შე­ტე­ვა სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ა­ზე - არასრულწლოვანთა დიდი ნაწილი წამალდამოკიდებული გახდა

შე­ტე­ვა სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ა­ზე - არასრულწლოვანთა დიდი ნაწილი წამალდამოკიდებული გახდა

წამ­ლი­სა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დღემ­დე მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე აფ­თი­აქ­ში რე­ცეპ­ტის წარ­დგე­ნა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ იყო. ამ ჯგუ­ფის პრე­პა­რა­ტებ­ში შე­დი­ო­და არა­ერ­თი და­სა­ხე­ლე­ბის ან­ტი­ე­პი­ლეფ­სი­უ­რი პრე­პა­რა­ტი, რო­მელ­საც მო­ზარ­დე­ბი და ახალ­გაზ­რდე­ბი ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის მიზ­ნით მო­იხ­მა­რენ. ნარ­კო­ლო­გე­ბის თქმით, აფ­თი­ა­ქებ­ში ამ ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის უკონტ­რო­ლო გა­ცე­მამ სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი გა­მო­ი­ღო - არას­რულ­წლოვ­ანთა დი­დი ნა­წი­ლი წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­და, საფ­რთხე შე­უქ­მნა მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სი­ცოცხ­ლეს. 1-ლი იან­ვრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით, წამ­ლი­სა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა შე­ვა.

და­ვით მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, სა­მე­დი­ცინო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­სპექ­ტი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი:

- წამ­ლი­სა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის აფ­თი­ა­ქი­დან გა­ცე­მი­სას ფორ­მა N3 რე­ცეპ­ტის წარ­დგე­ნას ეხე­ბა. მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი ის არის, რომ 1-ლი იან­ვრი­დან არას­რულ­წლოვა­ნებ­ზე აღარ გა­ი­ცე­მა პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი. პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტულ პრო­დუქტს მი­ე­კუთ­ვნე­ბა ისე­თი პრე­პა­რა­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და პრე­კურ­სო­რე­ბი (ბუ­ნებ­რი­ვი ან სინ­თე­ზუ­რი წარ­მო­შო­ბის ნივ­თი­ე­რე­ბა), ასე­ვე ზო­გი­ერ­თი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შემ­ცვე­ლი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტულ პრო­დუქტს მი­ე­კუთ­ვნე­ბა ის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე.

მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­თაც დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი იყო ფორ­მა N3 რე­ცეპ­ტი, რო­მელ­ზეც უნ­და გა­მო­ი­წე­როს მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი, თუმ­ცა იქ­ვე დაშ­ვე­ბუ­ლი იყო ასე­თი ნონ­სენ­სი - მე­ო­რე ჯგუ­ფის პრო­დუქ­ტე­ბის გა­ცე­მის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ცეპ­ტის წარ­დგე­ნა. ახა­ლი კა­ნო­ნით, მე­ო­რე ჯგუ­ფის ნე­ბის­მი­ე­რი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად ფორ­მა N3 რე­ცეპ­ტით უნ­და გა­ი­ცეს. ეს პრე­პა­რა­ტე­ბი­ა: ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, გულ­-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლო წამ­ლე­ბი, რომელთა გა­მო­ყე­ნე­ბა ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე არ შე­იძ­ლე­ბა.

- რა არის ფორ­მა N3-ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი? პა­ცი­ენ­ტის მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად ხომ არ აი­სა­ხე­ბა?

- ეს პრო­ცე­დუ­რა არ იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ნა­ხარ­ჯის ზრდას­თან, პი­რი­ქით - შემ­ცირ­დე­ბა, რად­გან პა­ცი­ენ­ტი თა­ვის დრო­ზე იყი­დის სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტებს და მკურ­ნა­ლო­ბაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და შე­დე­გიანი იქ­ნე­ბა. ახალ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ისიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი­ა, რომ ქრო­ნი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც სის­ტე­მა­ტუ­რად სჭირ­დე­ბათ სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, შე­იძ­ლე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი და ექ­ვსი თვის მა­რა­გის წამ­ლე­ბი გა­მო­ი­წე­როს. თუ ადა­მი­ანს ერ­თბა­შად არა აქვს წამ­ლე­ბის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, ამ რე­ცეპ­ტით ექ­ვსი თვის ვა­და­ში შე­უძ­ლია სხვა­დას­ხვა აფ­თი­აქ­ში მხო­ლოდ მის­თვის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბა იყი­დოს.

- ქარ­თვე­ლი ნარ­კო­ლო­გე­ბი უკ­ვე კარ­გა ხა­ნია იბ­რძვი­ან ისე­თი პრე­პა­რა­ტე­ბის ურე­ცეპ­ტოდ გა­ცე­მის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლებ­საც ახალ­გაზ­რდე­ბი ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­ხით მო­იხ­მა­რენ. ახა­ლი კა­ნო­ნი ამ მხრივ რა ცვლი­ლე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს?

- ეს პრე­პა­რა­ტე­ბი მი­ე­კუთ­ვნე­ბა მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტულ პრო­დუქ­ცი­ას. მა­გა­ლი­თად, ან­ტი­ე­პი­ლეფ­სი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი: ბაკ­ლო­სა­ნი, ტე­ბან­ტი­ნი, გა­ბა­გა­მა, ადან­ტე, გრი­მო­დი­ნი და სხვა... დღემ­დე ამ­გვარ პრე­პა­რა­ტებ­ზე არა­ნა­ი­რი კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი არ ვრცელ­დე­ბო­და. ამ ჯგუ­ფის წამ­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის მი­საღ­წე­ვად, ძა­ლი­ან ხში­რად მათ არას­რულ­წლოვ­ანე­ბი მო­იხ­მა­რენ. ახა­ლი კა­ნო­ნით მსგავ­სი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­მოქ­ცე­ვა მკაც­რად გა­კონ­ტროლ­დე­ბა და პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის სი­ა­ში გა­და­ვა. მაგ­რამ არ ვართ და­ცუ­ლი, რომ ხვალ და ზეგ ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის მი­საღ­წე­ვად აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ გახ­დეს მე­ო­რე ჯგუ­ფის­თვის მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი სხვა ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი. ამი­ტო­მაც, სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო სხვა სა­ხის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­მოქ­ცე­ვის გა­კონ­ტრო­ლე­ბაც.

- თუ აფ­თი­აქ­მა მა­ინც ურე­ცეპ­ტოდ გას­ცა ამ ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტი, ამ შემ­თხვე­ვა­ში რა სან­ქცია და­წეს­დე­ბა?

- გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი. გარ­და ამი­სა, თუ სამ­ჯერ და­ფიქ­სირ­და კა­ნონ­დარ­ღვე­ვა და აფ­თი­ა­ქი­დან რე­ცეპ­ტის გა­რე­შე გა­ი­ცა პირ­ვე­ლი ან მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ა, აღ­ნიშ­ნულ ობი­ექტს ფი­ნან­სურ სან­ქცი­ას­თან ერ­თად ფარ­მა­ცევ­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ნე­ბარ­თვა ჩა­მო­ერ­თმე­ვა.

ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე, ნარ­კო­ლო­გი:

- სა­აფ­თი­ა­ქო წამ­ლე­ბის მი­მოქ­ცე­ვა­ზე არა­ნა­ი­რი კონ­ტრო­ლი არ არ­სე­ბობ­და, სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ მო­ზარ­დებ­სა და ახალ­გაზ­რდებ­ში წა­მალ­და­მო­კი­დე­ბულ­თა რიცხ­ვი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გა­ი­ზარ­და და, რაც ყვე­ლა­ზე სა­ვა­ლა­ლო­ა, მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა ტოქ­სი­კო­მა­ნად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიბ­რძო­დით იმის­თვის, რომ პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლებ­საც მო­ზარ­დე­ბი ნარ­კო­ტი­კე­ბად მო­იხ­მარ­დნენ, ურე­ცეპ­ტოდ არ გა­ცე­მუ­ლი­ყო. მთე­ლი არ­სე­ბით მი­ვე­სალ­მე­ბი ახალ კა­ნონს, რო­მე­ლიც სა­აფ­თი­ა­ქო ბიზ­ნესს გა­ა­კონტ­რო­ლებს.

- სა­აფ­თია­ქო ბიზ­ნე­სის გა­კონ­ტრო­ლე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბას გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს?

- რა თქმა უნ­და, მა­სობ­რი­ვად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს, მაგ­რამ თუ ვინ­მე "ლე­ვად" მა­ინც გა­ყი­დის ამ­გვარ წა­მალს, ეს უკ­ვე მის სინ­დის­ზე იქ­ნე­ბა.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია