ქართული დღე ავღანეთში

ქართული დღე ავღანეთში

გასულ კვირას ''ეტალონის'' ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან ერთად ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების მოსანახულებლად და გასამხნევებლად გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ მან საინტერესო წერილი გაავრცელა, რომელშიც ავღანეთში მოხალისედ წასვლაზე აცხადებდა საჯარო თანხმობას. მისი ეს განცხადება იმ კამპანიას მოჰყვა, როცა საკმაოდ ბევრი ადამიანი ავღანეთიდან ქართველ სამხედროთა გამოწვევას ითხოვდა...

- რა მიზნით გაემგზავრეთ ავღანეთში?

- ძალიან მარტივი მიზანი იყო - ყოველგვარი კამერების, პიარის, რეკლამის გარეშე ჩავსულიყავი ავღანეთში და მენახა სამი რამ, პირველი - ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც იქ მსახურობენ და საქართველოს წარმოადგენენ. დაახლოებით 1600 ქართველი ჯარისკაცი წარმოადგენს ავღანეთში ჩვენს სამშობლოს. მეორე მიზეზი იყო, მათი იქ ცხოვრების პირობები მენახა და ასევე დავრწმუნებულიყავი იმაში, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. მესამე მიზეზი კი მათი გულწრფელი გამხნევება გახლდათ.

- მახსოვს თქვენი განცხადებაც, როცა ავღანეთში მოხალისედ გაწვევა ითხოვეთ...

- ეს იყო რეალური მხარდაჭერა იმ ადამიანებისა, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს სახელით მსახურობენ ავღანეთში. ეს განცხადება გულით გავაკეთე და მგონია, რომ ასევე მიიღეს.

საქართველო, როგორც ქვეყანა, ისტორიულად ყოველთვის მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილი იყო. ჩვენი ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, მუდამ იყო ჩართული კაცობრიობის წინაშე მდგარი ურთულესი ამოცანების გადაწყვეტაში. ასე იყო ადრეც და დღესაც ასეა. როდესაც ჩვენი სახელმწიფო მოხელეები ამტკიცებენ, რომ ჰელმანდის პროვინციაში სახელმწიფოებრივ მისიას ასრულებენ, დავინტერესდი, სინამდვილეში რა ვითარება იყო იქ.

ქართველი ერი ყოველთვის გამოირჩეოდა სამხედრო ნიჭით, მხედრული მომზადებითა და სიმამაცით. მსოფლიო ისტორიაში ნებისმიერ პიროვნებას ხასიათში სჭირდება ეს სამი რამ, რათა გმირი გახდეს. აქედან გამომდინარე, საქართველო უნდა ყოფილიყო, არის დღესაც და მომავალშიც უნდა ჩაერთოს ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გადაწყვეტაში.

- თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეთ ავღანეთში გამგზავრების შეთავაზება?

- მათ წერილით მივმართე, რომელშიც ვწერდი, კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ და მოხალისედ გამაგზავნეთ-მეთქი, რაზეც უარი მითხრეს გარკვეულ მიზეზთა გამო, მაგრამ შემომთავაზეს ავღანეთში გამგზავრება და რეალური სიტუაციის ჩვენება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს, რომელთაც ზუსტად გაიგეს, რატომ მინდოდა ავღანეთში ჩასვლა და ეს ძალიან უცბად, ოპერატიულად გადაწყდა.

მიწვევის შემდეგ დავიწყე მზადება გასამგზავრებლად. როდესაც ქვეყანაში მიდიხარ, რასაკვირველია, ინტერნეტით ნახულობ, რა ტემპერატურაა იქ. შევიტყვე, რომ 35 გრადუსი სიცხე იქნებოდა. პირველი, რაც ამის შემდეგ თავში შეიძლება მოგივიდეს, უდაბნოსა და შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე გამგზავრების წინ, არის რაც შეიძლება მსუბუქად ჩაცმა. მე კი გამოვეწყვე კოსტიუმსა და ჰალსტუხში, გადავიკიდე ჩანთა და წავიღე საჩუქრები - ქართული ჩურჩხელები და ''ეტალონის'' წიგნები. ჯარისკაცის მამასავით ჩურჩხელა ერთ ხელში დავიჭირე, მეორეში - წიგნი და დილას გამოვცხადდი აეროპორტში (იღიმის).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია