”მთელი” თუ არა ”ნახევარი” თბილისის ბიჭებს მაკა ჩიჩუა უყვარდათ

”მთელი” თუ არა ”ნახევარი” თბილისის ბიჭებს მაკა ჩიჩუა უყვარდათ

"მთელი" თუ არა "ნახევარი" თბილისის ბიჭებს მაკა ჩიჩუა უყვარდათ", - ასე იხსენებს სტუდენტობის პერიოდს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას ბავშვობის მეგობარი, რეჟისორი და სცენარისტი გიო მგელაძე.

"გიორგის ცოლი, მაკა ჩიჩუა ჩემი ბავშვობის მეგობარია. ჰქონდა და აქვს ულამაზესი გარეგნობა. "მთელ" თუ არა "ნახევარ" თბილისის ბიჭებს მაკა უყვარდათ. ლამაზი, მხატვარი, კინოებში იღებდნენ... მოკლედ "სტარი" იყო.

თქვენ მითხარით, რომ გიორგის უთქვამს, მაკას სილამაზეზე რომ ლაპარაკობს ყველა, გაცილებით ლამაზი და მდიდარი სულიერი სამყარო აქვსო. ამ სიტყვებში ჩანს გიორგის დამოკიდებულება მაკასადმი. ეს არ არის შეყვარებული კაცის სუბიექტური აზრი, იმიტომ რომ მართლა ასეა. მაკას აქვს ძალიან მდიდარი და საინტერესო სამყარო. მაკას ცხოველებთან, მცენარეებთან ურთიერთობა ცალკე ისტორიაა. ერთ-ერთი დიდებული თვისება, რაც აქვს - უყვარს და ერთგულია. გიორგისნაირი ერთგული ადამიანიც, სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა ჩემს ირგვლივ და საერთოდ. ერთგულია, საყვარელი ქალის, მეგობრების, საქმის, იდეის... მაქსიმალისტია აქაც, ბუნებრივად. შეიძლება მეგობარი არ ყავდეს ნანახი წლები, მაგრამ უყვარს ბავშვობის სიყვარულით და ერთგულია ბოლომდე...", - იხსენებს რეჟისორი.

"ქართული ოცნების" პრეიზდენობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი და მხატვარი მაკა ჩიჩუა უკვე რამდენიმე წელია ერთად არიან, წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ არის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე - "მაშინ გიორგი პრეზიდენტობაზე არც ფიქრობდა, პრეზიდენტობა უნდოდა ირაკლის (კაკაბაძეს), ლევანი (ვასაძე) კი პოეტობას აპირებდა"

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: როგორი იყო მაკა ჩიჩუა ბავშვობაში

გიორგი მარგველაშვილი - "როცა საუბარია მხოლოდ იმაზე, თუ რა ლამაზია მაკა, ვფიქრობ, რომ ამით ურთიერთობას აუბრალოებენ"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია