კახა კუკავა მესამე შვილის მამა გახდა

კახა კუკავა მესამე შვილის მამა გახდა

კახა კუკავას 2 ნოემბერს მესამე შვილი - ელენე კუკავა შეეძინა. ახალშობილი 3 კილოსა და 600 გრამს იწონის და დედიკოსთან ერთად თავს კარგად გრძნობს.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, კახა კუკავას მეუღლე სამშობიაროში თავად წაუყვანია, მართალია სამშობიარო ბლოკში მეუღლის მშობიარობას არ დასწრებია, მაგრამ ბლოკს მიღმა გულშემატკივრობდა...

დედა-შვილი სამშობიაროდან უკვე გაწერეს. კუკავების უფროსი შვილები - ნინო და ნიკოლოზი, დედიკოს და პატარა დაიკოს შინ დიდი სიხარულით შეეგებნენ.  წინა დღეს, მამიდასთან ერთად, ოთახს, სადაც ახალშობილი უნდა დაებინავებინათ, ფერადი ბუშტებით აფორმებდნენ...

"ამბები.გე" ულოცავს კახა კუკავას და მის მეუღლეს მესამე შვილის შეძენას.

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია