ვაზაგაშვილების კიდევ ერთი, აქამდე უცნობი ტრაგედია...

ვაზაგაშვილების კიდევ ერთი, აქამდე უცნობი ტრაგედია...

2006 წლის 2 მაისს კორტებთან მომხდარი ფაქტი დღემდე არ არის ბოლომდე გამოძიებული. ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, საკუთარი შვილის საფლავზე ნაღმის აფეთქებას გუშინ ემსხვერპლა.

Ambebi.ge-ს არქივში ინახება ინტერვიუ, რომელიც იური ვაზაგაშვილმა ჟურნალ "რეიტინგს" 2013 წლის სექტემბერში მისცა. აღნიშნულ სტატიაში იური ვაზაგაშვილი მისი ოჯახის ტრაგიკულ წარსულზე საუბრობდა. გთავაზობთ ინტერვიუს (27/09 2013).

''ზურასნაირი ბავშვი ას წელიწადში ერთხელ იბადება''

- მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვს წარწერა, რომ 22 წლის ხართ.

- სურათზე ალბათ ბევრი ვერ მიცნობს. ამ დროს ახალი დაოჯახებულები ვიყავით. მეუღლე დაახლოებით 35 წლის წინ გავიცანი. ზაფხულში გურიაში ვიყავი სტუმრად, მაშინ შევხვდი მომავალ მეუღლეს. მეორე კურსის სტუდენტი იყო და ძალიან მომეწონა. მალევე დავოჯახდით. შეგვეძინა პირველი შვილი, ჯაბა. მერე ზვიადი დაიბადა. წარმოშობით კასპიდან ვარ. ზვიადი წლისა და სამი თვის იყო, ავად რომ გახდა. კასპის საავადმყოფოში მიიყვანეს. ექიმმა დაბინძურებული გადასხმის სისტემა გამოიყენა, ზვიადი მოიწამლა და გარდაიცვალა. 1984 წლის 9 თებერვალს შეგვეძინა ზურა. სურათზე ზურა დაახლოებით ერთი წლის იქნება. ჩვეულებრივი მშრომელი ოჯახი ვიყავით. თავს ბედნიერად ვგრძნობდით. საყვარელი ოჯახი გვქონდა. ჯაბა დაქორწინდა. მისგან ერთი შვილიშვილი მყავს - მარიამი, რომელიც ათი წლისაა. ოჯახში უბედურება რომ შეგვემთხვა, ზურა რომ დაიღუპა, დაახლოებით წლისა და რვა თვის იყო მარიამი. მას შემდეგ დიდ ტრაგედიაში ვცხოვრობთ. ღამე ხშირად მეღვიძება და ვხედავ, რომ ჩემი მეუღლე ტირის. ენატრება ზურა…

- მომდევნო ფოტოზე ჯაბა ვისთან ერთადაა?

- ჯაბა და ზურა არიან. ჯაბა ზურაზე ოთხი წლით უფროსი იყო. ფოტოგრაფს ჰქონდა ნამდვილი მოტოციკლი ფოტოების გადასაღებად, რომელზეც ბევრი ბავშვი იღებდა ფოტოს.

- შვილებს ანებივრებდით?

- ზურა თვრამეტი წლის იყო, უმაღლესში რომ ჩააბარა და მაშინვე მანქანა ვუყიდე. ზურას ფინანსური პრობლემა არასდროს ჰქონია. მე და ჩემი მეუღლე მთელი ცხოვრება წვალებით მოვდივართ და ბევრს ვშრომობთ. პატარა ოჯახური ბიზნესი გავაკეთეთ და შემოსავალი ყოველთვის გვქონდა. სულ კრედიტებით ვმუშაობდი. ორი თვის გათავისუფლებული ვიყავი ბანკის ვალებიდან, ტრაგედია რომ დაგვემართა.

- ზურას ბავშვობისდროინდელი ფოტოები რომ ვნახე, თითქმის ყველგან მკაცრი სახე აქვს. როგორი იყო ზურა ბავშვობაში?

- მამის პოზიციიდან არასდროს მიყვარს საუბარი, მაგრამ ზურა ცხრა-ათი წლის რომ იყო, როგორც ჩემს ტოლს, ისე ველაპარაკებოდი და ნებისმიერ საკითხზე ვმსჯელობდით, როგორც დიდები. ვიტყოდი, რომ ჩვენს გვარში ზურა განსაკუთრებული იყო. ჩემს ნათესავებს არ ეწყინებათ, ამას რომ ვამბობ, მისი მსგავსი ბავშვი ას წელიწადში ერთხელ იბადება. 1995 წელს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ფირმის გახსნა გადავწყვიტე. ერთ საღამოს მკითხა, რა საბუთებით დადიხარ, რა ხდებაო. ვუთხარი, ფირმას ვხსნი და ზურიკელა უნდა დავარქვა-მეთქი. ათი წლის ბავშვმა მაშინვე მითხრა, ასე არ მოიქცე, ჯაბას ეწყინებაო. ცოტა ხანს დაფიქრდა და მითხრა, ''ჯაზუ'' დაარქვიო. ჩემს ფირმას მართლაც ''ჯაზუ'' დავარქვი. ძალიან ალალი ბავშვი იყო. უსამართლობას ვერ იტანდა. ნებისმიერს შეეკამათებოდა სამართლიანობის დასაცავად. არავის დაჩაგრავდა. ძალიან კონტაქტური იყო და დიდი სამეგობრო ჰყავდა. თავის დაცვა თვითონვე შეეძლო, დედის კალთას ამოფარებული არასდროს ყოფილა.

- როგორ სწავლობდა?

- სკოლა დაამთავრა და მაშინვე უმაღლესში მოეწყო. საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში სწავლობდა. თან საკუთარი ბიზნესი ააწყო. 22 წლის იყო და საკუთარი რესტორანი ჰქონდა. სწავლობდა და თან რესტორანს ამუშავებდა. ეს რესტორანი, ''ჯაზუ'' , მერვე წელია დაკეტილია, ვაჩუქე ქუჩაში დახვრეტილ ბიჭებს, დავარქვი ზურა ვაზაგაშვილის დარბაზი და ვისაც დასჭირდება, ყველას შეუძლია მისვლა და ნებისმიერი შეხვედრის გამართვა. დღევანდელი უმრავლესობის წევრთა უმეტესობა მოდიოდა იმ დარბაზში და შეხვედრებს მართავდა.

იხილეთ| ყველა სიახლე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია