ნანუკა ჟორჟოლიანი, თაკო ჩხეიძე და ლიზა ბაგრატიონი მარგველაშვილის პირად ცხოვრებაზე

ნანუკა ჟორჟოლიანი, თაკო ჩხეიძე და ლიზა ბაგრატიონი მარგველაშვილის პირად ცხოვრებაზე

2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა. რო­გო­რი იქ­ნე­ბა ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი და რო­გორ შე­იც­ვლე­ბა ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი? - ამ კითხ­ვა­ზე მე­ტად სა­ზო­გა­დო­ე­ბის საკ­მა­ოდ დიდ ნა­წილს მი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა აინ­ტე­რე­სებს, მის გან­სჯას უნ­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რა მო­საზ­რე­ბე­ბი აქვთ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს? "ყვე­ლა სი­ახ­ლემ" მათ სა­ერ­თო კითხ­ვით მი­მარ­თა - რო­გორ აფა­სე­ბენ ისი­ნი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს და გა­მარ­ჯვე­ბულ კან­დი­დატს?

ლი­ზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი, მომ­ღე­რა­ლი:

- არ­ჩევ­ნებს და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებ. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რაც ამომ­რჩე­ვე­ლი ვარ, პირ­ვე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იყო, რო­დე­საც ყო­ველ­გვა­რი ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე მი­ვი­ღე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. არა­ვინ არა­ვის აწუ­ხებ­და და არც ძა­ლას ატან­და. თუმ­ცა ძა­ლი­ან გულ­დაწყ­ვე­ტი­ლი ვარ, რომ ქარ­თვე­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი ისევ და ისევ ძა­ლი­ან პა­სი­უ­რი­ა. ის, რაც შარ­შან მოხ­და, სამ­წუ­ხა­როდ, აღარ გან­მე­ორ­და. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე მხო­ლოდ და­დე­ბი­თი შე­მიძ­ლია გითხ­რათ. მას ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უყ­ვარს ხალ­ხი, სი­ცოცხ­ლე, სი­კე­თე, ერ­თგუ­ლე­ბა. ღირ­სე­უ­ლი ქარ­თვე­ლი კა­ცია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ შე­ეც­დე­ბა გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის­თვის.

- მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ბევრს სა­უბ­რო­ბენ...

- პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არის პი­რა­დი და ის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­ში არ უნ­და აი­რი­ოს. მით უმე­ტეს 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ამა­ზე ლა­პა­რა­კი ცო­ტა უხერ­ხუ­ლი­ა, მო­რა­ლი აღარ იგ­რძნო­ბა რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სებ­ში, ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ნუ მოვ­თხოვთ ადა­მი­ა­ნებს იმას, რა­საც ჩვენ თვი­თონ ვერ ვას­რუ­ლებთ. ყვე­ლამ თავისი საქ­მე აკე­თოს და ვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა, ეს მხო­ლოდ იმ ადა­მიანის საქ­მე­ა. ყვე­ლამ სა­კუ­თარ გულ­ში ჩა­ვი­ხე­დოთ და მივ­ცეთ ადა­მი­ა­ნებს საქ­მის კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- ბუ­ნებ­რი­ვი­ა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევრს სა­უბ­რო­ბენ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, რად­გან ჩვენ ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­უ­ლი ქვეყ­ნი­დან ვართ. თუმ­ცა ერ­მა თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა და ამ სა­კითხზე რომ გარ­თუ­ლე­ბა გვქო­ნო­და, გი­ორ­გის მხარს არ და­ვუ­ჭერ­დით. მე­ო­რე სა­კითხია ის, რომ ჩვენ ვცხოვ­რობთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სე­რი­ალებს მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს. ჩე­მი გა­და­ცე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ზე მე­ტი რე­ი­ტინ­გი იმ ნა­წილს აქვს, სა­დაც რეს­პო­ნდენ­ტი თა­ვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს. ამი­ტომ არა­ფე­რია გა­საკ­ვი­რი. ჩვენ ხომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვეს­მო­და, თუ რო­გორ ეს­ხმოდ­ნენ თა­ვს ვი­ღა­ცე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ მე­უღ­ლე­ებს, რომ ვი­ღა­ცამ ვი­ღა­ცას რა­ღაც მო­ა­ჭა­მა - ამ სა­თა­უ­რე­ბით ხში­რად იბეჭ­დე­ბო­და სტა­ტი­ე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ყვე­ლა­ფერ ამას კითხ­უ­ლო­ბენ. პრე­ზი­დენ­ტის კი არა, მი­ნის­ტრე­ბი­სა და გამ­გებ­ლე­ბის ცო­ლებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. ისეთ ქვე­ყა­ნა­შიც კი, რო­გო­რიც ამე­რი­კა­ა, იმა­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ, რა ეც­ვა ობა­მას ცოლს ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე. ეს სა­უ­ბა­რი ბუ­ნებ­რი­ვი­ა, მაგ­რამ ადა­მი­ანს ფილ­მი­დან სა­ცუ­რაო კოს­ტიუმ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს რომ კომ­პრო­მა­ტად უდე­ბენ, გე­გო­ნე­ბა რა­ღაც და­ა­შა­ვა, ეს ჩემ­თვის სიბ­ნე­ლე­ა. ამა­ზე უა­რე­სი შვი­ლე­ბის სა­კითხ­ი­ა. ეს ჩემ­თვი­საც ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი თე­მა­ა, ყვე­ლას შვი­ლე­ბი და­დი­ან და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე და ერ­თო­ბი­ან, რა არის ამა­ში სა­ო­ცა­რი? მაგ­რამ მე არ მომ­წონს მა­კას, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბული რო­ლე­ბის პო­ლი­ტი­კურ კომ­პრო­მა­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა, ეს ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი­ა.

თა­კო ჩხე­ი­ძე, მო­დე­ლი:

- ეს არ­ჩევ­ნე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რი ექ­სცე­სის გა­რე­შე ჩა­ტარ­და. მახ­სოვს, წი­ნა არ­ჩევ­ნებ­ზე ლა­მის სამ­კვდრო-­სა­სი­ცოცხ­ლო ბრძო­ლა იყო. თვა­ლე­ბი­დან არ ამომ­დის ის კად­რი, რო­დე­საც კა­ხი კა­ლა­ძეს ქვე­ბით მის­დევ­დნენ. ისიც ვი­ცი, რომ ახ­ლა სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­ში არა­ვის მო­უ­წო­დებ­დნენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ან სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის­თვის მი­ე­ცათ ხმა. მი­ვე­სალ­მე­ბი ცვლი­ლე­ბებს და ძა­ლი­ან მი­ხა­რი­ა, რომ ახა­ლი ლი­დე­რი გვყავს. იმე­დი­ა, ისე აღარ გა­მიც­რუვ­დე­ბა იმე­დი, რო­გორც წი­ნა შემ­თხვე­ვა­ში. ეს პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც ხალხს უნ­და რომ იყოს. რო­გორც ვი­ცი, უფ­ლე­ბე­ბი შეზღ­უ­დუ­ლი ექ­ნე­ბა, მაგ­რამ ალ­ბათ ასე უმ­ჯო­ბე­სი­ა. მე პო­ლი­ტი­კო­სი არ ვარ და პო­ლი­ტი­კურ შე­ფა­სე­ბებს ვერ გა­ვა­კე­თებ, მაგ­რამ რო­დე­საც მარ­გვე­ლაშ­ვილს ტე­ლე­ვი­ზი­ით ვუს­მენ­დი, ჯერ კი­დევ მა­შინ, ვიდ­რე აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ერ­თვე­ბო­და, მის აზ­რებს ვი­ზი­ა­რებ­დი და ვე­თან­ხმე­ბო­დი. რაც შე­ე­ხე­ბა მა­კა ჩი­ჩუ­ას, მას მე ძა­ლი­ან დი­დი ხა­ნია ვიც­ნობ. სხვა­თა შო­რის, მინ­და გითხ­რათ, რომ ჩე­მი პირ­ვე­ლი პორ­ტფო­ლი­ოს­თვის მა­კამ გა­მი­კე­თა პი­რველი მა­კი­ა­ჟი. ქარ­თვე­ლი კარ­ლა ბრუ­ნი გვე­ყო­ლე­ბა. მე არა­ვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ ვე­რე­ვი, ზო­გა­დად ძა­ლი­ან მი­ხა­რი­ა, რომ ლა­მა­ზი პირ­ვე­ლი ლე­დი გვე­ყო­ლე­ბა, და­ნარ­ჩენს დრო გვიჩ­ვე­ნებს.

ქეთი საგინაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია