. უმრავლესობა ჟურნალისტი იყო...

ჩვენ კი, ეტყობა, რეზო სალუქვაძე "გამოგვეხმაურა" - ჰაერში შემხვედრი ჭურვები გაუშვეს და გავაღწიეთ. ოჩამჩირეში ღამის პირველის ნახევარზე ჩავედით. იმის გახსენებაც არ მინდა, იქ რა სურათი ვნახე... ეს 22 სექტემბერს მოხდა. 27-ში კი, უკვე თბილისში ვიყავი.

- და 27 სექტემბერს მოკლული ჟიული შარტავას ცხედრის გადმოსასვენებლად შევარდნაძის დავალებით, სოხუმში როდის გაბრუნდით?
- 28-ში გავფრინდი სოხუმში. ჟიულის ძმის - სოსოს თხოვნით, შევქმენი ჯგუფი, რომელიც ძირითადად მგეობრებით, ნათესავებით დავაკომპლექტე. ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა ცხედრის დასახსნელად. თუ ამას ახლა ვერ მოვახერხებდით, ვეღარასოდეს
შევძლებდით. ადლერში ჩავფრინდით. გაგიმხელთ, სამი საწოლი გვქონდა წაღებული - ჟუილი შარტავას, მამია ალასანიასა და პირადი მცველის - ქათამაძის ცხედრები ერთად უნდა გადმოგვესვენებინა. ადლერის აეროპორტში ვნახეთ რუსეთის სპეცსამსახურის პოლკოვნიკი შუიკოვი. საქმის კურსში ვარ, რისთვის ჩამოხვედითო, მითხრა, მაგრამ აჭიანურებს აფხაზური მხარე ცხედრის გადმოცემას, ისიც კი ვერ გავიგეთ, რა პირობებში დაიღუპა ჟიული შარტავაო. ლოდინში დაგვაღამდა. მოთმინების ფიალა ამევსო და პროტესტი გამოვხატე.

გამიყვანა გვერდით შიუკოვმა და მითხრა: "თქვენ მე არ მიცნობთ, სამმხრივ მოლაპარაკებაზე რუსულ მხარეს ვხელმძღვანელობდი. ჟიულის მეგობარი ვარ. ჟიული ერთადერთი კაცია, ვინც მათ არ უნდა მოეკლათ, რადგან ის მხოლოდ ქართული მხარის კი არა, აფხაზების ინტერესებსაც ყოველთვის იცავდა. ახლა პირადად ველაპარაკე არძინბას. რაღაცას ეშმაკობს. მითხრა, ვერ ვიპოვეთო ცხედარი". გავმწარდი. მან უცებ სადღაც დარეკა და რუსულად დაიწყო გინება. ბოლოს იყვირა, მოსკოვიდან სპეცრაზმს გამოვიძახებ და იქ სამი კი არა, ძალიან ბევრი გვამი იქნებაო. დაფრთხნენ, ეტყობა და 2 საათში ჰაერში ვერტმფრენიც გამოჩნდა - ჟიული შარტავას ცხედარი გადმოგვცეს.

- ცხედარი რა მდგომარეობაში იყო?

- ექსპერტიზა ჰქონდა ჩატარებული. ეტყობა, დაბანეს, მოაწესრიგეს და ტანსაცმელიც ჩააცვეს. მაინც მიაქციეს ყურადღება და დაიცვეს აფხაზური წესები. ვერტმფრენი დაეშვა თუ არა, შუიკოვმა მთხოვა, დავხედავო. ერთი ფოთელი კაცი იყო, ახლობელი. ვუთხარი, თვითმფრინავში რამე არ ჩადოს, ყურადღება მიაქციე-მეთქი. უკანა ბნელ სალონში შევიდა ფოთელი და ცოტა ხანში ატირებული დაბრუნდა. მითხრა, დაიჩოქა შუიკოვმა ჟიულის ცხედრის წინ, მკერდზე აკოცა და მოუბოდიშა, ვერ შევძელი შენი დაცვაო... მაშინ მივხვდი, რატომ არ გამიჩნდა ამ ადამიანთან ბრძოლის სურვილი.

- ალასანიასა და ქათამაძის ცხედრები რატომ არ გადმოგცეს?
- შუიკოვს ვკითხე ამის შესახებ. მითხრეს, მაგათ ვერ ვცნობთ, აქ ძალიან ბევრი ცხედარია, ამოცნობა ვერ მოვახერხეთ და სხვა დროს გადმოგცემთო, მიპასუხა. მაშინვე ვთქვი, ესე იგი, ეს არასდროს მოხდება-მეთქი. სხვა არჩევანი არ გვქონდა, გადმოვასვენეთ ჟიული შარტავა და გამოვფრინდით. გადმოვუფრინეთ აფხაზეთს, ვუყურებდი ალმოდებულ სოხუმს და საშინელი განცდა მეუფლებოდა. აეროპორტში ჩამოვფრინდით თუ არა, ვთქვი, ჟიული შარტავას ტანსაცმელი მოიტანეთ, მისი ოჯახის წევრებისთვის გულისდაკოდვა იქნება, უცხო ტანსაცმელში თუ ნახავენ-მეთქი.

ვიტყვი პირდაპირ - ჟიული სოხუმის მოედანზე არ დაუხვრეტიათ. ჟიული შარტავა ცოცხალი, საღ-სალამათი მიიყვანეს უშიშროებაში 27 სექტემბერს, საღამოს. იყო დაცული და გადარჩენილი. გადაიყვანეს გუდაუთაში, რომ მეორე დილით ადლერიდან გამოფრენილიყო. აი, სწორედ იმ გზაზე დაახვედრეს ხალხი.

- ცნობილია, რომ მამია ალასანიამ ჟიული შარტავა ბოლო წუთამდე არ მიატოვა და ისინი ერთად დახვრიტეს. თქვენი ინფორმაციით, ისინი სიკვდილის დროს ერთად არ იყვნენ?

- ფაქტია, როცა ვიკითხე მამია ალასანიას ცხედრის შესახებ, მითხრეს, რომ მისი ამოცნობა ვერ მოხერხდა. სად იყო მაშინ ალასანია როცა ჟიული გუდაუთისკენ წაიყვანეს, არ ვიცი. მოხდა ისე, რომ ცხოვრებამ შემახვედრა ბორის პასტუხოვთან. ვუთხარი, როგორ ვერ შეძელი ერთი ადამიანის სიცოცხლის დაცვა, როცა ის გადარჩა იქ ქაოსს-თქო. ეს საუბარი არ იყო სასიამოვნო. რა უნდა ეპასუხა? დარწმუნებული არ ვარ, რომ მან შეგნებულად რაღაც გააკეთა, მაგრამ მისი ხელით აღასრულეს. სხვათა შორის, იყო ზარი თბილისში, რომ ჟიული გადარჩენილია, ადლერიდან გამოაფრენენო. სოსო შარტავა მოვარდა, ლამის დამიჩოქა, ვიცი შენი კავშირები, ჩადი და ძმა ჩამომიყვანე, მომიკლავენო. წინათგრძნობა ჰქონდა. ეს ძალიან მძიმე დღეები იყო. რა მოხდა? რატომ დარჩა ჟიული სოხუმში? როგორ აღმოჩნდა იმ ვითარებაში? რა მოგვცა მისმა გმირულად დაღუპვამ? ჟიული შარტავამ შეწირა საქართველოს თავი, მაგრამ... მისი ოქროს პოტენციალი დააკლდა ქვეყანას. დღეს კიდევ იქნებოდა ქვეყნის სამსახურში და უამრავ კეთილშობილურ საქმესაც გააკეთებდა... და ასეთი რამდენი ადამიანი დავკარგეთ. აი, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, საომარი მოქმედებების დაწყებას ვეწინააღმდეგებოდი.

- ამის შესახებ პირადად შევარდნაძეს უთხარით?
- დიახ. როცა გავიგე, რომ გადაწყდა აფხაზეთის სახელმწიფო საბჭოზე აფხაზეთში ე.წ. სამხედრო ფორმირების შეყვანა, მაშინდელი შს მინისტრის, რომან გვენცაძის დახმარებით, მივედი შევარდნაძესთან. ვუთხარი, რას აკეთებ, ჯარით იქ შესვლა აფხაზეთის დაკარგვას ნიშნავს-მეთქი. შევარდნაძე დაიბნა. პირდაპირ ვუთხარი, ეს იქნება თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა-მეთქი. მომასმენინა ავთანდილ იოსელიანსა და თენგიზ კიტოვანთან საუბარი. დამანახა, ბორბალი უკვე ამოძრავებულია, გადაწყვეტილება მიღებულია, დაგაგვიანდა მოსვლაო... მერეც ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ისე ნუ გამოვიყვანთ, თითქოს სულ ჩვენ ვცდებოდით - სასტიკი მტერი გვყავდა. უბრალოდ, უნდა გვეფიქრა, რომ მასთან საომარ ვითარებაში ჩაბმა, კარგი შედეგით არ დასრულდებოდა.

- ამის შესახებ სახელმწიფო მეთაური წინასწარ გაგიფრთხილებიათ. სოხუმის დაცემის შემდეგაც ესაუბრეთ შევარდნაძეს მის "ყველაზე დიდ შეცდომაზე"?

- ჟიული შარტავა გადმოვასვენეთ თუ არა, შევარდნაძეს შევხვდი. ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა ჩვენს შორის, მაგრამ ამაზე სხვა დროს...

- ეს გაუთვლელი შეცდომა იყო თუ "გაყიდული ომი", როგორც ხშირად უწოდებენ?

