112 აირის გაჟონვის სალიკვიდაციოდ უსაფრთხოების ახალ სისტემას ნერგავს

 112 აირის გაჟონვის სალიკვიდაციოდ უსაფრთხოების ახალ სისტემას ნერგავს

მხუთავი აირის გაჟონვის და ხანძრის კერის წარმოქმნის სალიკვიდაციოდ, 112 დედაქალაქში და საქართველოს დიდ ქალაქებში უსაფრთხოების სისტემების დანერგვას იწყებს, რაც დეტექტორების დამონტაჟებას, ან ობიექტზე უკვე არსებული დეტექტორების აღნიშნულ სისტემაში ჩართვას გულისხმობს. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით "ამბები.გე" 112-ის დირექტორს გიორგი ბიჭაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, რას გულისხმობს ახალი დეტექტორების დამონტაჟება?

- ეს დეტექტორები მოგვცემს შესაძლებლობას, ხანძრის ან CO-ს გაჟონვის შემთხვევაში, საწყის ეტაპზე ოპერატიულად მოხდეს დახმარების ბრიგადების გაგზავნა შემთხვევის ადგილზე. მოგეხსნებათ ზამთრის დროს CO-ს გაჟონვით სიკვდილიანობის სტატისტიკური მაჩვენებლი არც თუ ისე დაბალია, ამიტომ ეს დეტექტორები საკმაოდ მნიშვნელოვანია.

- როგორ მოხდება საცხოვრებელი სახლების შერჩევა?

- დამოტაჟება შეეძლება ყველა ოჯახს სურვილის მიხედვით, ჩვეულებრივად კორპუსების ბინებში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება იყიდოს ერთი მთლიანი ძირითადი მოწყობილობა. ეს დეტექორები გათვლილია ყველა ტიპის შენობაზე: ოფისებში, სავაჭრო ქსელებში, სასწავლო-სამედიცინო დაწესებულებებში და ბიზნეს ცენტრებში. კორპუსებს შეუძლიათ იყიდონ ის მოწყობილობა, რომელიც სიგნალს გადასცემს 112-ს, ასევე შეუძლიათ შეიძინონ პანელი, რომელსაც მიებმება რამდენიმე წერტილი და ეს მომსახურება უფრო იაფი დაუჯდებათ. ასევე შესაძლებელია ადამიანმა ინდივიდუალურად შეიძინოს პანელი და დაამონტაჟოს. რაც შეეხება პრევენციას, ეს მდგომარეობს იმაში, რომ CO-ს შემთხვევაში გაზით მოწამვლა როდესაც ხდება, ადამიანი გვიან აღიქვამს ამას. ეს მოწყობილობა იძლევა სინგალს მხუთავი აირის გაჟონვისთანავე. აღნიშნული დეტექტორი შესაძლოა უკვე არსებობდეს კონკრეტულ ობიექტზე და ჩვენ შეიძლება ის ჩავრთოთ 112-ის სერვისში.

- რამდენად ზუსტად აღიქვამს ეს მოწყობილობა CO-ს გაჟონვის შემთხვევებს და რა გარანტიები აქვს ამ მოწყობილობას?

- ეს მოწყობილობა იძლევა გარანტიას, რათა სწრაფად მოხდეს საფრთხის პრევენცია. აქ მნიშვნლოვანია, რომ ეს დეტექტორი საწყის ეტაპზე აღიქვამს საფრთხეს და ავტომატურად გადასცემს განგაშის სიგნალს 112-ს.

- ამ მომსახურებისთვის 112-ში ახალი სამახური ხომ არ შეიქმნება?

-112-ში ახალი სამსახურის შექმნა არ იგეგმება. პირდაპირ ქოლ-ცენტრში, როგორც შემოდის ტელეფონით ზარები და საქმე რეგისტრირდება, ანალოგიურად იქნება ესეც. კონკრეტულ კომპიუტერებში იქნება ჩამონტაჟებული პროგრამა, სადაც მივიღებთ სიგნალს და მოხდება საქმის რეგისიტრირება და გადაცემა შესაბამისი სამახურებისათვის.

- რამდენად ადაპტირებულია ეს მეთოდი?

- უსაფრთხოების სისტემები საკმაოდ ბევრ ობიექტზე უკვე არის დამონტაჟებული, თუმცა ამის 112-თან მიბმის შემთხვევაში, რეაგირება მოხდება ბევრად ეფექტურად და მოკლე დროში. ტექნიკურად, როდესაც წარმოიქმნება განგაშის სიგნალები იგივე ხანძარი, ან ბინაში გაზის გაჟონვა, იქვე ავტომატურ რეჟიმში ირთვება სიგნალი და შეტყობინება შემოდის 112-ში.

- რა ეღირება ამ დეტექტორის დამონტაჟება?

- დეტექტორის დამონტაჟება გარკვეული თანხა ეღირება. რაც შეეხება თვითონ სერვისს და მომსახურებაზე წვდომას, მათ შორის მონიტორინგის ჯგუფების მომსახურებაც, მისი ფასი თვეში, სავარაუდოდ, 10 ლარიდან დაიწყება.

თეა ბითაძე, "ამბები.ge"

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია