ღამის კლუბები თბილისის ცენტრში, სადაც ქართველებს ეთნიკური ნიშნით არ უშვებენ

ღამის კლუბები თბილისის ცენტრში, სადაც ქართველებს ეთნიკური ნიშნით არ უშვებენ

"ღამის კლუბები თბილისის ცენტრში, სადაც ქართველებს ეთნიკური ნიშნით არ უშვებენ" - "თბილისის ფორუმზე" ამ სათაურით გახსნილ თემაში ავტორი თბილისის ცენტრში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის კონკრეტული ფაქტის შესახებ იუწყება. თემის ავტორი ამბობს, რომ თავად სცადა ერთ-ერთ ღამის კლუბში შესვლა, თუმცა მისი თქმით, მხოლოდ იმიტომ არ შეუშვა დაცვამ, რომ ქართველია. ინტერნეტმომხმარებელი დეტალურად აღწერს ფაქტს და თან ამსახველ ვიდეომასალასაც აქვეყნებს.

ამონარიდი გამოქვეყნებული პოსტიდან:

"მოკლედ, აგერაა ჩვენი გადაღებული ფაქტები თბილისის ცენტრში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის, როცა კონკრეტულად ქართველებს ეთნიკური ნიშნით არ უშვებენ უცხოელების, არაბების და თურქების ღამის კლუბებში. დაცვა პირდაპირ, ღიად ამბობს, რომ კლუბების მფლობელებისგან კონკრეტულად ქართველების შეშვებაზე აქვთ აკრძალვა (უფრო სწორად, ქართველი კაცების, ქალებს უშვებენ), რაც ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტია და საქართველოს კონსტიტუციით იკრძალება. 5-6 ღამის კლუბში ვიყავით აღმაშენებელზე და რესპუბლიკის მოედნის ქვეშ, მიწისქვეშა გადასასვლელში და ყველგან იგივე სიტუაცია იყო, დაცვა ყველგან ღიად ამბობდა, რომ ქართველებზე ჰქონდათ აკრძალვა.

ნუ ყველგან რომ პროსტიტუციის ბუდეა და ეგეც კანონის დარღვევაა, ეგ ცალკე თემაა", - წერს ავტორი. 

ინტერნეტმომხმარებელი იუწყება, რომ თანამოაზრეებთან ერთად კვირას, 22:30-ზე ღამის კლუბთან საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს.

"ჩვენ ვაპირებთ ამ ფაქტის გაპროტესტებას, რათა მოხდეს ამ კანონდარღვევაზე საზოგადოების ყურადღების მიქცევა, შესაბამისი ორგანოების მიერ დაინტერესება და ა.შ. და შემდეგ ვაპირებთ უკვე სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოს გზით.

ჰოდა, ვინც დაინტერესებული ხართ, რომ პირდაპირ თბილისის ცენტრში არ ხდებოდეს ქართველების ეროვნული ნიშნით დამცირება და დისკრიმინაცია, კვირას, 22:30-ზე შემოგვიერთდით საპროტესტო აქციაზე. ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, შადრევანთან. ადრე რომ აღმაშენებლის ძეგლი იდგა, იქ", - წერს "თბილისის ფორუმის" მომხმარებელი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია