ავტორი:

"ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული..." - სალომე ზურაბიშვილი ჯანრიზე, შვილებსა და კარიერაზე

"ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული..." - სალომე ზურაბიშვილი ჯანრიზე, შვილებსა და კარიერაზე

დიპლომატი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პარტია "საქართველოს გზის" ლიდერი და ახლა უკვე საქართველოს პრეზიდენტი - ეს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გზის არასრული ნაწილია. საქართველოს მეხუთე და პირველი ქალი პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას დეკემბრის შუა რიცხვებიდან შეუდგა.

ზურაბიშვილის პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრება, ინტერესის საგანი ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებით. გთავაზობთ ინტერვიუს სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც ჟურნალმა "რეიტინგმა" პოლიტიკოსთან 2013 წელს ჩაწერა.

პრეზიდენტის მეორე მეუღლე მწერალი, მკვლევარი და ჟურნალისტი ჯანრი კაშია 2012 წელს გარდაიცვალა. წყვილი 1993 წლიდან იყო ქორწინებაში. მათ ერთობლივი შვილები არ ჰყოლიათ, თუმცა პირველი ქორწინებიდან სალომე ზურაბიშვილს ორი შვილი - თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანები ჰყავს.

  • ჯანრი კაშია

"როდესაც ოჯახზე ვლაპარაკობ, ყოველთვის მინდა, საუბარი ჯანრით დავიწყო, მაგრამ როგორ გამომივა, არ ვიცი... როდესაც ჯანრიმ, როგორც თავად ამბობდა, თავისუფლება არჩია და საფრანგეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, მაშინ იქაურ საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და მთხოვეს გამერკვია, სად უნდა მიეტანა საბუთები. მაშინ გავიცანი ჯანრი, მაგრამ როდესაც ”ქართულ-ევროპული ინსტიტუტი" დააარსა, უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს... ამ დროს პირველ ქორწინებაში ვიმყოფებოდი.

შემდეგ მეუღლესთან ერთად ამერიკაში წავედი. პირველი მეუღლე სპარსეთში, თეირანში დაბადებულ-გაზრდილი ქართველი იყო, გვარად გუგუშვილი. მისგან ორი შვილი მყავს, გოგონა და ბიჭი... მე და ჩემი მეუღლე რომ დავშორდით, დიპლომატიური მისიით აფრიკაში, ჩადში წავედი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბი ქვეყანა. მე და ჩემი შვილები იქ სამი წელი ვცხოვრობდით. მაშინ იქ ომიც იყო. ქუჩები, ფაქტობრივად, არ არსებობდა, ქვიშა იყო ყველგან.

იქიდან რომ დავბრუნდი, მერე გავყევი ჯანრის. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული. დიდი ტკივილის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანის გვერდით ვცხოვრობდი. ის მხოლოდ მეუღლე კი არა, ჩემი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო... საერთო შვილი არ გვყავს, მაგრამ მის შვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, სულ ვამბობდით, რომ გაფართოებული ოჯახი გვქონდა...

ჯანრის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. ასე მეგონა, ცხოვრების ძალა და მოტივაცია დავკარგე. ხშირად ვკამათობდით კიდეც, რადგან საჭიროა, ვიღაცამ წინააღმდეგობა გაგიწიოს და შენ დაუმტკიცო, რომ ასე არ არის, ან პირიქით, დაეთანხმო. მის თანადგომას და რაც მთავარია, სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი. ხანდახან ჯიუტად არ მინდა მასზე წარსულში ლაპარაკი, რადგან ვგრძნობ, ჩემ გვერდით არის..."

  • შვილები

"ჩემს შვილებზეც მოგიყვებით: მყავს ვაჟი თემური და გოგონა ქეთევანი. მათ ასაკს რომ ვამბობ, თავადაც არ მჯერა... გოგონა ბიჭზე პატარაა. თემური დიპლომატიურ გზას გაჰყვა. ნიუ-იორკში ცხოვრობს და გაეროს მისიაში მუშაობს. ქალიშვილმა კი ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი ოცნება აისრულა - პარიზში, ფრანგულ საერთაშორისო ორენოვან ტელევიზიაში მუშაობს. საინფორმაციო გამოშვებისთვის სიუჟეტებს ამზადებს და სპორტული ნაწილის წამყვანია... ორივე გამართული ქართულით ლაპარაკობს..."

სალომე ზურაბიშვილი არაერთხელ დაუსახელებიათ ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ქალ პოლიტიკოსად. როგორც თავად ამბობს, დიზაინერი და სტილისტი არასდროს ჰყოლია, თუმცა ვიზუალის საკითხში მისი კომპეტენტური კრიტიკოსი ქალიშვილია:

"ხშირად მეკითხებიან, დიზაინერი ან თუნდაც რჩევის მიმცემი თუ მყავს... არა, არასდროს მყოლია. ერთადერთი, ჩემი ქალიშვილი მაკრიტიკებს, როდესაც ჩემს სატელევიზიო გამოსვლას ნახულობს, მერე მეუბნება, ეს არ უნდა ჩაგეცვა, იმაზე ეს სამკაული არ უნდა გაგეკეთებინა, ხელებს ძალიან ხშირად და სწრაფად იქნევდიო...

სხვათა შორის, თავად ძალიან კარგად ეხერხება მაკიაჟი, ჩაცმაც, ვარცხნილობის შერჩევაც. მას ვიზაჟისტობა ყოველთვის აინტერესებდა და ტელევიზიაში მუშაობამ გამოცდილება მისცა. იცის, რა ფერები უნდა შეუხამოს ერთმანეთს. მაკიაჟსაც პროფესიონალურად აკეთებს. მე სულ მეჩქარება და ბოლო წუთებში, სახლიდან გასვლამდე ვიკეთებ იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია