"ნიჭიერის კვერცხულესი" - რას ერჩის თემო ლოლაძე თავის სასქესო ორგანოს

"ნიჭიერის კვერცხულესი"  - რას ერჩის თემო ლოლაძე თავის სასქესო ორგანოს

23 წლის თემო ლოლაძე "ნიჭიერის" ეთერში გასვლის შემდეგ მთელმა საქართველომ გაიცნო, თუმცა არ იციან, რომ ამ ახალგაზრდამ რამდენიმე თვის წინაც გააოცა საზოგადოება. თემო ტრუსის ამარა კახი კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩის დროს სტადიონზე შეიჭრა. ახლა კი თავისი პოპულარობა "ნიჭიერში" გამოსვლით გაიმყარა. მან ფილარმონიის სცენაზე ბლოკები და ხის ნაჭრები გადაიმტვრია, ამაში კი მეგობრები დაეხმარნენ. მეორე ტურში გადავიდა, თუმცა ძალიან დიდი იყო შანსი, რომ შოუ დაეტოვებინა, რადგან ნომერი უცნაურად დაიწყო. ჟიურის არწმუნებდა, რომ მწოლიარე მდგომარეობაში ჰაერში გაჩერდებოდა, თუმცა ისე, რომ მხოლოდ ფეხები ექნებოდა სკამზე დალაგებული. ეს უცნაური ნომერი არ გამოუვიდა და ორჯერ იატაკზე დაეცა. როგორც ინტერვიუს დროს გავარკვიეთ, ეს მისი გამოსვლის ნაწილი ყოფილა და ჟიურის გასამხიარულებლად მოიგონა, რეალურად კი ბლოკებისა და ხის ნაჭრების იმედად იყო, რამაც სახელი მთელ საქართველოში გაუთქვა.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ცხრა წელი ვთამაშობდი ფეხბურთს და ტრავმის გამო თავის დანებებამ მომიწია. ამის მიუხედავად, ბევრი მარათონი მოვიგე. როცა დრო მაქვს, იპოდრომზე მივდივარ და ვვარჯიშობ. ერთხელ ქაღალდის თვითმფრინავების კონკურსი მოვიგე, საქართველოს ჩემპიონი გავხდი და ავსტრიაში წავედი, ზალცბურგის მსოფლიო ჩემპიონატზე. იქ ოცეულში მოვხვდი და ძალიან კარგი ხალხი გავიცანი.

- საკმაოდ ორიგინალური იმიჯი გაქვს...

- ბავშვობიდან გრძელ თმას ვატარებ. ბებია მეხუმრებოდა ხოლმე, პონის ჰგავხარო. ბლანჟე სპეციალურად არ მაქვს, უბრალოდ, წვერი სხვაგან არ ამომდის. ამის გამო დონ კიხოტს მამსგავსებენ. ერთი ძმა მყავს, 33 წლის, მოსკოვში ცხოვრობს და საქმიანობს. ჩემგან განსხვავებით, ის დაიჩაგრა, რადგან სხვა დროში დაიბადა. ოჯახში გრძელ თმასა და საყურეს უშლიდნენ. მახსოვს, სახლიდან ჩვეულებრივი შარვლით გადიოდა და გარეთ დახეულ ჯინსებს იცვამდა. მამას ჩემი გიჟობები დიდად არ მოსწონდა. მამა პროფესორია, ბაბუა - ლექტორი. ოჯახში არამისაბაძ შვილიშვილად მივიჩნეოდი.

- ნომერი, რომელმაც "ნიჭიერში" ყველა გააოცა. ასეთი უცნაური გართობა საიდან მოიგონე?

- ყოველთვის მინდოდა ასეთ შოუში მონაწილეობა. ჩემი ნომერი იუმორისტულია, თუმცა ბევრი მაზოხისტურსაც უწოდებს. მე მგონი, გაამართლა, რადგან ნახევარი თბილისი ჩემზე და ჩემი სხეულის ერთ ნაწილზე ლაპარაკობს.

- ნომერი უცნაურად დაიწყე, ჟიურის არწმუნებდი, რომ მწოლიარე მდგომარეობაში, ერთ სკამზე ფეხის ქუსლებით ჰაერში გაჩერდებოდი.

- ეს ყველაფერი იუმორი იყო, რეალურად ასეთი რაღაც არ ხდება. მიყვარს რისკი, მთელი ცხოვრება ასე მოვდივარ. საქართველოში ყველაფერი რისკია, ყოველდღე სახლიდან გასვლაც კი. ხომ ნახეთ, ჟიურიმ ნომრის დასაწყისში ორი "არა" მომცა, დამცინეს, არც იფიქრებდნენ, რომ შემდეგ ტურში გადამიყვანდნენ.

- რაც შენ სცენაზე გააკეთე, მგონი, არ არის ნორმალური, თუნდაც იმიტომ, რომ ჯანმრთელობისთვის საშიშია.

- ამის მიღწევა ვარჯიშის შედეგია, თან არსებობს ტექნიკა, რომ ტკივილი აირიდო. ამ ნომრის შემდეგ მომიწია ექიმთან მისვლამ და მშვიდობაა, არავითარი პრობლემა არ მაქვს (იცინის). მშობლები ჩაწერას არ დასწრებიან და ეთერში რომ ნახეს - გაგიჟდნენ, მამა მეუბნებოდა, ცოტა ნორმალური რამე ვერ მოიფიქრეო? სიმღერა მე არ შემიძლია და ცეკვით დღეს ვერავის გააოცებ.

- თემო, სად მუშაობ?

- ერთ-ერთ გასართობ ცენტრში ანიმატორად. "ნიჭიერში" გამოსვლის შემდეგ, სამსახურში რომ მივედი, ბავშვებმა მიცნეს, ჩემთან ერთად სურათებს იღებდნენ და ავტოგრაფებს მთხოვდნენ.

- ყველაზე გიჟური კიდევ რა გაგიკეთებია ცხოვრებაში?

- ალბათ გახსოვთ, კახი კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი, სტადიონზე ტიტველი გადავხტი. ეს იყო ჩემი ოცნების ასრულება. ფეხბურთელები ამ სიურპრიზს არ ელოდნენ. მთელი ბავშვობა იმაზე ვოცნებობდი, რომ "დინამოს" სავსე სტადიონზე გავსულიყავი. თან "მილანის" გულშემატკივარი ვარ, მოედანზე ჩემი კერპები იყვნენ. მათ წინ გავირბინე და თან ისე, რომ ვიღაც კი არ ვიყავი, ყველა მე მიყურებდა. ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი ინძაგი გამომეკიდა. ხალისიანი გამოვიდა ყველაფერი. კარგად გაერთნენ.

- "ნიჭიერს" დავუბრუნდეთ... შენი უცნაური ნომრით ჟიურიში მყოფი ქალბატონები გააბრაზე.

- სამაგიეროდ, მერე ხომ გამხიარულდნენ, ტანზე რომ შემოვიხიე (იცინის). იმედი მაქვს, არ ინანებენ ნახევარფინალში და მიხვდებიან, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს. ახლა განსაკუთრებულად ვემზადები. არ გეტყვით, როგორ გამოვალ. ხალხის მხრიდან იმხელა გამოხმაურება მოჰყვა ჩემს გამოსვლას, რომ სოციალურ ქსელში უამრავი შეტყობინება მომდის.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია