მამაკაცი ამტკიცებს, რომ მთაწმინდის პარკთან უცხოპლანეტელებს შეხვდა

 მამაკაცი ამტკიცებს, რომ მთაწმინდის პარკთან უცხოპლანეტელებს შეხვდა

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი და­ვით დე­­ვ­და­რი­ა­ნი რე­დაქ­ცი­ა­ში იმ უც­ნა­უ­რი ამ­ბის მო­სათხ­რო­ბად გვეს­ტუმ­რა, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბო­და. და­უ­ჯე­რე­ბე­ლი­ა, მაგ­რამ დევ­და­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მას უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან ხან­გრძლი­ვი კო­ნ­ტაქ­ტი ჰქონ­და.

- ბავ­შვო­ბი­დან მი­ზი­დავ­და პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი. ერ­თგ­ვა­რი წი­ნათ­გრძნო­ბაც მქონ­და, რომ უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლებს ოდეს­მე აუ­ცი­ლებ­ლად შევხ­ვდე­ბო­დი და აი, 80-ი­ან წლებ­ში ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის დროც დად­გა... 26 წლის ბი­ჭი ვი­ყა­ვი, ღა­მის თორ­მე­ტი სა­ა­თი იყო, ახ­ლო­ბელ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი მთაწ­მინ­და­ზე, პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ას რომ გა­მოვ­ცდი, მან­ქა­ნა გა­მი­ფუჭ­და. გად­მო­ვე­დი მან­ქა­ნი­დან, კა­რი დავ­ხუ­რე და ვიგ­რძე­ნი, რომ ვი­ღაც მმარ­თავ­და. ნა­ხევ­რად ნარ­კო­ზულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­ვაგ­რძე­ლე მოძ­რა­ო­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ის ან­ძის მი­მარ­თუ­ლე­ბით. და­ახ­ლო­ე­ბით ასი მეტ­რი გა­ვი­ა­რე და, შე­მაღ­ლე­ბულ ად­გილ­ზე და­ვი­ნა­ხე სა­მი მა­ღა­ლი, ვიწ­როთ­ვა­ლე­ბი­ა­ნი და გრძელ­სა­ხი­ა­ნი სი­ლუ­ე­ტი. სპორ­ტუ­ლი კომ­ბი­ნე­ზო­ნე­ბი ეც­ვათ. არ შემ­ში­ნე­ბი­ა, რო­გორც შემ­დეგ გა­ვარ­კვი­ე, მა­თი­ვე წყა­ლო­ბით.

- რა ენა­ზე ისა­უბ­რეთ?

- ისი­ნი თა­ვი­ანთ ენა­ზე მე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ მე ქარ­თუ­ლად მეს­მო­და. მითხ­რეს, ბავ­შვო­ბი­დან გიც­ნობთ, გაკ­ვირ­დე­ბით და ამი­ტომ მო­ვე­დი­თო. ჩე­მი არ იყოს, ისი­ნიც არ სვა­მენ, არ ეწე­ვი­ან და ალ­ბათ ამი­ტომ მო­ვე­წო­ნე. ერ­თ-ერ­თი მათ­გა­ნი ჩემ გარ­შე­მო ტრი­ა­ლებ­და, მო­ი­ტა­ნეს აპა­რა­ტი, გამ­ზო­მეს და რენ­ტგე­ნი გა­და­მი­ღეს.

- რა გითხ­რეს, ვინ ვარ­თო?

- მითხ­რეს, ძა­ლი­ან შო­რი­დან მოვ­დი­ვართ, სხვა სის­ტე­მი­დან ვმოძ­რა­ობთ დი­დი სის­წრა­ფით თქვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით, თქვენს პლა­ნე­ტა­ზე კე­თი­ლი მი­სი­ით ჩა­მო­ვე­დით, თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა გვინ­და, ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფა თქვე­ნი პლა­ნე­ტის­თვის გარ­და­უ­ვა­ლი­ა, მაგ­რამ ვცდი­ლობთ, ეს კა­ტას­ტრო­ფე­ბის რის­კი დე­და­მი­წა­ზე ან შე­ვამ­ცი­როთ, ან სა­ერ­თოდ გა­და­გარ­ჩი­ნო­თო. თქვეს, რომ თა­ვა­დაც არ აძ­ლევ­დათ ხელს დე­და­მი­წის აფეთ­ქე­ბა - ჩვენც პრობ­ლე­მა შეგ­ვექ­მნე­ბა კოს­მო­სურ სივ­რცე­ში­ო. ჩვენ, ადა­მი­ა­ნებს, ბო­როტ და სა­შიშ არ­სე­ბე­ბად მიგ­ვიჩ­ნე­ვენ, თა­ვად არ უყ­ვართ ტყუ­ი­ლე­ბი, ძა­ლი­ან ბრაზ­დე­ბი­ან ამა­ზე. სახ­ლშიც კი და­მა­რე­კი­ნეს, რა­ღაც აპა­რა­ტი ჩა­მო­ი­ტა­ნეს თეფ­ში­დან. სულ 21-ჯერ შევ­ხვდი. მეტ­რო­ში, მან­ქა­ნა­ში - ყველ­გან მხვდე­ბოდ­ნენ და წი­ნას­წარ ვგრძნობ­დი მათ მოს­ვლას.

- რო­გორ უნ­და იგ­რძნო მა­თი მო­ახ­ლო­ე­ბა?

- რო­ცა ისი­ნი შენს სი­ახ­ლო­ვეს არი­ან, გრძნობ სიცხ­ეს, თით­ქოს იწ­ვი. მე წე­რი­ლებ­საც მი­ტო­ვებ­დნენ, წიგ­ნი მომ­ცეს, რომ­ლი­თაც მა­თი წე­რი­ლე­ბის თარ­გმნა შე­მეძ­ლო. მე­რე ის წე­რი­ლე­ბი შე­სა­მოწ­მებ­ლად წა­ი­ღეს და სამ­წუ­ხა­როდ, აღარ მაქვს. ერ­თხელ შე­მომ­თა­ვა­ზეს, თუ გინ­და, ჩვენ­თან წა­გიყ­ვანთ 5 წლით საცხ­ოვ­რებ­ლა­დო, ვუთხ­ა­რი, სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­მო­ვალ, თუ დე­და­ჩემ­საც თან წა­ვიყ­ვან­თ-მეთ­ქი. ერთ ღა­მეს დე­და სა­ში­ნელ­მა სიცხ­ემ გა­აღ­ვი­ძა, თურ­მე უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­მა შე­უ­მოწ­მეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. რო­ცა შევ­ხვდი, მითხ­რეს, რომ დე­დას ჯან­მრთე­ლო­ბა არ მის­ცემ­და მათ პლა­ნე­ტა­ზე გაფ­რე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას და ამი­ტომ ვე­ღარ წა­ვე­დი. ერ­თხანს უძი­ლო­ბა დამ­ჩემ­და, ერ­თ-ერთ უცხ­ოპ­ლა­ნე­ტელს ვუთხ­ა­რი - უძი­ლო­ბა მა­წუ­ხებ­ს-მეთ­ქი, არ­ტე­რი­ა­ზე ხე­ლი ჩა­მო­მის­ვა და მას შემ­დეგ ძი­ლი მო­მი­წეს­რიგ­და. მე­ო­რე დღეს კა­ნი ზუს­ტად იმ ად­გილ­ზე დამ­წვა­რი მქონ­და.

- თა­ვი­ანთ პლა­ნე­ტა­ზე არ წა­გიყ­ვა­ნეს?

- თა­ვი­ანთ პლა­ნე­ტა­ზე არა, მაგ­რამ ერ­თხელ წა­მიყ­ვა­ნეს გომ­ბო­რის­კენ, სა­დაც დაგ­ვხვდა რაგ­ბის ბურ­თის ფორ­მის მფრი­ნა­ვი თეფ­ში, ჩავ­ჯე­ქით ამ თეფ­შში და წა­ვე­დით და­უ­სახ­ლე­ბელ პლა­ნე­ტა­ზე, სა­დაც ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბა და ჟან­გბა­დით სავ­სე გა­რე­მო­ა. ოპე­რა­ცი­აც გა­მი­კე­თეს, დიღ­მი­დან მოვ­დი­ო­დი, სა­ნა­პი­როს­თან ბრწყინ­ვა­ლედ ჩაც­მუ­ლი ქა­ლი შემ­ხვდა, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, მის­თვის არ გა­მე­ჩე­რე­ბი­ნა! ჩა­ვის­ვი ეს ქა­ლი მან­ქა­ნა­ში და შემ­დეგ მახ­სოვს, რომ სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში ვი­ყა­ვი, ეს ქა­ლიც იქ იყო უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან ერ­თად. რო­ცა ნარ­კო­ზი­დან გა­მო­ვე­დი, თბი­ლი­სის ზღვა­ზე ვი­ყა­ვი. ჩა­ვი­ხე­დე სარ­კე­ში და სა­ხე­სა და ხელ­ზე ნა­ი­ა­რე­ვი მქონ­და. მე­ო­რე დღეს ეს ია­რე­ბი გაქ­რა. ოთხ­ჯერ გა­მი­კე­თეს ოპე­რა­ცი­ა.

- ბო­ლოს რო­დის შეხ­ვდით?

- 7 წე­ლია აღარ შევ­ხვედ­რი­ვარ.

მოამზადა თამარ ბოჭორიშვილმა

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)