5 ყველაზე "გაჭედილი" ადგილი თბილისში: შსს-ს ოფიციალური მონაცემები

5 ყველაზე "გაჭედილი" ადგილი თბილისში: შსს-ს ოფიციალური მონაცემები

ბოლო დროს თბილისში საცობების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებით გაუსაძლისია გადაადგილება პიკის საათებში, დილის 10-11 და საღამოს 6-9 საათამდე. საცობებით შეწუხებული ადამიანები თბილისის ფორუმზე იოხებენ გულს:

"იზრუნეთ საცობების განმუხტვაზე და ეკოლოგიაზე. 21-ე საუკუნეში რომ გვამადლით ცხრაასჯერ დაკერებულ გზებს, ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ესეც არის. საბურთალოზე უკვე მეზიზღება გავლა", - წერს ვინმე "კარელა".

"სანამ შემოვლითი რკინიგზა არ ამოქმედდება და ძველი რკინიგზის ტერიტორიაზე ავტობანი არ გაკეთდება, მუდამ ასეთი საცობები იქნება. მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან მიმავალი მანქანები ერთობლივად ქმნიან საცობს", - ფორუმზე ასეთი შინაარსის ბევრ მოსაზრებას წაიკითხავთ. ზოგს მიაჩნია, რომ საცობების მთავარი მიზეზი შუქნიშნებია:

"ხშირად მიწევს ხოლმე გავლა ე.წ. მედიკების სახლიდან მალაკნების მოედნამდე. თითქმის ყოველთვის საცობებია, განსაკუთრებით კი საღამოს საათებში. 1 კვირის წინ საღამოს დენი არ იყო, შუქნიშნები არ მუშაობდა და, ჰოი საოცრებავ - არანაირი საცობი. გზაჯვარედინზეც კი არ იყო რიგი",- წერს ვინმე "თუნგი".

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში პიკი საათის დროს, დილის 10-დან 11-მდე და საღამოს 6-დან 08:30 სთ-მდე ყველაზე გადატვირთული ქუჩებია:

1. გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადა სხვადასხვა მიმართულებით (ალიევის სახელობის გამზირიდან, თამარ მეფის ხიდიდან)

2. ავლაბრის მოედანი (ბარათაშვილიდან ამოსავლელი გზა)

3. თავისუფლების მოედანი

4. ყაზბეგის გამზირისა და პეკინის ქუჩის კვეთა

5. "ვეფხვი და მოყმის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორია

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012 წელს მთლიანად ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდამ შეადგინა 8.2%, ხოლო მსუბუქ ავტომობილებში - 6.8%

ქალაქში უსაფრთხოების დონის ამაღლების, გაძლიერებული მოძრაობის განტვირთვისა და საცობების პრევენციის მიზნით, თბილისის მერიამ ბოლო დროს განახორციელა საგზაო ინფრასტრუქტურის (ხიდების, პანდუსების, გვირაბების, უსაფრთხოების კუნძულების მშენებლობა, თანამედროვე შუქნიშნების, საგაზაო ნიშნების დამონტაჟება და ა.შ) რეაბილიტაცია და მშენებლობა, მაგრამ სატრანსპორტო მოძრაობის ზრდის მაღალი ტემპის პირობებში გასათვალისწინებელია არსებული ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა. ფაქტია, რომ ქალაქში მოძრაობა არათუ განიმუხტა, ბოლო დროს საცობების რაოდენობამ იმატა კიდეც.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

საცობები თბილისში - როდის მოგვარდება პრობლემა,

რომელიც თბილისში გადაადგილებას გაუსაძლისს ხდის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია