სად ნახეს საქართველოში "თოვლის კაცი"

სად ნახეს საქართველოში "თოვლის კაცი"

ქართულად მას ტყის კაცი, ოჩოპინტრე, დევი ჰქვია, ინგლისურად - დიდტერფა, რუსულად - თოვლის კაცი, ჰიმალაიში კი იეტს უწოდებენ. ამ მეტად საინტერესო მოვლენაზე უფოლოგი, პარანორმალური მოვლენების მკვლევარი ირაკლი შონია გვესაუბრება:

-  ბოლოს ეს იყო 1989 წლის აგვისტოში ახმეტაში, ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალში - 3-მეტრიანი ბალნიანი არსება ფართო ნაბიჯებით გადაადგილდებოდა, მისი ნაკვალევიც აღმოაჩინეს და გადაიღეს, ტერფის სიგრძე 96 სანტიმეტრი იყო! ასევე ნახეს ქლუხორის უღელტეხილზე 1973 წელს, სვანეთში, მონასტერ "კალასთან" 1956 წელს. ის ერთადერთი არსებაა, რომელიც ადამიანთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა და შთამომავალიც უჩნდებოდათ.

-  ასეთი რამ მართლა მოხდა აფხაზეთის ტერიტორიაზე?

-  გავრცელებული ხმებით, დაახლოებით 60 წლის წინ თოვლის კაცსა და სოხუმელ ქალს, შვილი გაუჩნდათ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ სოხუმის ტერიტორიაზე მდებარე მაიმუნების საშენში იმხანად ტარდებოდა საიდუმლო ცდები ადამიანებსა და მაიმუნებზე, მათ შორის სექსუალური კავშირის შედეგებზე. ასე რომ, ძნელი სათქმელია, ვის შთამომავლობაზეა ლაპარაკი - თოვლის კაცისა და ადამიანის, თუ მაიმუნისა და ადამიანის ურთიერთობის ნაყოფზე.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია