რიტუალების სასახლე ხალხს უბრუნდება

რიტუალების სასახლე ხალხს უბრუნდება

"1 ნოემბრდან რიტუალების სასახლე ოფიციალურად გაიხენება, სადაც ფუნქციონირებას სადღესასწაულო მრავალფუნქციური კომპლექსი დაიწყებს," - აცხადებს რიტუალების სასახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თამუნა გომართელი, რომელსაც "ამბები.გე" დაუკავშირდა.

- რიტუალების სასახლე თავის ძველ ფუნქიას იბრუნებს?

- სასახლის სადღესასწაულო გახსნა ბატონი ბადრის დაბადების დღეს, 31 ოქტომბერს დავამთხვიეთ. ის 58 წლის გახდებოდა. წვეულებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე პატარკაციშვილების ოჯახის მეგობრები და საპატიო სტუმრები. 1-ლი ნოემბრიდან კი სასახლე შეიძლება გახსნილად გამოვაცხადოთ. ასე რომ, 31 ოქტომბერს საპატიო სტუმრებისთვის გაიხსნება, ხოლო 1-ელ ნოემბერს კი ის უკვე ხელმისაწვდომი ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება.

დიახ, აქ ფუნქციონირებას დაიწყებს ხელის მოწერის ზონა, რაც ქორწინების ცერემონიებისთვის იქნება განკუთვნილი, იქნება სარესტორნო ზონა, საკონფერენციო დარბაზი დიპლომატიური კორპუსისთვის, სამინისტროებისთვის, გაიმართება სემინარები და ვორქშოფები.

- დღემდე ამ ტერიტორიაზე პატარკაციშვილების ოჯახი ცხოვრობდა. ახლა სად არიან ისინი?

- ოჯახი ცხოვრობს თავის სახლში, სადაც აქამდე ცხოვრობდა. სასახლეს პატარა რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, კოსმეტიკური სამუშაოები ჩატარდა, რაშიც ოჯახის ყველა წევრს დიდი წვლილი მიუძღვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასახლე დაუბრუნდა საქართველოს, თბილისს.

ხოლო სასახლის ის ფლიგელი, სადაც დაკრძალულია ბატონი ბადრი, თავის ძველ ფუნქციას ინარჩუნებს. ის ადგილი გადატიხრული და დაკეტილია. ის ხელუხლებელი ტერიტორიაა.

ლალი ფაცია

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია