კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:35 / 16-10-2013
დაანგრევენ თუ არა რიყის უსახურ თეატრის შენობას
ხელისუფლებამ რიყის განვითარების გეგმის, კერძოდ კი მუსიკისა და დრამის თეატრის მშენებლობის დაფინანსება შეწყვიტა. შესაბამისად, როგორც თბილისის განვითარების ფონდში აცხადებენ, შეჩერდა თეატრის მშენებლობაც. გაგრძელდება თუ არა მშენებლობა და აპირებს თუ არა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის განვითარების ფონდი ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსულტაციების გამართვას, ჯერჯერობით უცნობია. ფონდში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.

რიყეზე მუსიკისა და დრამის თეატრის მშენებლობის პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. როგორც თბილისის განვითარების ფონდში განაცხადეს, ამის მიზეზი ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფინანსების შეწყვეტა გახდა. მათი ცნობით, პროექტზე ამ დროისთვის 75 მილიონი ლარია დახარჯული, თუმცა შენობის შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დამატებითი თანხა კიდევ სჭირდება. თეატრი 500-მდე მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა როდის განახლდება მშენებლობა, ფონდში კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ.

როგორც ცნობილია, რიყეზე ე.წ. "ტრუბების", ანუ მუსიკისა და დრამის თეატრის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. შენობის პროექტი იტალიელ არქიტექტორ მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის, რომელიც პირადად იმყოფებოდა თბილისში, რათა პროექტი რიყის განაშენიანების გეგმაში სრულყოფილად ჩამჯდარიყო.

მშენებლობის დაწყებისთანავე გამოითქვა ვარაუდი, რომ თეატრის შენობა 2012 წელს დასრულდებოდა, მისი გახსნა იმავე წლის აპრილში იგეგმებოდა. თუმცა, ეს ყველაფერი დროში გაიწელა, დღეს კი მისი მშენებლობა საერთოდ შეჩერდა.

თბილისის მერიამ რიყის, როგორც ქალაქის ძველი, ისტორიული ნაწილის კომპლექსური განვითარებისა და განაშენიანების კონცეფციაზე მუშაობა 2009 წელს დაიწყო. პროგრამა რამდენიმე მასშტაბურ პროექტს მოიცავდა, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი რიყის პარკის ლანდშაფტური არქიტექტურისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იყო.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რიყის განაშენიანებასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მუსიკისა და დრამის თეატრის შენობა იმსახურებდა. პრემიერი, რომელსაც შენობის დიზაინი არ მოსწონდა, მის შესაძლო დემონტაჟზე საუბრობდა, პრეზიდენტი კი შენობის შესაძლო ნგრევას აკრიტიკებდა და თალიბანიზაციაზე საუბრობდა.

ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს პრემიერმა აღნიშნული შენობა "ზარბაზნის პირს" შეადარა და განაცხადა, რომ იგი დედაქალაქის იერს არ შეესაბამება. ბიძინა ივანიშვილის თქმით,
მისი მშენებლობის საკითხში სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, მათ შორის, უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან და ამის შემდეგ გადაწყდება, ეს პროექტი შეჩერდება თუ დასრულდება.

"თუ შეჩერება მოხდება, კარგი იქნება, თუ ჩაერთვებიან სპეციალისტები, არქიტექტორები, ვისაც ხელეწიფება, ვინც იცის, დიზაინერი იქნება, ხელოვანი თუ მხატვარი. მოვახერხებთ გამოკითხვას, კიდევ ჩამოვიყვანთ უცხოელ სპეციალისტებს.

ნახავენ და თუ დასამთავრებელია, დავასრულებთ. თუ სიმახინჯეა და მოსაშორებელია, სჯობს, ადრე მოვაშოროთ. მე იგივე დამოკიდებულება მაქვს პრინციპში. რაც არ არის გასაკეთებელი, არ უნდა გაკეთდეს", - განაცხადა მაშინ ივანიშვილმა.

არადა, თეატრის მშენებლობის იდეა თავად ივანიშვილს ეკუთვნოდა. ეს პრემიერმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც აღიარა. "ის უნდა იყოს ჭურჭელი - გრაფინებია თითქოს ქვიშაზე დაყრილი. ამის ნახაზები მე ნანახი მაქვს და მინდოდა მანდ მუსკომედიის თეატრის აშენება, მაგრამ როდესაც ვნახე, რომ არქიტექტორი პროპორციებში იტყუებოდა, შევუთვალე, რომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება, მაგრამ თქვენი ლიდერი არ ჩერდება, ვერაფრით შევაჩერეთ და მივიღეთ ხიდზე უარესი", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ელზა წიკლაური
გაზეთი ”რეზონანსი”
10:53 / 28-11-2013
დავანგრიოთ, მაგრამ - ბიძოს ბიზნესცენტრის შემდეგ!!!
ბიძინაჩემის სასახლეც ხომ ანალოგიური სიმახინჯეა!
ni-ka
10:33 / 17-10-2013
თითქმის დამთავრებული თეატრის დანგრევა შეიძლება? ამდენი ფული დაუხარჯავთ და სულ ცოტაღა დარჩა. თუ ჯარტად გინდატ ჩააბაროთ, როგორც 90-იან წლებში დაშალეს ყველაფერი ჯართად. მიეჩვევა თვალი ნელ-ნელა. თბილისში ან საქართველოში მაგაზე უარესი არაფერი გინახავთ? რამდენი დაზიანებული შენობაა მიწისძვრისაგან, იმას მიხედონ, ეს კი დაამთავრო. თქვენნაირები ეიფელის კოშკსაც დაანგრევენ, რომ მიუშვა და მთელ ნიუ იორკის ცათამბრჯენებს გაასწორებენ მიწასთან.
მნგრეველებს
მსგავსი სიახლეები
საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დავით ნარმანიამ გაიტანა.
"როცა ღარიბაშვილმა პომპეზურად გახსნა მაგისტრალი, ეს მოხდა ხალხის ქონების განადგურების ხარჯზე"
"ეს ის შემთხვევაა, როდესაც პური მეპურემ უნდა გამოაცხოს"
რთული რელიეფის გამო პროექტი 25 ხიდისა და 11 გვირაბის მშენებლობას მოითხოვს
"წვიმდა და მიწა სველი იყო, არმატურის 4 ტონიანი შეკვრა კიდეზე დებულა და ჩასრიალდა"
რატომ დამასვენებინეს ამ ადგილზე თუ არავინ მიხედავდა?
განსაკუთრებულ ყურადღებას პროფესიული კოლეჯისა და გლდანის საცურაო აუზის მშენებლობა იწვევს
იუსტიციის სახლის მშენებლობა 4 მილიონი ლარით ნაკლები დაუჯდება ამ ხელისუფლებას
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
13:08 / 22-12-2014  Image "მაესტროზე" წამყვანები ფაქტობრივად, ტირიან" - ცნობილი ჟურნალისტები არხზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან
"ნათელში იყავი, MaestroTV"
13:05 / 22-12-2014  Image რიდლი სკოტის"მოსე" და აარონ პოლი ვარსკვლავურ სამსახიობო ანსამბლში
რიდლი სკოტის"მოსე" და აარონ პოლი ვარსკვლავურ სამსახიობო ანსამბლში
13:01 / 22-12-2014  Image "მიწიდან ამოგიღებ, 56-ე ხარ სიაში" - ვინ ემუქრება სიკვდილით ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს
"ვიღაც ტიპი, ვინც თავს ''ბაჩო ახალაიას ჯარისკაცსს'' უწოდებს, დასჯით მემუქრება"
12:15 / 22-12-2014  Image გიორგი ბარამიძე ფრონტის წინა ხაზზე უკრაინის ომში
+VIDEO: უკრაინაში, ფრონტის წინა ხაზზე გიორგი ბარამიძე ჩავიდა
11:49 / 22-12-2014  Image ანაკონდამ პირდაპირ ეთერში მეცნიერის შეჭმა გადაიფიქრა (+ ვიდეო)
+VIDEO: შოკისმომგვრელი სანახაობა