- ძალიან კარგია, რომ ეს კითხვა დამისვით. ამბობენ იმასაც, რომ შევარდნაძემ უღალატა ქვეყანას, სააკაშვილმაც უღალატა... და რა არის ამ ღალატის საფასური? რბილად რომ ვთქვათ, ასე უპატივცემულოდ თავიდან მოცილება შეიძლება აწყობდეს პირველ პირს? რა მიიღეს მათ საჩუქრად ღალატის შედეგად? ჩვენ მოღალატეები გვყავდა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. როცა ისინი ერთიანდებოდნენ, უსუსური აღმოვჩნდებოდით ხოლმე. სამწუხაროდ, საქართველო ამ დღეშია აზროვნებისა და არა უძლურების გამო. აფხაზეთის ომამდეც და შემდეგაც, არავინ დასვა მარტივი კითხვა - აფხაზეთში წესრიგი რომ დაგვემყარებინა და იქ დავმსხდარიყავით, შევინარჩუნებდით ამ მდგომარეობას? რუსეთი ხომ არ მოგვასვენებდა და მაინც გააკეთებდა იმას, რაც მიზნად ჰქონდა.

- რუსეთის მიზნები დღესაც უცვლელია. რა ნაბიჯები უნდა გადადგას დღევანდელმა ხელისუფლებამ?
- 20 წელი დასჭირდა იმ შეგნების ჩამოყალიბებას, რომ რუსეთს არ უნდა ებრძოლო ძალით. დიპლომატიით, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით უნდა მოვახერხოთ ურთიერთობის დარეგულირება. ეს ერთადერთი გზაა, ოღონდ - საქართველომ კვლავ უნდა შეიძინოს თავისი უნიკალური ფუნქცია კავკასიაში. და კიდევ - არავის ეგონოს, რომ აფხაზეთში დასაყრდენი არ გვაქვს. შეიძლება, პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ აფხაზეთში, არის ის გონიერი მოსახლეობა, ვინც ჩვენი დასაყრდენია. ისინი ისევე აზროვნებენ, როგორც ჩვენ და აფხაზეთის შემომტკიცების იმედი მანამ დარჩება, სანამ ეს ხალხი ცოცხალია. ყველას გასგონად მინდა ვთქვა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის - ყველაზე მეტი ძალა ამ ქვეყანაზე არის აზროვნება და გონება. მხოლოდ ეს თუ გადაგვარჩენს. ამას ქადაგებს სწორედ ჩვენი პატრიარქი. სამწუხაროდ, ძალიან ცოტას ესმის, რას გულისხმობს უწმინდესი, მაგრამ მთავარია მათ ესმოდეთ, ვინც ქვეყანას მართავს.

ნინო ლურსმანაშვილი
გაზეთი "ვერსია"

ასევე იხილეთ: ირაკლი ალასანიამ პირად ტრაგედიაზე "პალიტრის" ეთერში ისაუბრა
მკითხველის კომენტარები (37)
27 სექტემბერი 2013 14:21
შევარდნაძის მოთხოვნით განჯიდან გუდაუთაში გადაიყვანეს 345-ე სადესანტო პოლკი,რომელმაც აიღო სოხუმი,ასევე ბალტინის საზღვაო ძალებმაც დიდი როლი ითამაშეს აფხაზეთის ომში,რომელიც შემდეგ მან სამეგრელოს ოკუპაციაში გამოიყენა..გამოდის,რომ შევარდნაძემ რუსეთის ჯარებთან ერთად მოახდინა სამეგრელოსა და აფხაზეთის ოკუპაცია...იგივე გააკეთა მანამდე სამაჩაბლოში ,როცა "მშვიდობისმყოფელთა" მანტიით შეფუთა რუსი,ჩრდილო და სამხრეთ ოსური ოკუპანტები და ქართლის გული გადაულოცა რუსებს!!! ბ-ნ ზვიადს არცერთი გოჯი ქართული მიწა არ დაუთმია,მამათქვენმა -შევარდნაძემ 20 ათასი კვ.კმ. ტერიტორია მშობლიურ რუსეთს მიართვა,ხოლო ბაბუათქვენმა სერგო ორჯონიკიძემაც 20 ათასი კვ.კმ.ტერიტორია გააჩუქა..არც ღორეშელი სერგოს და არც მამათელი ედიკას საკუთრება ეს მიწები არასდროს ყოფილა! დედა ვატირე მაგათი ,მოგნატრებიათ მამათი...როგორც ჩანს ზოგზოგებს ყორღანიშვილობა სისხლში აქვს და მუდამ მის ტყვეობაში არიან,..ამ ხალხმა 1991 წლის გადატრიალებისას აიღო იუდას ვერცხლი- 65 მილიონი დოლარი რუსეთის კგბ-დან...
ბიმო
27 სექტემბერი 2013 14:21
jაბა იოსელიანი წიგნში "სამი განზომილებაში "(გვ.356-370)აღწერს ფაქტებს...მასთან მიდიან დელეგაცია ბუბა კიკაბიძის,,გიზო ნიშნიანიძის,ბიჭიკო რამიშვილის... სთხოვეს საზოგადოება "თბილისელის" პრეზიდენტობა...საღამოს ფილარმონიაში შეიკრიბნენ შევარდნაძეც იყო და რეზო ამაშუკელის წამყვანობით...ფაქტობრივად შეიქმნა მოქალაქეთა კავშირი...შევარდნაძის თანხმობით გიგა ლორთქიფანიძე მთხოვს ხელში ამეღო ძალაუფლება...იქმნება ჩეკა-ზვიადდთან მებრძოლი კომიტეტი-ჯაბა უფროსი,გია ჭანტურია(ხონში მივეცი 100 ავტომატი ედპეელების შესაირაღებლად...გია კითხავდა ზვიადისტებს,იყო ფეხებში სროლები,დაჭრებიც),დავით მაღრაძე( " ჯაბას და შევარდნაძის "მეგვადრუცე"აგროვებდა ფულს იარაღის შესაძენად),ბათიაშვილი,
ყარყარყარშვილი,გია ჟორჟოლიანი,ვაჟა ლორთქიფანიძე,გოგა ხაინდრავა...ჩვენთან იყო აგრეთვე ქალაქის მერი გაბაშვილიც... ხაჩიშვილი და იგორ გიორგაძე კარგად არიან რუსეთის ოლქის ჯარების სარდალთან -რეუტთან?! შევარდნაძე მეუბნება,რომ რუსებმა დამირეკეს უნდა დავნიშნო იგორ გიორგაძე უშიშროების მინისტრად,კვირაია შსს-ს მინისტრად?!"(დააკვირდით საკვანძო მინისტრებს მოსკოვი ნიშნავს აფხაზეთის ომის შემდგომ ... და ამავე დროს ქართველი გენერლები ყარყარაშვილი და დათუაშვილი მოსკოვის სამხედრო აკადემიაში იმაღლებენ კვალიფიკაციას:(
91
27 სექტემბერი 2013 14:20
ამ სიტყვებად არ ღირს დღეს არცერთი ქართველი "პოლიტიკოსი " ”.....სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს,ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი,9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში რამეთუ აღსრულდა ნება მათი ,აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, გვფარავდეს ღმერთი..”
ბიმო
27 სექტემბერი 2013 14:19
დათო დავითაძე შეეშვით რუსეთის კგბს 1990 ნწლების ნაფტალინიან ჭორებს!!! ..ზვიად გამსახურდიას წერილის ნაწყვეტი შევარდნაძისადმი:"...ჩემი დაპატიმრების შემდეგ ეროვნულ მოძრაობას განადგურების საფრთხე დაემუქრა. აღარავინ რჩებოდა გარეთ დასავლეთის ქვეყნებთან ხიდის გამდები, თვითგამოცემებისა და იატაკქვეშა მუშაობის ორგანიზატორი. ბოლოს მე და მერაბ კოსტავამ მოვილაპარაკეთ, რომ მე ,,მოვინანიებდი” ჩემს ზოგიერთ ქმედებას, გამოვიდოდი ციხიდან და გარეთ გავაგრძელებდი საქმიანობას, შევინარჩუნებდი თვითგამოცემას, შევინარჩუნებდი საინფორმაციო ხიდს დასავლეთთან, ხოლო მერაბ კოსტავამ თავად იტვირთა ციხეში დარჩანა, თანაც გააკეთა წერილობითი განცხადება, რომ ჩემი ე.წ. ,,მონანიება” აუცულებლობით იყო გამოწვეული ჩვენი საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. მე გამოვიტანე ეს განცხადება ციხიდან, მაგრამ არ გამომიქვეყნებია, ვშიშობდი რამე ზიანი არ მიმეყენებინა მეგობრისთვის. ბოლოს, განთავისუფლების შემდეგ მან თავად გამოაქვეყნა იგი 1987 წელს მოსკოვის ჟურნალ ,,გლასნოსტის” მეხუთე ნომერში (რედაქტორი ს. გრიგორიანცი). ამგვარი შინაარსის წერილი მისწერა მან ე. ბონერსაც სახაროვისათვის გადასაცემად ქსნის კოლონიიდან იმავე წელს. მაგრამ ჰოი საოცრებავ, დღეს თქვენ და თქვენი დამქაშები ჩემს ამ ტაქტიკურ უკანდახევას ,,ღალატად” ნათლავთ, თითქოს მერაბ კოსტავაზე დიდი მორალური ავტორიტეტები იყოთ და ეროვნული მოძრაობის თავკაცები. მაგრამ თქვენ სულ სხვა მიზეზის გამო არ გასვენებთ ჩემი ,,მონანიება”. საქმე ის გახლავთ, ჩემი ,,მონანიება” და ციხიდან გამოსვლა რომ არ მომხდარიყო, არ იქნებოდა არც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა, არც 9 აპრილი და არც იმპერიის ბატონობის დასარული 1990 წლის 28 ოქტომბრის თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების სახით, ამიტომაც ვერ მოგინელებიათ ჩემი ,,მონანიება” და კბილებს აღრჭიალებთ მისი გახსენებისას..."
...არსებობს ორი გზა, ერთი ბარაბასი-ორჯონიკიძის,შევარდნაძის,,ჯაბას,ბერბიჭაშვილის...მეორე გზა ქრისტეს-წმ.ილია მართლის,ზვიად გამსახურდიას,მერაბ კოსტავას გზა! აირჩიე ქართველო ერო ქრისტეს გზა ჯვარცმის აღდგინებისა და ამაღლების!!!
1991
27 სექტემბერი 2013 14:02
ეს ზვიადის სიტყვები გაყიდა-გადმოყიდა, იიდე გაყიდე რა ქარვასლაა? დაგავიწყდათ რა ხდებოდა 90-91 წლებში. მთავრობის სხდომებს ქუჩაში ატარებდა, სულ მინტიგი ჰქონდა მთელ ქვეყანას სუკის აგენტს ეძახდა.თვითომნ იყო პირველი სუკის აგენტი. 77 წელს მთელი ამერიკის საელჩო ჩაუშვა. ვის სად ხვდებოდა და რა წიგნებს აწვდიდნენ. 2 დიპლომატი სსრკ-მ ნონ-გრატად გამოაცხადა, მაგის ჩაშვებულები. მერე მოინანია. დამისახელეთ ცნობილი დისენტიები ვინც მოინანია? 0, მერე დაღესტანში გადაასახლეს კურორტზე და ცკ მფარველობდა არაფერი მოსვლოდა. აფხაზებთან და ოსებთან მაგან გააფუჭა ჩვენი ურთიერთობა.
დათო დავითაძე
27 სექტემბერი 2013 13:13
სჰევარდნადზის ბრდზანებიტ მოხდა სჰიულის დახვრეტა სატა სჰევარდნადზე უნდა გასამარტლდეს.
lia
27 სექტემბერი 2013 13:09
ძალიან მტკივა გული, მაგრამ არა ვარ კომპეტენტური და ერთ სიტყვასაც ვერ დავწერ.
@
27 სექტემბერი 2013 12:37
ზვიად გამსახურდიამ იცოდა ელცინის გეგმა აფხაეთისა და სამაჩაბლოს ჩაბარებისა , მან სცადა აფხაზეთის გადარჩენა ,რასაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა :(ზვიად გამსახურდია აფხაზეთის გადასარჩენად დაბრუნდა! მან ოჩამჩირეში შეკრიბა კანონიერი და ხუნტის ჯარის მეთაურები(ვიკიპედიაში დევს ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი)ერთად ბრძოლაზე ,აფხაზეთის გადარჩენაზე შეთახმდნენ,მაგრამ მეორე დღეს შევარდნაძე-იოსელიანი აგზავნიან მსტოვარს,ჯარის მეთაურებს ოჯახების დაწიოკებით დაემუქრნენ და ამით ჩაშალეს აფხაზეთის გადარჩენ ის გეგმა! ედიკა თბილისში ჩამოყვანის სამაგიეროდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს რუსეთისათვის გადაცემაზე დათანხმდა,ამის შემდეგ აძლევენ მას სკამს! ცნობისთვის :
"..ჟიული შარტავა გაწირეს შევარდნაძემ და მისმა ბანდამ , რადგანაც მან ჩაშალა რუსეთის და შევარდნაძის გეგმა ამოეხოცათ ეროვნული გვარდიის მეომრები კელასურთან. მან გააფრთხილა საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომ არ შემოეყვანათ ქართველი მეომრები, რადგანაც კელასური იყო დანაღმული..
ჟიული შარტავას თავდადებას საქართველოს პირველი პრეზიდენტი დეპეშით გამოეხმაურა, სადაც შარტავას გმირობა თევდორე მღვდლის გმირობას შეადარა. ერთი სიტყვით არ უხსენებიათ გადაცემაში ეს ისტორია... " ....შარტავას გმირობა თუ თევდორეობაა,მაშინ ეს შავლეგობაა ანუ შალვა ახალციხელის გმირობაა -მარტვილობაა..: Inga Zhgheria
ზვიად გამსახურდიას და რუსეთის სამხედრო დაზვერვის გენერლის მოლაპარაკების სცენა გალის რაიონში...

ვითარება ასეთია: რუსეთი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს გამსახურდიას და არა შევარდნაძეს. რუსეთი გზას უხსნის გამსახურდიას და მის მომხრეებს თბილისისაკენ. სანაცვლოდ რუსეთი გამსახურდიასაგან მოითხოვს აფხაზეთის თუნდაც ერთობლივი კონტროლის უფლებას.
ეს მოთხოვნა ერთ ფურცელზეა ჩამოყალიბებული. მას მხოლოდ
გამსახურდიას ხელის მოწერა აკლია.
გამსახურდიამ უპასუხა, რომ ასეთ დოკუმენტზე ხელს არ მოაწერს.
გენერალი ურჩევს არ აჩქარდეს, დაფიქრდეს, ყველაფერი გაიაზროს, აწონ-დაწონოს და მერე მიიღოს გადაწყვეტილება.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ეზოში მდგარა მორად გადახერხილი უზარმაზარი დიამეტრის წიფლის მაგიდა, გარშემო _ მორებისავე სკამები.
ზვიადს გენერლისავე მიწოდებული ქაღალდი აუღია, მაგიდასთან დამჯდარა და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში არ მოუშორებია თვალი ამ ტექსტისათვის.
რომ დაბრუნდა, თვითმხილველებმა შენიშნეს, რომ ზვიადი იყო გათეთრებული. გენერალსა და ზვიადს შორის ასეთი დიალოგი გამართულა:
_ მე ვერ მოვაწერ ხელს ამ დოკუმენტს, _ თქვა ზვიადმა.
_ ძალიან ვწუხვარ, მაგრამ გაქვთ შეგნებული საფრთხეები, რომელიც თქვენი უარიდან გამომდინარეობს? _ უპასუხია გენერალს.
_ ვიცი. ეს არის ჩემი სიკვდილი.
_ მენანებით. ზვიად კონსტანტინეს ძევ.
_ ვერაფერს ვიზამთ. ასეთია ჩემი ბედი
ბიმო
27 სექტემბერი 2013 12:32
"არძინბამ და შევარდნაძემ თხასავით გაყიდეს აფხაზი, ქართველი.... მიყიდეს რუსეთს ...ვაი აფხაზები, ვაი ქართველები მათ რეჟიმებს კბილებით იცავდნენ... შევარდნაძის რეჟიმს აფხაზეთის ომონი... იცავდა 2003 წელს,როცა მიტინგზე მემუქრებოდნენ ტყვიით გაგიხვრიტავთო შუბლს... ნეტავ მათ ტვინებში ჩამახედა.. ღმერთმა უშველოთ!"
"ელცინმა ამიკრძალა ტყვარჩელსა და გუდაუთაში შესვლა” შევარდნაძის სატელევიზიო გამოსვლა( რუსეთ -საქართველოს ომში ორივე მხარის მთავარსარდალი ელცინია?!).!1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში შევარდნაძემ ხელი მოაწერა ცალმხრივად გაგრიდან ქართული ჯარისა და ტექნიკის გამ
”ელცინმა ამიკრძალა ტყვარჩელსა და გუდაუთაში შესვლა” შევარდნაძის სატელევიზიო გამოსვლა( რუსეთ -საქართველოს ომში ორივე მხარის მთავარსარდალი ელცინია?!).!1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში შევარდნაძემ ხელი მოაწერა ცალმხრივად გაგრიდან ქართული ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რის გამოც დაეცა ერთ თვეში გაგრის მხარე,1993 წლის 27 ივლისს სოჭში ხელი მოაწერეს ქართული მხარის მიერ სოხუმიდან ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რუსულმა გემებმა ეს ტექნიკა ზღვით გამოზიდეს!,რის გამოც დაეცა სოხუმი, მთლიანად აფხაზეთი...შევარდნაძის მოთხოვნით განჯიდან გუდაუთაში გადაიყვანეს 345-ე სადესანტო პოლკი,რომელმაც აიღო სოხუმი,ასევე ბალტინის საზღვაო ძალებმაც დიდი როლი ითამაშეს აფხაზეთის ომში,რომელიც შემდეგ მან სამეგრელოს ოკუპაციაში გამოიყენ( ბალტინი...”ქართველები პირდაპირ მაბარებდნენ ფოთს და ითხოვდნენ, რომ იქ ფლოტი მუდმივი ბაზირებით დაბრუნებულიყო...”. ედუარდი რუსებს ფოთსაც აძლევდა დამატებით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შემდეგ...ამაზე დიდი მოღალატე საქართველოს ყავს?
ბიმო
27 სექტემბერი 2013 12:30
SOS!!!.ვინც შევარდნაძეს ედექით მხარში ,ყველას ბრალს გდებთ აფხაზეთის გაყიდვაში!!!!
..1992 წლის 24 ივნისს დაგომისის გარიგებით შევარდნაძემ(ამ დროს რუსეთის მოქალაქე იყო! თან საიდუმლო დოკუმენტით აფხაზეთშიც იგივე ვარიანტზე-აფხაზეთის ჩაბარებაზეც მოეწერა ხელი!!!) რუსი და ოსი ოკუპანტები(1500კაცი) შემოიყვანა სამაჩაბლოში"მშვიდობისმყოფელთა "მანტიით!1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში შევარდნაძემ ხელი მოაწერა ცალმხრივად გაგრიდან ქართული ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რის გამოც დაეცა ერთ თვეში გაგრის მხარე,1993 წლის 27 ივლისს სოჭში ხელი მოაწერეს ქართული მხარის მიერ სოხუმიდან ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რუსულმა გემებმა ეს ტექნიკა ზღვით გამოზიდეს!(მა ვიდეოზე ორივე გარიგებაზე დევს ვიდეო),რის გამოც დაეცა სოხუმი, მთლიანად აფხაზეთი... ყველაფერი შევის თბილისში ჩამოსვლამდ სკამის სანაცვლოდ იყო გადაწყვეტილი!!!. ყარყარაშვილი წერდა,რომ ეშერაში გუდაუთას ზემოდან ვადექითო და ედიკამ და ჯაბამ გვიბრძანეს გამოდითო..დაგვემუქრნენო...ასევე ყურაშვილი ტყვარჩელამდე მივიდა და შემდეგ უკან დამაბრუნესო,როცა მართლა ომია ზურგში მტერს არ ტოვებენ, მოხდა პირიქით-ტყვარჩელში შეუშვეს ელცინის ბრძანებით მანქანების კოლონები(სანდრო კავსაძე ხელმძღვანელობდა) ტყვია-წამლით დატვირთული?! "ტყვარჩელში და გუდაუთაში შესვლა ელცინმა ამიკრძალა, დიდი მსხვერპლი იქნებაო'" -შევარდნაძის სატელევიზიო გამოსვლა.რუსეთ-საქართველოს ომში ორივე მხარი მთავარსარდალი ელცინი იყო!!! მსგავსი პრეცედენტი ისტორიაში არ არსებობს?!....და ახლა ეს ბანდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს!!..
.... 1993წლის 20 ივლისის მიმართვაში ზვიად გამსახურდია წერს:"...შევარდნაძის დიპლომატიური თამაში აფხაზეთის პრობლემის გარსემო მიზნად ისახავს კაპიტულაციას აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინაშე.მზადდება ე.წ."ცხინვალის ვარიანტი",სამშვიდობო ძალების შემოყვანა კონფლიქტის ზონაში და სოხუმის ჩაბარება! ".....1993წ.27 ივლისს სოჭის შეთანხმებით სოხუმიდან გამოიყვანეს ტექნიკა და ჯარი,რის გამოც დაეცა აფხაზეთიi...
1991
27 სექტემბერი 2013 12:29
ზვიად გამსახურდიამ იცოდა ელცინის გეგმა აფხაეთისა და სამაჩაბლოს ჩაბარებისა , მან სცადა აფხაზეთის გადარჩენა ,რასაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა :(ზვიად გამსახურდია აფხაზეთის გადასარჩენად დაბრუნდა! მან ოჩამჩირეში შეკრიბა კანონიერი და ხუნტის ჯარის მეთაურები(ვიკიპედიაში დევს ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი)ერთად ბრძოლაზე ,აფხაზეთის გადარჩენაზე შეთახმდნენ,მაგრამ მეორე დღეს შევარდნაძე-იოსელიანი აგზავნიან მსტოვარს,ჯარის მეთაურებს ოჯახების დაწიოკებით დაემუქრნენ და ამით ჩაშალეს აფხაზეთის გადარჩენ ის გეგმა! ედიკა თბილისში ჩამოყვანის სამაგიეროდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს რუსეთისათვის გადაცემაზე დათანხმდა,ამის შემდეგ აძლევენ მას სკამს!1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში ხელი მოაწერა შევარდნაძემ გაგრიდან ქართული ჯარების და სამხედრო ტექნიკის გამოყვანას ,რის შედეგადაც დაეცა გაგრა ,ხოლო 1993 წლის 27 ივლისს სოჭში ხელი მოაწერა აფხაზეთიდან ცოცხალი ძალის ,სამხედრო ტექნიკის ცალმხრივად გამოყვანას( ტექნიკა გადმოზიდეს ადმირალ ბალტინის გემებმა ყარყარაშვილისა და დათუაშვილის დახმარებით),რის შედეგადაც სოხუმი,აფხაზეთი დაეცა... ეს იყო კლასიკური ღალატი... "ტყვარჩელში და გუდაუთაში შესვლა ელცინმა ამიკრძალა"-შევარდნაძის სატელევიზიო გამოსვლა ... რუსეთ-საქართველოს ომში ორივე მებრძოლი მხარის მთავარსარდალი ელცინი
ბიმო
27 სექტემბერი 2013 12:26
ცნობისთვის :
"..ჟიული შარტავა გაწირეს შევარდნაძემ და მისმა ბანდამ , რადგანაც მან ჩაშალა რუსეთის და შევარდნაძის გეგმა ამოეხოცათ ეროვნული გვარდიის მეომრები კელასურთან. მან გააფრთხილა საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომ არ შემოეყვანათ ქართველი მეომრები, რადგანაც კელასური იყო დანაღმული..
ჟიული შარტავას თავდადებას საქართველოს პირველი პრეზიდენტი დეპეშით გამოეხმაურა, სადაც შარტავას გმირობა თევდორე მღვდლის გმირობას შეადარა. ერთი სიტყვით არ უხსენებიათ გადაცემაში ეს ისტორია... " ....შარტავას გმირობა თუ თევდორეობაა,მაშინ ეს შავლეგობაა ანუ შალვა ახალციხელის გმირობაა -მარტვილობაა..:
"....ზვიად გამსახურდიას და რუსეთის სამხედრო დაზვერვის გენერლის მოლაპარაკების სცენა გალის რაიონში...
ვითარება ასეთია: რუსეთი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს გამსახურდიას და არა შევარდნაძეს. რუსეთი გზას უხსნის გამსახურდიას და მის მომხრეებს თბილისისაკენ. სანაცვლოდ რუსეთი გამსახურდიასაგან მოითხოვს აფხაზეთის თუნდაც ერთობლივი კონტროლის უფლებას.
ეს მოთხოვნა ერთ ფურცელზეა ჩამოყალიბებული. მას მხოლოდ
გამსახურდიას ხელის მოწერა აკლია.
გამსახურდიამ უპასუხა, რომ ასეთ დოკუმენტზე ხელს არ მოაწერს.
გენერალი ურჩევს არ აჩქარდეს, დაფიქრდეს, ყველაფერი გაიაზროს, აწონ-დაწონოს და მერე მიიღოს გადაწყვეტილება.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ეზოში მდგარა მორად გადახერხილი უზარმაზარი დიამეტრის წიფლის მაგიდა, გარშემო _ მორებისავე სკამები.
ზვიადს გენერლისავე მიწოდებული ქაღალდი აუღია, მაგიდასთან დამჯდარა და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში არ მოუშორებია თვალი ამ ტექსტისათვის.
რომ დაბრუნდა, თვითმხილველებმა შენიშნეს, რომ ზვიადი იყო გათეთრებული. გენერალსა და ზვიადს შორის ასეთი დიალოგი გამართულა:
_ მე ვერ მოვაწერ ხელს ამ დოკუმენტს, _ თქვა ზვიადმა.
_ ძალიან ვწუხვარ, მაგრამ გაქვთ შეგნებული საფრთხეები, რომელიც თქვენი უარიდან გამომდინარეობს? _ უპასუხია გენერალს.
_ ვიცი. ეს არის ჩემი სიკვდილი.
_ მენანებით. ზვიად კონსტანტინეს ძევ.
_ ვერაფერს ვიზამთ. ასეთია ჩემი ბედი. "
27 სექტემბერი 2013 12:13
ბაკურ გულუას ნაირი ადამიანები გვიმრავლოს ღმერთმა!
ლადო
27 სექტემბერი 2013 12:03
გაყიდა რას ნიშნავს ბატონო ბაკურ და. სკამი რო არ დაეკარგა შევარდნაძეს თბილისშიც, იმას ნიშნავს.
ვერ შეძლო მან მხედრიონელებით და კიტოვანის გვარდიით წესრიგის დამყარება ვერც აფხაზეთში და ვერც სამეგრელოში.
ზვიადის და შევარდნაძის ამბიციებს შეეწირა საქართველოს ტერიტორიები.
Zug.
27 სექტემბერი 2013 12:01
"ღონე ქვეყნისა ნიჭიერი და მხნე კაცია ნიჭიერ კაცთა უყოლობო ქმნის ერს უღონოდ" ბატონო ბაკურ შარტავას მსგასი ვაჟკაცები დააკლდა ჩვენს ქვეყანას, ამიტომაც ვართ უღონოდ,უნიათოდ.
ნატო თოდუა
27 სექტემბერი 2013 11:59
საინტერესო სტატია გმადლობთ!
nata
27 სექტემბერი 2013 11:58
საინტერესო სტატია გმადლობთ
dato
გააკეთეთ კომენტარი
ყურადღება!
გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
12:52 / 18-12-2014  Image გოგონას, რომელიც ცოლად სხვას გაჰყვა, მასზე შეყვარებულმა მამაკაცმა დედა და შვილი მოუკლა - სასტიკი შურისძიება და დაპირისპირება გოგაშენში
ახალციხის რაიონის სოფელ გოგაშენში დაპირისპირება გრძელდება
11:34 / 18-12-2014  Image გაიცანით თბილისელი ბიჭი, რომელიც ერთ დღეში ინტერნეტგმირად იქცა
+VIDEO: 85 ათასი ნახვა, 7 ათასამდე გაზიარება და უამრავი კომენტარი
13:18 / 18-12-2014  Image "ქუჩაში უცებ დამეწყო საშინელი შეტევა, ვიხრჩობოდი, ნაბიჯს ვერ ვდგამდი" - ვინ გადაარჩინა სიკვდილს ეკა კვალიაშვილი
"შემეშინდა, რომ არ დავვარდნილიყავი და სული არ დამელია, ჩემი პატარა შვილიშვილი არ დამეტოვებინა უპატრონოდ"
11:41 / 18-12-2014  Image ღარიბაშვილის სიმამრი ხანგრძლივ დუმილს არღვევს - "გივი თარგამაძემ კობა ოთანაძეს "კონტროლკა" დაახალა..."
ინტერვიუ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნდა
13:07 / 18-12-2014  Image ვის მოუწყო სტრიპტიზი ნუკი კოშკელიშვილმა
ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი კიდევ უფრო გათამამდა